imedi /  20 თებერვალი 2024, 12:10 / სანდო წყარო

თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა. აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული, დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ორივემ ჯგუფურად დაზარალებულის მოკვლა განიზრახეს. იმავე ღამეს, ბრალდებულები ავტომობილით, თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაინახეს დაზარალებული, რომელიც მეგობართან ერთად ქუჩაში იმყოფებოდა. მძღოლმა გააჩერა ავტომობილი, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

იმავე დღეს, დაზარალებულის თანმხლები პირი საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ იცნობს დაზარალებულთან კონფლიქტში მონაწილე პირს და მეგობრობს მასთან, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ იმავე პირმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ,გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ გარკვევით დაინახა მსროლელი, რომელიც არ იყო ის პირი, რომელსაც დაზარალებულთან ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა.

პროკურატურამ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებით უკვე მიმართა, ხოლო მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით - კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

ყველა სიახლე

გიორგი მიქაუტაძე

21 აპრილი 2024, 19:01

სპორტი

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა ერთში მეათე გოლი გაიტანა⚽

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა ერთის“ მორიგ ტურში გოლი გაიტანა. გათამაშების 30-ე ტურში საქართველოს ნაკრების წევრის „მეცი“ „ლე ავრს“ ესტუმრა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მეორე ტაიმის დასაწყისში აიღო. შეხვედრა „მეცის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გოგი დოლიძე

21 აპრილი 2024, 18:52

საზოგადოება

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გოგი დოლიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში პროფესორ გოგი დოლიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

რევაზ კვესელავა

21 აპრილი 2024, 18:29

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო კინოსცენარისტის რევაზ კვესელავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

რევაზ კვესელავა დაიბადა 1933 წლის 2 აგვისტოს, მარტვილის სოფელ ნახარებაოში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად; ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-სასცენარო განყოფილებაზე; ხანდაზმულობაში, მშობლიურ სოფელ ნახარებაოს დაუბრუნდა და იქვე აღესრულა, 2024 წლის 20 აპრილს. ღრმა და მნიშვნელოვანია ქართულ კინემატოგრაფში, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში მის მიერ შეტანილი წვლილი.

ილონ მასკი

21 აპრილი 2024, 17:55

მსოფლიო

ილონ მასკი აშშ-ში ტიკტოკის შესაძლო აკრძალვას ეხმაურება

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი ამბობს, რომ კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

21 აპრილი 2024, 17:49

საზოგადოება

საქართველოში დრიფტის სეზონი, King of drift-ის გრანდიოზული ტურნირით გაიხსნა

საქართველოში დრიფტის სეზონი, King of drift-ის გრანდიოზული ტურნირით გაიხსნა. დილიდან „ლილო არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი გამოსვლა ნახა.

21 აპრილი 2024, 17:47

მსოფლიო

ტენესის შტატში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ტენესის შტატში წვეულებაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 17:45

მსოფლიო

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ

პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას განაგრძობენ, - აცხადებს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ანდრეი დიმჩენკო.

21 აპრილი 2024, 17:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 23 აპრილს უყრის

პროცედურის თანახმად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. როგორც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება ერთი კვირის ვადაში გახდება შესაძლებელი.

21 აპრილი 2024, 17:39

მსოფლიო

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინამ ანექსირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა. თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი

რატი იონათამიშვილი

21 აპრილი 2024, 17:32

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით მიმდინარე კონფერენციაზე: თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში

„დახურულ ფორმატში აკეთებენ ამას და არ უშვებენ კრიტიკულ მედიას. ეს ნიშნავს, რომ დასამალი აქვთ. ისინი მალავენ ამ ყველაფერს და ზუსტად ვიცით რატომაც, მაგრამ ვერ დამალავენ, ვიანიდან თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ვერასოდეს განახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვინც ამ პროცესს მართავს და ახალგაზრდების ხარჯზე უნდათ თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა, იმ ადამიანებს არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ არათუ ამ კანონთან, ნებისმიერ კანონთან ჰქონდეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ვინც ამ პროცესებს მართავს, ახალგაზრდების ხარჯზე სურს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნების მიღწევა

დავით მათიკაშვილი

21 აპრილი 2024, 17:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: გარე და შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა - კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება

„რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად რაიმე ფორმით დასვამს კითხვებს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა. იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი არგუმენტირებული კითხვების გარდა. არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის ექნება სათანადო პასუხი“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აპრილი 2024, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! - გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ

თვით ლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?! ამიტომ გამჭვირვალობის კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად არ უნდათ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

21 აპრილი 2024, 17:08

პოლიტიკა

„მამული, ენა სარწმუნოება“ - ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა

ქალაქში ახალი ბანერები გამოჩნდა. მამული, ენა სარწმუნოება. მას შემდეგ, რაც ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაამახინჯეს, ამ ბანერებით ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები კიდევ ერთხელ შეახსენონ.

21 აპრილი 2024, 16:52

პოლიტიკა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალიდან დაიწყება

22 აპრილის, 11:00 საათზე განხილვა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. მომდევნო დღეებში კანონპროექტებს განიხილავენ ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

21 აპრილი 2024, 15:54

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა

ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება.

ენტონი ბლინკენი

21 აპრილი 2024, 15:29

მსოფლიო

Bloomberg: ენტონი ბლინკენი ღიად განუცხადებს ჩინურ მხარეს, რომ თუ პეკინი რუსული სამხედრო მანქანისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას არ შეწყვეტს, სანქციები გარდაუვალი იქნება

ვაშინგტონი მზადაა სანქციები დაუწესოს პეკინს, თუ ის რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებას გააგრძელებს. ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინურ მხარეს პეკინში ვიზიტისას აცნობებს

21 აპრილი 2024, 14:57

მსოფლიო

Politico: შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Politico პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 14:50

მსოფლიო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.