11 აპრილი 2024, 13:22 / სანდო წყარო

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის, სქესობრივი დანაშაულის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, აქტუალური საკითხების და გამოწვევების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, აქტუალურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას. ასევე, დისკუსია შეეხო სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო ხელმძღვანელობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.

ადამიანის უფლებათა დაცვა პროკურატურის პრიორიტეტია, საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ყველა სიახლე

ლაშა ხუციშვილი

30 მაისი 2024, 14:01

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მიღწეული წარმატება საქართველოს მიერ საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა

ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

30 მაისი 2024, 13:48

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022-2023 წლების საქმიანობის ანგარიშები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

30 მაისი 2024, 13:47

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მოისმინეს.

გია აბაშიძე

30 მაისი 2024, 13:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოში „მაიდანი" ვერ მოხდება, ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე - ვადაგასული რევოლუციური სცენარები ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება" და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 13:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: როგორ უნდა გამოიყენო სკოლის მოსწავლე შენი ბოროტი ზრახვებისთვის?! ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

„რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ასეთი, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი სპეკულაციებით იხელმძღვანელოს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფონდ „ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 13:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს, თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ, რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 13:19

მსოფლიო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. ვიდეო

მექსიკაში საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი ქალაქის მერობის კანდიდატი მოკლეს. გერეროს შტატის ქალაქ კოიუკა-დე-ბენიტესის მერობის კანდიდატი ხოსე ალფრედო კაბრერა ბარიენტოსი ერთ-ერთ საკალათბურთო მოედანზე მოკლეს, სადაც ის მხარდამჭერებს ხვდებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარიენტოსს სულ მცირე 15-ჯერ ესროლეს.

მიხეილ სააკაშვილი

30 მაისი 2024, 12:50

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით

ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ - ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე

თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია - მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგა ხაინდრავა

30 მაისი 2024, 12:45

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: საბაბი იპოვა ორმა მევახშემ ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!

„ონში „ფეა თრიიზის" მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით შეჩერებული ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. საბაბი იპოვა ორმა მევახშემ - ჯაფარიძე-ხაზარაძემ! კანონი ბავშვების ჯანმრთელობასთან რა კავშირშია?!“

კაია კალასი

30 მაისი 2024, 12:40

მსოფლიო

კაია კალასი: მაიდნის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას, თუმცა ბურთი მათ მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე კომენტირებისას მედიასთან ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე : გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე შევისწვლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია სტრასბურგის პრაქტიკასთან

გამჭვირვალობის კანონპროექტის ინიცირებამდე, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და სტრასბურგის პრაქტიკასთან თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობას ყოველთვის მოსდევს ძალადობა და ძალიან ცუდია, როდესაც არ ხდება დაგმობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალადობის ფაქტები იყოს დაგმობილი

მან კომენტარი გააკთა ბულინგის ფაქტებზე. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ბულინგისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე.

30 მაისი 2024, 12:19

პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს

„რომ შევაჯამოთ, სახეზე გვაქვს მარტივი მოცემულობა - საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს ხალხის და ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება და ის მოემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას, ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას, რაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ დერეფანს გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

30 მაისი 2024, 12:16

მსოფლიო

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი: რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება

რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, - ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამაზე არ მახსოვს არავის შეშფოთება

ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მოქალაქეებთან უცხო ნომრებიდან შეურაცხმყოფელი ზარების განხორციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 მაისი 2024, 12:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, ინცინდენტები იყო შემაშფოთებელი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიწონებ

ეს იყო ირონიული განცხადება და ამ ირონიას იმსახურებდა ის ადამიანი, რომელსაც მიმართავდა ხარაზიშვილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" განცხადებაზე, რომ აქციაზე „არაკაცებს სცემდა და არა ახალგაზრდებს“.

კახა კალაძე

30 მაისი 2024, 12:10

პოლიტიკა

კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე: მსგავსი შემთხვევა ბევრი იქნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ასეთი სპეკულაციებით იხელმძღვანელონ

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ონში ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

30 მაისი 2024, 12:07

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.