imedi /  12 აპრილი 2024, 16:22 / სანდო წყარო

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ორმა „კანონიერმა ქურდმა“, საქართველოში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებს, მათ მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მიღებული თანხა მოსთხოვეს და საზღვარგარეთ „ქურდული გარჩევისთვის“ დაიბარეს.

„თავის მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა სხვა ორ „კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ასევე მათ სადაო საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დამატებითი ინფორმაცია „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებისგან მოისმინეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ერთი მხარდამჭერი ,,კანონიერი ქურდის“ სახელით მოქალაქისგან თანხის გადახდას ითხოვდა.

აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება 2231 მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 4 პირს 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს კი 2233 მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 02:17

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ირანმა ვაშინგტონს დახმარება სთხოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ირანმა ვაშინგტონს დახმარება სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

მაიკ ჯონსონი

21 მაისი 2024, 01:00

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატის „რესპუბლიკელი“ ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

21 მაისი 2024, 00:28

მსოფლიო

ირანული მედია: ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქვეყნის მე-14 საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდა სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მეთაურთა შეხვედრის შემდეგ.

ემანუელ მაკრონი

21 მაისი 2024, 00:07

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის საბჭო: ახალ კალედონიაში ჯარისკაცები განლაგდებიან საზოგადოებრივი შენობების დასაცავად

საფრანგეთის თავდაცვის საბჭოს სხდომამ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავმჯდომარეობდა, გადაწყვეტილება მიიღო, ახალ კალედონიაში გამოიყენოს დამატებითი რესურსები საზოგადოებრივი შენობების დასაცავად და შიდა უსაფრთხოების ძალები გარკვეული დროით ჩაანაცვლოს სამხედრო პერსონალით. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

20 მაისი 2024, 23:13

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

„არავითარი საჭიროება მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების არ აქვს, ამას ქუჩაც მეტყველებს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

20 მაისი 2024, 23:12

პოლიტიკა

POLITICO: თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით

აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

20 მაისი 2024, 22:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოზე: ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე ხელი შეუწყოს

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2024, 21:30

მსოფლიო

ზელენსკი: დასავლელი მოკავშირეები ძალიან დიდხანს იღებენ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ძალიან დიდხანს იღებენ გადაწყვეტილებებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.

გიორგი აბაშიშვილი

20 მაისი 2024, 21:01

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური კოლაფსის პროპაგანდაზე: საქართველოს ქეისთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო შექმნილი

მსოფლიოში არაერთი, ათეულობით თუ არა, ასეულობით მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინსპირირებულად, რამდენიმე მცირე ხნიანი კრიზისული, აჟიოტაჟური ვითარება შექმნა ბირჟაზე,-ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

20 მაისი 2024, 20:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო

მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები პოზიტიურად დასრულდება და ყველა შეიცვლის რიტორიკას. „რატომ იცით? დაინახეს, რომ ჩვენ ღირსება დავიცავით,“ - აღნიშნა მან.

20 მაისი 2024, 20:44

მსოფლიო

Reuters: რობერტ ფიცოს მდგომარეობა უმჯობესდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილურია და ის უმჯობესდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი რობერტ ფიცოს მკურნალ ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 მაისი 2024, 20:38

საზოგადოება

რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან, სადაც რამდენიმე ათეული სკოლის მოსწავლეა შეკრებილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯერჯერობით უცნობია საით გადაინაცვლებენ აქციის მონაწილეები.

როსტომ ცხვედიანი

20 მაისი 2024, 20:33

პოლიტიკა

ვინ არის კაცი, რომელმაც ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს საჯაროდ მიმართა - როსტომ ცხვედიანის პოლიტიკური წარსული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ არის კაცი, რომელმაც ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილს საჯაროდ ორჯერ მიმართა.

დავით მუჯირი

20 მაისი 2024, 20:30

სპორტი

დავით მუჯირი: სასიხარულოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის გათვალისწინებული 850 ათასი ლარი გაიზარდა და ჩვენს ფეხბურთელებს 3 მლნ ლარი გადაეცემათ

ის, რომ 850 ათასი ლარი იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის საფეხბურთო ნაკრებისთვის, სასიხარულოა, რომ ეს თანხა დამატებით გაიზარდა და სამი მილიონი ლარი გადაეცემა ჩვენს ფეხბურთელებს, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორიგ მსხილაძე

20 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით და განმარტებულია, თუ რატომაა ეს კანონპროექტი რუსული.

ისრაელ კაცი

20 მაისი 2024, 20:19

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებაზე: ეს ისტორიული სირცხვილია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნის შესახებ ისტორიულიბ სირცხვილი უწოდა.

ზაალ ანჯაფარიძე

20 მაისი 2024, 20:17

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები

“მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, უკვე ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტუსკი

20 მაისი 2024, 19:37

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი არ მიიღებს ლტოლვილებს ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტის ფარგლებში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ მიიღებს ლტოლვილებს ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტის ფარგლებში, რადგან მან უკვე მიიღო ათასობით ადამიანი უკრაინიდან და ბელარუსიდან.

20 მაისი 2024, 19:32

საზოგადოება

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარის ღონისძიება გამართა,- ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 19:26

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ცხედარს სამშაბათს ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ცხედარს სამშაბათს ქალაქ მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც იბრაჰიმ რაისი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.