19 აპრილი 2024, 12:46 / სანდო წყარო

სუსი: 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი. რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა უკანონო სამხედრო აქტივობებს, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებსა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

„საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაია.

რაც შეეხება 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, ამ კუთხით ხაზგასასმელია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინდა.

გარდა ამისა, 2023 წლის განჩინებით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) სრულად დასაშვებად გამოაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან განგრძობითად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.

2023 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმისა და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრაციას, რათა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობო გათავისუფლებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას განაგრძობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყველა სიახლე

21 მაისი 2024, 17:23

მსოფლიო

მედიის ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს ივლისში წარედგინება

„რუსეთის, ყირგიზეთის, უნგრეთისა და საქართველოს კვალდაკვალ, თურქეთი უცხოელი აგენტების კანონის საკუთარი ვერსიის მიღებას განიხილავს“, - ამის შესახებ Global Voices-ი წერს.

ნინო წილოსანი

21 მაისი 2024, 17:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც

დაველოდებით, რომ ჩვენი შეთავაზება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადავიდეს გაცილებით მაღალ დონეზე, იქნება მხარდაჭერილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 მაისი 2024, 17:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის კუთხით

საქართველოს თავისი სტრატეგიული მიმართულებები არ შეუცვლია არც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის თვალსაზრისით და არც ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკის კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

21 მაისი 2024, 17:11

საზოგადოება

22 მაისს გაზის მიწოდება დროებით 5000-მდე აბონენტს შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო გაზის მიწოდება დროებით 5000- მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2024, 16:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის, თურქეთი ნატოს წევრი და რეგიონის მთავარი აქტორია და სწორედ უცხო გავლენებისგან თავის დასაცავად, კანონმდებლობის მოწესრიგებას იწყებს

ამასობაში, თურქეთი ემზადება უცხო ქვეყნის აგენტებზე კანონპროექტის ინიციირებისთვის! ყველა ქვეყანა საკუთარი სუვერენიტეტისა და საზოგადოების დაცვას სამართლებრივი ბერკეტებით ახერხებს, რათა პროქსი და ჰიბრიდული მანიპულაციებით ვერავინ მოახერხოს ზეგავლენა, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი აპირებს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის მიმღები ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

გია აბაშიძე

21 მაისი 2024, 16:03

პოლიტიკა

გია აბაშიძე Politico-ს ინფორმაციაზე: პარტნიორობა იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობაა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთმიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გამოცემა Politico-ს ინფორმაციაზე თქვა: “სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია.”

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2024, 15:56

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი თურქეთის პარლამენტს 1 ივლისს წარედგინება, დაიძრა ყინული

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ თურქეთი უერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავენ.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

21 მაისი 2024, 15:29

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

21 მაისი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:02

პოლიტიკა

კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან

„ეს უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ და რის გამო? - იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:00

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიებზე: შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

„თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კალაძემ.

21 მაისი 2024, 14:56

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან

მამუკა მდინარაძე

21 მაისი 2024, 14:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

21 მაისი 2024, 14:34

მსოფლიო

პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პრემიერის განმარტებით, დივერსიის მცდელობა იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიასა და შვედეთში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.