imedi /  19 აპრილი 2024, 13:17 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში

ვახტამგ გომელაური

ვახტამგ გომელაური

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით აღებული ვალდებულებების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების, ასევე, პრევენციის მიმართულებით.

„ცალკეული დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად გენდერის ნიშანი განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი; გაიზარდა ოჯახში ძალადობისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელი; შემაკავებელი ორდერის პირველივე დარღვევა გახდა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება; სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სასჯელები და დაიწყო მსჯავრდებულ და უფლებაჩამორთმეულ პირთა მონიტორინგი.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა
დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს. 2021 წელს, კანონში შევიდა ცვლილება და პრევენციულ ღონისძიებებზე განმახორციელებელი უწყებების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა შორის, უდიდესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია. უწყებების დროული, კოორდინირებული საქმიანობა, ასევე, განისაზღვრება მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“. ასევე, უწყებათა კოორდინირებულ მუშაობას განსაზღვრავს 2016 წლის „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ მთავრობის დადგენილება, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სუბიექტებს სამართალდამცავი უწყების ინფორმირებას ავალდებულებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა
მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია მსგავსი კატეგორიის დანაშაულების, როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ასევე, რეაგირების კუთხით.

„მაგალითად, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნის ქორწინების იძულებას, ქორწინებას ან ოჯახში ძალადობას, ძალიან მნიშვნელოვანია დროული კომუნიკაცია შესაბამის უწყებებს შორის, როგორიცაა: განათლების სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები. ასევე, რეფერირების ფარგლებში, სერვისების მიწოდების ან/და თავშესაფრით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. 2017 წლიდან, მთავრობის დადგენილებით, მოქმედებს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია“. აღნიშნული კომისია აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ორგანოებისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისა და
ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უწყებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მომიჯნავე სამინისტროებთან, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ
აქტივობაში.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, წლების მანძილზე, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ტარდება საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, საქართველოს მასშტაბით, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და პროექტს ახორციელებენ.

ასევე, სამინისტრო ყოველწლიურად ერთვება „თანასწორობის კვირეულსა“ და „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიაში“. 2023 წელს, სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, მონაწილეობდნენ სხვა უწყებებისა და პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებულ შეხვედრებში. ამ კამპანიების ფარგლებში, 2023 წელს ჩატარდა 80-მდე შეხვედრა, რასაც დაესწრო 2300-ზე მეტი ადამიანი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

21 მაისი 2024, 15:57

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრის (NSC) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა მიიღო.

21 მაისი 2024, 15:52

მსოფლიო

Singapore Airlines-ის რეისზე ტურბულენტობის გამო მგზავრი დაიღუპა

ინციდენტის გამო თვითმფრინავი ბანგკოკში დაჯდა. რეისის SQ 321 ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა Singapore Airlines-მა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

21 მაისი 2024, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:32

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება

„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

21 მაისი 2024, 15:29

სამართალი

აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

დიმიტრი ხუნდაძე

21 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე: იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ს ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო უდის, ვიდრე - საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს და განიხილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხიც, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: 2024 წლის არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

21 მაისი 2024, 15:03

პოლიტიკა

კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

ამ რადიკალურ ქმედებებში, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, დავით კეზერაშვილის თანხებიც არის ჩართული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:02

პოლიტიკა

კახა კალაძე სანქციების შესაძლო დაწესებაზე: არ მგონია, ეს ნაბიჯი გადაიდგას, რადგან პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან

„ეს უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენაა. არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღიაა და არავინ შეზღუდული არ არის, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის ეშინია სანქციების და ამ თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ და რის გამო? - იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში, ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა?! წარმოუდგენელი მგონია, ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები, თუმცა დღეს მსოფლიოში ისეთი უსამართლობა ხდება, გასაკვირი არაფერი იქნება“

კახა კალაძე

21 მაისი 2024, 15:00

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ერთიან საარჩევნო სიებზე: შეიძლება, ოპოზიციურ პარტიებს სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ შინაარსობრივად ერთნი არიან

„თუ მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები, რომ ერთ პლატფორმაზე იყვნენ წარმოდგენილები, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან. შეიძლება მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია შექმნან და განსხვავებული სახელი დაირქვან მაგრამ, შინაარსობრივად ერთნი არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კალაძემ.

21 მაისი 2024, 14:56

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივანთან და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან

მამუკა მდინარაძე

21 მაისი 2024, 14:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ნიშნავს უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობები და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას მუქარის გარეშე, გაუმჭვირვალობის და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა მიუღებელია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Politico-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „აშშ-ს შეუძლია საქართველოს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტი გამოუყოს, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

21 მაისი 2024, 14:34

მსოფლიო

პოლონეთში, რუსეთის დაკვეთით დივერსიის მცდელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პრემიერის განმარტებით, დივერსიის მცდელობა იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ლიეტუვაში, ლატვიასა და შვედეთში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება.

ირაკლი ლატარია

21 მაისი 2024, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: საქართველომ ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს

მოდით აბა ვნახოთ, 30 წლის მანძილზე ერთხელ გადადგას ამერიკამ საჩვენო ნაბიჯი. ერთხელ - არ შეიძლება?... ვალს რომ გვაძლევს, ეგ არ ითვლება..... ჩვენ არანაკლები გავეცით ამერიკისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის... მხოლოდ ფული არაა პარტნიორობა, ჩვენ რაც გავეცი ის შეუფასებელია - სიცოცხლე არაერთი ქართველი ჯარისკაცის და სანაცვლოდ, რაიმე პატარა ნაბიჯი რომ გადმოდგას - ნუთუ არ არის ამის დრო?... - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია გამოცემა POLITICO-ს სტატიას, სადაც წერია, რომ თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, ვაჭრობისა და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.

21 მაისი 2024, 14:26

მსოფლიო

ანალენა ბერბროკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

მინისტრის თქმით, რუსული ავიადარტყმებისა და ოკუპანტის არმიის მხრიდან ხარკოვის ოლქზე ინტენსიური შეტევების გამო ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი და კიევს თავის დასაცავად ევროკავშირის დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება. ანალენა ბერბოკი უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე მეხუთედ ჩავიდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

21 მაისი 2024, 14:22

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას

მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი სენატორის ინიციატივას, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

21 მაისი 2024, 14:22

კულტურა

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-9 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში კურტ ელინგისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის და მსმენელს საინტერესო პროექტებს სთავაზობს, წარმატებით ეწევა ქართული მუსიკის პოპულარიზაციასაც

21 მაისი 2024, 14:18

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტია თბილისის რაიონულ ოფისებს ფინანსური კრიზისის გამო ხურავს

„ოფისების რაოდენობა არ მცირდება. რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს ყოველთვის ვხვდები, ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება მათთან განვიხილო, ეს არის როგორ გავაძლიეროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ, ახლა ამ ოფისების ჩამოთვლას, ხელისუფლებამ და სუსმა ძალიან კარგად იცის ჩვენი ოფისების მისამართები“

ირაკლი კობახიძე

21 მაისი 2024, 14:13

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

21 მაისი 2024, 14:10

ეკონომიკა

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში მოიჯარეებს 58, 7042 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცათ

წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.