19 აპრილი 2024, 14:14 / სანდო წყარო

ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა კონკრეტულად „იმედის“ ჟურნალისტებზე, ერთი მიზნით, რომ მაყურებელს სრულფასოვნად ინფორმაცია ვერ მივაწოდოთ - „ქრონიკის“ ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოიკითხა

გიორგი აბაზაძე

გიორგი აბაზაძე

საგამოძიებო უწყება ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტმა გიორგი აბაზაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა. ის მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც აბაზაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მხრიდან მასზე და მის კოლეგებზე თავდასხმა იყო მიზანმიმართული, რასაც ერთი მიზანი ჰქონდა - პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.

„იმედია, ეს იქნება სამაგალითო სხვებისთვის, რომ იგივე აღარ განმეორდეს და ჩვენს სხვა კოლეგებს აღარ მიაყენონ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის გავეშებული, მიზანმიმართული თავდასხმა კონკრეტულად ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ ერთადერთი მიზნით - ხელი შეგვიშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, რომ მაყურებელს სრულფასოვნად ინფორმაცია ვერ მივაწოდოთ. ჩვენ ვყვებოდით რა ხდებოდა უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრში და ეს იყო აგრესიული თავდასხმა არა აქციის ყველა მონაწილის, არამედ კონკრეტული ჯგუფის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი აბაზაძემ.

„იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

თავდასხმა „იმედის“ ჟურნალისტებზე

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეები „იმედის“ გადამღები ჯგუფების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

„ქრონიკის“ ჟურნალისტს რატი მეტრეველს აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენა

ყვირილი, პირდაპირი ეთერის ჩაშლის მცდელობა, უცენზურო შეძახილები და სხვადასხვა ნივთის სროლა - რა ვითარებაში უწევთ „ქრონიკის“ გადამღებ ჯგუფებს მუშაობა

აქციის მონაწილეები „იმედის“ ჟურნალისტ ანუკი ჩხიკვაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევენ

„ქრონიკის“ კორესპონდენტი: აქციის მონაწილეები შეძახილებით მოგვყვებოდნენ და სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ, ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია რადგან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება, 16 აპრილი, 2024 წელი

ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება, 18 აპრილი, 2024 წელი

„ტელეიმედის“ მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს, 16 აპრილი, 2024 წელი

ყველა სიახლე

30 მაისი 2024, 10:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ილონ მასკი შესაძლოა მის მრჩევლად დაინიშნოს

მილიარდერი ილონ მასკი შესაძლოა დონალდ ტრამპის მრჩეველი გახდეს, თუ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრ სახლში დაბრუნდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს.

30 მაისი 2024, 10:29

საზოგადოება

განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება.

30 მაისი 2024, 10:21

საზოგადოება

ComCom-მა სამცხე-ჯავახეთში მოსწავლეები მედიაწიგნიერების კონკურსის ფარგლებში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ გუგულაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მოსწავლეებს კონკურსის პირობები, საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები გააცნეს.

30 მაისი 2024, 10:21

მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტში ადამიანი თვითმფრინავის ძრავამ შეისრუტა და დაიღუპა

ამსტერდამში, „სხიპჰოლის“ აეროპორტში ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ის ავიაკომპანია KLM Cityhopper-ის სამგზავრო თვითმფრინავის მომუშავე ძრავამ შეისრუტა. ამის შესახებ BBC წერს.

30 მაისი 2024, 10:17

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძე: რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ ,,ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა.

გიორგი ვოლსკი

30 მაისი 2024, 09:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო თავისი პოზიციით, თავისი მაჩვენებლებით, მიუხედავად ამ რადიკალური ხელშეშლისა, კვლავ მოწინავეთა რიგებშია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი საქართველოში ძალიან მაღალია და არ არის ერთადერთი ინდექსი, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ანიჭებენ საქართველოს, როგორც მოწინავეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ღია ბიუჯეტის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

30 მაისი 2024, 09:48

საზოგადოება

ონის მერია: ფონდმა „ფეა თრიიზი” გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას გულისხმობდა - პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება

გარდა იმისა, რომ განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, ფონდის იდეა მოიცავდა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, რისთვის საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. - ასე ეხმიანება ონის მუნიციპალიტეტის მერია ფონდ “ფეა თრიიზის” განცხადებას.

30 მაისი 2024, 09:46

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჰერცი ჰალევი

30 მაისი 2024, 09:28

LIVE ისრაელი

„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი: ღაზაში ბრძოლები, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები, სულ მცირე, 7 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ განაცხადა. მისივე თქმით, „ცაჰალი“ ახლა აკონტროლებს ე.წ. ფილადელფიის დერეფნის 75%-ს. ადრე თუ გვიან კი, ამ დერეფანს სრულად გააკონტროლებს და ეგვიპტესთან ერთად, იარაღის კონტრაბანდის აღსაკვეთად იმუშავებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

30 მაისი 2024, 09:24

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნეთანიაჰუ ფსიქოპატი ვამპირია, რომელიც სისხლით იკვებება

მმართველი პარტიის დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ავიადარტყმის შედეგებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს დააკისრა. მან ასევე „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ უმოქმედობისთვის მწვავედ გააკრიტიკა.

ურსულა ფონ დერ ლაიენ

30 მაისი 2024, 09:21

მსოფლიო

Politico: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაარღვია, როცა არ გაამხილა, რომ 70 ათასი ევროთი დაფინანსებული Google-ში წარმოებული სარეკლამო კამპანიის უკან იდგა

სტატიაში ნათქვამია, რომ ამით წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაირღვა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელად ფონ დერ ლაიენის მუშაობის პერიოდშია მიღებული. საუბარია პოლიტიკურ ონლაინ-რეკლამაზე, რომელიც Google-ის საძიებო სისტემისა და Youtube-ის სერვისის საშუალებით მილიონობით მომხმარებელმა ნახა, თუმცა ფონ დერ ლაიენი და მისი „ევროპის სახალხო პარტია“ არ ყოფილან მოხსენიებული Google-ის გამჭვირვალობის რეესტრში ოფიციალურ შემსყიდველად. ნაცვლად ამისა, ფონ დერ ლაიენის კამპანიის მხარდამჭერ ციფრულ შეტყობინებებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად პარიზში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია „ემ სი სი ედ ქუალითი“ იყო მოხსენიებული.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 09:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა - არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია

პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის ზღვარზე, მადლობა ღმერთს, რომ რიცხვებისა და ფაქტების სამყარო ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს.

30 მაისი 2024, 09:03

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

30 მაისი 2024, 08:44

პოლიტიკა

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა

შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ დიპლომატიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია შედგებოდა რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებისგან, რომელთა შედეგადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერით, მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების, გენეტიკური რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის შესახებ. შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ თუ საპატენტო განაცხადში მოთხოვნილი გამოგონება ეფუძნება გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნას, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს გენეტიკური რესურსების წარმოშობის ქვეყანა ან შესაბამისი წყარო. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სახელით მონაწილეობა მიიღო საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.

სალომე ჯინჯოლავა

30 მაისი 2024, 08:36

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ჯინჯოლავა მისი გარდაცვლილი დის მისამართით რადიკალების მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტებს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ჯინჯოლავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი გარდაცვლილი დის მისამართით დადებულ შეურაცხმყოფელ პოსტებს ეხმაურება. როგორც ჯინჯოლავა აღნიშნავს, ამ ადამიანებმა იციან, რომ რეალურად ფოტოზე მისი დაა, თუმცა ვითომ შეცდომით ლანძღავენ გარდაცვლილ ადამიანს.

მიხეილ სარჯველაძე

30 მაისი 2024, 08:20

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს

ჯანდაცვის მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა დღეს გაიმართება. მიხეილ სარჯველაძისთვის მინისტრის რანგში ეს პირველი მოხსენება იქნება. უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს ბოლო 1 წლის მანძილზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე მომავალში განსახორციელებელ გეგმებზე. მიხეილ სარჯველაძე დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს .

ემანუელ მაკრონი

30 მაისი 2024, 02:28

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მაისი 2024, 02:11

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს

რუსეთს აღარ შეუძლია მშვიდობის სამიტის ჩაშლა, თუმცა ამის მისაღწევად ბევრს მუშაობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ოლენა ვისოცკა

30 მაისი 2024, 01:35

მსოფლიო

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე: 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ოლენა ვისოცკამ განაცხადა, რომ 600-ზე მეტი პატიმარი უკვე შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს მაჩვენებელი იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2024, 00:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია დაემორჩილონ კანონს. საინტერესოა, დონორების რეაქცია რა იქნება, წააქეზებენ ისინი თუ არა, რომ მათმა ორგანიზაციებმა დაარღვიონ მასპინძელი ქვეყნის კანონები

გასაგებია, რომ მათი მხრიდან რაღაც განცხადებები არის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცხოვრობენ სამართლებრივ სახელმწიფოში, მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე არასამთავრობო ორგანიზიების უარს, რომ ისინი რეგისტრაციას არ გაივლიან.