02 მაისი 2024, 00:16 / სანდო წყარო

შსს: სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან თავის დაცვას ცდილობენ, მაშინ როდესაც სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე

ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან თავის დაცვას ცდილობენ, მაშინ როდესაც ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ, დაიცვან შენობა უნებართვო შეჭრისგან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 1 მაისს, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა 1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.

მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. ვინაიდან არსებობდა რისკი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის კორდონი განგვეთავსებინა ჩიტაძის ქუჩაზე, ამავე დროს, პარლამენტის უკან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მოუწოდა, რომ მათ გადაენაცვლათ ჭიჭინაძის ქუჩაზე და იქ გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.

ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი.

საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან. ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

ბენ აფლეკი
ჯენიფერ ლოპესი

25 მაისი 2024, 08:00

ტაბლოიდი

საზოგადოებაში ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდება - რას პასუხობს ლოპესი ჟურნალისტის შეკითხვას

უკვე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე თუმცა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო ამის შესახებ მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესისთვის კითხვა დაესვა.

25 მაისი 2024, 02:30

მსოფლიო

The Washington Post: თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება

უკრაინაში, თანამგზავრით მართვადი ამერიკული საბრძოლო მასალის ნაწილი უძლური აღმოჩნდა ჩახშობის რუსული ტექნოლოგიის წინააღმდეგ, რის გამოც უკრაინამ შეწყვიტა დასავლეთის მიერ მოწოდებული შეიარაღების გარკვეული სახეობის გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 მაისი 2024, 01:28

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს

პუტინს არა მხოლოდ სურს მშვიდობის სამიტის ჩაშლა და ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს, არამედ ეშინია იმის, თუ რა შედეგების მოტანა შეუძლია სამიტს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჯიმ ობრაიენი

25 მაისი 2024, 00:45

პოლიტიკა

ჯიმ ო'ბრაიენი: ბლინკენის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ - სანქცირებულთა სიას არ ვაქვეყნებთ

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

გიორგი ზერეკიძე

25 მაისი 2024, 00:21

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლიბერალების რეაქციაზე: ორმაგად ტრაგიკომიკურია, რომ ეს ხალხი იბრალებს პროევროპელობას, ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და ყველა ამ იდეას ფეხქვეშ თელავს

როგორც გიორგი ზერეკიძე აღნიშნავს, ასე იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაცები.მისივე თქმით, მათი მეთოდები არ შეცვლილა, არც მათი ამომრჩევლის ვნებები, უბრალოდ ძალაუფლება აღარ აქვთ და ისღა დარჩენიათ, ფეისბუქზე ზიზღის გავრცელებით სცადონ შანტაჟი.

24 მაისი 2024, 23:43

მსოფლიო

ნატოს სამიტი 2025 წელს ჰააგაში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება.

ოლაფ შოლცი

24 მაისი 2024, 23:33

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.

სავალან მირზოევი

24 მაისი 2024, 22:59

პოლიტიკა

სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც - აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!

არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში წერს.

24 მაისი 2024, 22:57

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

24 მაისი 2024, 22:22

მსოფლიო

მაკრონი: პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არ არის მშვიდობისთვის.

24 მაისი 2024, 21:39

საზოგადოება

106 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან და 33 წელი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - მზადება 26 მაისისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალფეროვანი პროგრამა და თემატური აქტივობები დილიდან დაიწყება.

დიმიტრი ხუნდაძე

24 მაისი 2024, 21:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი - ის უნდა ჩართულიყო ომში და ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის

დასავლეთი გვინდა, მაგრამ სუვერენიტეტის დათმობა არ გვინდა. არ გვინდა არა მხოლოდ განწყობების დონეზე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის დიდი საფრთხე, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მუქარას გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია და მითითებები, რომ საქართველო დათმობაზე უნდა წავიდეს, დაუშვებელი, მით უმეტეს, რომ ხუნდაძის თქმით, ეს „დათმობები“ ქვეყნის სუვერენიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

24 მაისი 2024, 21:18

მსოფლიო

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტევა და ნებისმიერი სხვა ქმედება რაფაჰში

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია ქალაქ რაფაჰში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რატი ბრეგაძე

24 მაისი 2024, 21:08

სამართალი

რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა

მთავარია, რომ საქართველომ გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ მადლობა ქვეყნის ინტერესების ყველა ღირსეულ მცველს, რომელმაც ცილისწამებისა და ტყუილისგან დაიცვა საქართველოს მოსახლეობა, - წერს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

შოთა ხაბარელი

24 მაისი 2024, 21:08

პოლიტიკა

შოთა ხაბარელი: ახლა მაინც ხვდებით, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოგახვიეს თავს სხვა ქვეყნების აგენტებმა? ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების დაბრუნების შანსებზე გაბრძოლეს, მოგატყუეს

როგორც ხაბარელი სოციალურ ქსელში წერს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, უნდა მიხვდნენ, რამხელა სიცრუე და ბოროტება მოახვიეს თავს სხვა ქვეყნის აგენტებმა. მისივე თქმით, რადიკალები სწორედ ახალგაზრდების გამოუცდელობით სარგებლობენ.

24 მაისი 2024, 21:05

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე - რა უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება და მისი შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის, ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

ლაშა ბასლანძე

24 მაისი 2024, 20:47

პოლიტიკა

ლაშა ბასლანძე ბიზნესმენების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული

ეს რაღაც ნეოლიბერალიზმია, რომელიც უკვე ფაშიზმშია გადასული, - ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელმა ლაშა ბასლანძემ ბიზნესმენების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

24 მაისი 2024, 20:24

მსოფლიო

პუტინი Reuters-ის სტატიას ეხმაურება და მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურს, „დაე, დაბრუნდეს“.

24 მაისი 2024, 20:15

ეკონომიკა

ჩინურმა სატვირთო ავტომობილებმა ევროპაში ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვა საქართველოს გავლით დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

24 მაისი 2024, 19:48

პოლიტიკა

ბორელი გამჭვირვალობის კანონზე: ძლიერ შეშფოთებულნი ვართ - მეორე მხრივ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შევლახოთ მათი ეროვნული გრძნობები, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რბილი ენა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა შეშფოთება გამოთქვა გამჭვირვალობვის შესახებ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ კანონი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ გზას.