11 მაისი 2024, 14:28 / სანდო წყარო

შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. ამ მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებულ უ.ა.-ს და მასთან კანონიერ ქორწინებაში მყოფ, 1987 წელს დაბადებულ მ.ი.-ს საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

აღნიშნულის მიზნით, მ.ი.-ს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, 7 ნომერში, მეათე სართულზე, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.

ჩამწერი მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში.

ამასთანავე, მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები განთავსებული ჰქონდა იმ ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, სადაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება.

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება, ან შეხვედრა და იგი მივიდოდა ხსენებულ ბინაში, მისგან მალულად ბრალდებულები სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

ბრალდებულმა პირებმა, უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში შეინახეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია.

სამართალდამცველების მიერ ინტიმური შინაარსის მქონე მასალების შემცველი ფაილების შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ მათზე აღბეჭდილნი არიან როგორც საქართველოს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, თბილისში, აბაშიძის 22 ნომერში მდებარე უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღო:

მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, ფოტოაპარატი, გარე მეხსიერების ბარათები, ე.წ. „ვინჩესტერები“, ასევე, ვიდეორეგისტრატორი, დრონები, ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მეხსიერების ბარათები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა , ოპტიკა და ა.შ.

პოლიციამ უ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ასევე, ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები და სხვადასხვა სპეციალური საშუალებები, გარდა ამისა ამოღებული იქნა სამხედრო დანიშნულების ვაზნები, რომლებსაც დაკავებული უკანონოდ ინახავდა.

საქმეზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იარაღები და ვაზნები განეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

რაც შეეხება უ.ა.-ს მეუღლეს, მისი საცხოვრებელი ბინიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის კომპიუტერული და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე მეხსიერების ბარათები ამოიღეს.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოწყობილობებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის შესწავლისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ როგორც უ.ა.-ს კომპიუტერულ ტექნიკაში,

ასევე, მისი მეუღლის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებში ინახებოდა უკანონოდ მოპოვებული პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები, რომლებიც ასევე შეიცავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური, ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზები.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია დიდი რაოდენობით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინტიმური შინაარსის მქონე ფაილები, რომელთა შესწავლა გრძელდება დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისა და მათთან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი ოლაფ შოლცი

29 მაისი 2024, 03:56

მსოფლიო

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება რუსეთის ტერიტორიაზე იმ სამხედრო ობიექტებს დაარტყას, საიდანაც უკრაინის მიმართულებით რაკეტებს უშვებენ

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება რუსეთის ტერიტორიაზე იმ სამხედრო ობიექტებს დაარტყას, საიდანაც უკრაინის მიმართულებით რაკეტებს უშვებენ, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

29 მაისი 2024, 03:36

მსოფლიო

The Telegraph: უკრაინა ალიანსის წლევანდელ სამიტზე ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ აღარ წაიწევს

უკრაინა ალიანსის წლევანდელ სამიტზე ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ აღარ წაიწევს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ მაკკოლი ლაი ცინდე

29 მაისი 2024, 02:31

მსოფლიო

კონგრესმენი მაკკოლი: არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ უკრაინის გამო ტაივანს ვერ დავუჭერთ მხარს - რასაც უკრაინაში ვაგზავნით ძველია, ხოლო რასაც ტაივანს ვაწვდით სრულიად ახალია

აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ აშშ ტაივანს მიაწვდის უახლეს იარაღს და არა ძველს, როგორც უკრაინას აწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს.

მეთიუ მილერი

29 მაისი 2024, 02:03

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ანტიდემოკრატიული უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს - აშშ გმობს ამ ქმედებას

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ანტიდემოკრატიული უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, აშშ გმობს ამ ქმედებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.

29 მაისი 2024, 01:36

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გიორგი გამსახურდია

29 მაისი 2024, 00:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: როგორც ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით ისტორიაში, ისე შევლენ საქართველოს ისტორიაში ისინიც, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს

როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

თამთა სოფრომაძე

29 მაისი 2024, 00:41

ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე: ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს, ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას

ბაზარზე მოკლევადიანი ტიპის მერყეობები შესაძლებელია აჟიოტაჟმა გამოიწვიოს. ასეთ დროს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების გზით ყიდის უცხოურ ვალუტას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: „ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს პუტინს დამორჩილებოდნენ. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ

ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეუერთდება ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

28 მაისი 2024, 23:59

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს. ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის.

28 მაისი 2024, 23:30

პოლიტიკა

სამგზის მოწვევის პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი: ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს გიცხადებთ თანადგომას

„საქართველოს პარლამენტს, გიცხადებთ თანადგომას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ცნების გამომხატველი „გამჭვირვალობის კანონის“ (კანონის ნამდვილი სახელი არ მომწონს) მხარდამჭერ მამაც პარლამენტარებს საქართველო დამსახურებულად წინ ევროკავშირისაკენ! ქუჩიდან, მხცოვანი მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილი“, - წერს ცქიტიშვილი

გურამ მაჭარაშვილი

28 მაისი 2024, 23:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ შუა დერეფნის პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს და წარმატებით აგრძელებს მასთან სავაჭრო ურთიერთობებს და მით უმეტეს უარს არ იტყვის საქართველოზე.

გიტანას ნაუსედა

28 მაისი 2024, 22:58

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ნათელი - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას, 2030 წელს ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაწევრიანებას შეეხებოდა.

28 მაისი 2024, 22:35

საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, ის დარჩება ფარატინა ქაღალდად

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

ხატია დეკანოიძე

28 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა, ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები

პრეზიდენტს ვუსმენდი, ცოტა ვერ გავიგე რეფერენდუმის იდეა. ვფიქრობ, ამ ქვეყანას გამოცხადებული აქვს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას ქოლცენტრების მეშვეობით - ასეთი ქოლცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის

კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ ბიზნესმენების ბულინგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 მაისი 2024, 22:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა, რომ გარე დავალების შემსრულებელი, სრულად ლუსტრირებული ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის ჩატარებას და იმ თემის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია

რამდენად თაღლითური და მავნებლური კამპანიაა წარმოიდგინეთ - გარე დავალების შემსრულებელი, უკვე სრულად ლუსტრირებული სალომე ზურაბიშვილი გვთავაზობს რეფერენდუმის (რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება!) ჩატარებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

28 მაისი 2024, 22:08

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა "გლობალური ომის პარტიის" ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე

ვერ დამყარდა საქართველოში უმცირესობების დიქტატი უმრავლესობაზე - ვერ მოვიდა ქვეყნის სათავეში NGO-deep state-ი. ვერ დაამარცხა ფსევდოლიბერალიზმმა - მამული, ენა, სარწმუნოება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის

ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2024, 22:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდ-ის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის

ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.