23 მაისი 2024, 16:22 / სანდო წყარო

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე იყო სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.
საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს - მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები.

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.

ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.

წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის - დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.
ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, - აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

ყველა სიახლე

ლადო პაპავა

19 ივნისი 2024, 17:19

ეკონომიკა

ლადო პაპავა: სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარულ ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას უკავშირდება

ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა და მოლოდინები იყოს ადეკვატური, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ მონატარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძე

19 ივნისი 2024, 16:52

ეკონომიკა

ალექსანდრე ძნელაძე: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, უკვე განხორციელებული ინტერვენციების მსგავსად, ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება

ველოდით ამ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთის გარდა, სებ-ს სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ფულის მასაზე და ფულის სიჩქარეზე, ასევე, ლარის კურსზე ზემოქმედებისათვის, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

19 ივნისი 2024, 16:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებს თელავში გაეცნო

„საქართველოს მასშტაბით 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში მოქმედებს“.

19 ივნისი 2024, 16:39

საზოგადოება

GITA -ს თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ. სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის.

19 ივნისი 2024, 16:36

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა.

19 ივნისი 2024, 16:26

კულტურა

შანხაის 26-ე კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინო-ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი საქართველოს სტენდით წარსდგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სტენდი, რომლითაც ბაზრობაზე კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგა, წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

19 ივნისი 2024, 16:22

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს გასვლით სხდომებს, სადაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების თაობაზე ანგარიშებს ისმენს.

19 ივნისი 2024, 16:05

ტაბლოიდი

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო🎓

ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი

19 ივნისი 2024, 16:03

მსოფლიო

ფხენიანმა და მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელი ფხენიანში მოაწერეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, დოკუმენტი რომელიმე ხელმომწერის მიმართ აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

ნინო თანდილაშვილი

19 ივნისი 2024, 15:38

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: საქართველომ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

19 ივნისი 2024, 15:13

საზოგადოება

კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე: მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

გიორგი ცაგარეიშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

ჯანდაცვა

გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2024, 14:45

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა

„იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ ბაღებში დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის, რომ სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშNავს ორი, ერთნაირსქესიანი პირის შვილად ყოლა, რა შედეგებს იწვევს როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ჩვენ ეს ხელისგულზე გვიდევს უკვე. აქ საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა

19 ივნისი 2024, 14:37

პოლიტიკა

რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში

პარლამენტში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში და ეს დამოკიდებულება აისახება იმ სავიზო რეჟიმით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ერთი მხრივ ვისმენთ შეერთებული შტატებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ერთგვარ სურვილებს, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს პარტნიორობა გრძელდება ათწლეულების განმავლობაში, მეორეს მხრივ, გვაქვს სტატისტიკა, რომ ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არ არიან, მათ მოქალაქეებს ბევრად გამარტივებული რეჟიმი გააჩნიათ სავიზო მომსახურების, ვიდრე საქართველოს. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პრაქტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აშშ-ის ვიზაზე დადებითი პასუხისა, არ შეესაბამება იმ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს

„ერთი მხრივ გვაქვს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც აღემატება ნატო წევრი ქვეყნების წვლილსაც კი და მეორე მხრივ - ჩვენი მოქალაქეებისთვის გვაქვს ვიზის მიცემაზე უარის მაჩვენებელი, რომელიც რუსეთისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელზე უფრო დაბალია“.

19 ივნისი 2024, 14:19

სპორტი

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას

„მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა პირველად აფრიალდა და სახელმწიფო ჰიმნი პირველად აჟღერდა. ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი ღირსებით, პროფესიონალიზმით, მთელი გულითა და სულით იბრძოლა გამარჯვებისთვის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!“ - წერს ჩიქოვანი.

ლევან იოსელიანი

19 ივნისი 2024, 14:16

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

ლევან იოსელიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 2022 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით, ხოლო პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა.

ნათა თურნავა

19 ივნისი 2024, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია, მათ შორის ეს ეხება დაბალ ინფლაციას, ტურიზმს და გზავნილებს

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.