17 ივნისი 2024, 18:22 / სანდო წყარო

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა.

საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური სახელმწიფოს მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

ბრალდებულებისგან შემდგარმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის ქონების გათეთრება. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა ფუნქციები, რომელიც ემსახურებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების შენიღბვას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური სახით აკუმულირებას.

რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა.

საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა.

ასევე, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით, სისტემატიურად ახდენდნენ სხვადასხვა სახის კრიპტოვალუტის შეძენას, რომლის შემდგომი რეალიზაციით მიღებული თანხის განაღდებას ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი ახდენდა.

ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, თითქოსდა ლეგალური გზით მიღებული თანხებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სახელით ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიის და ბრალდებულების სახელით თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთი. ამავე პერიოდში ორგანიზებული ჯგუფის წევრების სახელზე შეძენილია დაახლოებით 800.000 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები.

ზემოხსენებული ქონებების ღირებულება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით სრულად იქნა გადახდილი. აღნიშნული ქმედებებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფულადი თანხის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი და სამ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება მიიღეს.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 10 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირმა, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მარნეულის რაიონის სოფელ ქერაჩმუღანლოში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტით, საქართველოში საზამთრო შემოიტანა, რომლის ყუთებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული იყო უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 25 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რაც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. აღნიშნული ტვირთი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელზე იგზავნებოდა, რომელიც ტვირთის გატარების მიზნით, დოკუმენტების მოწესრიგებას ცდილობდა, რათა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გასაღება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ზემოხსენებული სქემით მომხდარიყო.

დაკავებულებს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

ყველა სიახლე

კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 15:44

არჩევნები ამერიკაში

რესპუბლიკელები კამალა ჰარისს ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების დამალვაში ადანაშაულებენ

სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების დამალვაში ადანაშაულებს. რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჰარისი თითქმის ოთხი წელი უმალავდა ამერიკელ ხალხს, რომ ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი მართავს, რომელსაც საქმის კეთება არ შეუძლია.

22 ივლისი 2024, 15:33

საზოგადოება

National Geographic Traveller-ის კომერციული დირექტორი მეთ მიდვორსი: საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს გამოცემის კომერციული დირექტორი. მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია.

22 ივლისი 2024, 15:18

საზოგადოება

გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 15:16

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ვაშაძეს: სხვის პარტიას ხარ შეკედლებული, ვის უნდა მოუწოდო გაერთიანებისკენ. ომბუჯგუმ გაჯობა თავის დროზე

ზემოდან აქვთ დაკვეთა მათი პატრონებისგან, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინმეს, რომელიმე ჯგუფს, რომელიმე მიმართულებას, პარტიას ჰყავს სამზე მეტი მხარდამჭერი გაერთიანდნენ და ის სამი ხმაც არ დაკარგონ - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისკენ მოწოდებას გამოეხმაურა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

22 ივლისი 2024, 15:12

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთთან ომი დისტანციურად აწარმოონ, რადგან მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, თუმცა დაჩქარებული ტემპით ემზადებიან.

დმიტრო კულება

22 ივლისი 2024, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ჩინეთს პირველად ეწვევა

ეს მისი პირველი მოგზაურობა იქნება პეკინში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. კულებას ვიზიტი მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის მიწვევით ხორციელდება, იტყობინება ჩინური სახელმწიფო მედია. შეხვედრა უკრაინამაც დაადასტურა.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 15:05

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ტრაგედიაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, კარგად ვიცით, როგორ ეპყრობოდნენ ისინი პატიმრებს

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულება ჰქონა „ნაცმოძრაობას“ პატიმრების მიმა

კიმ ჩიტლი

22 ივლისი 2024, 15:02

მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

რატი ბრეგაძე

22 ივლისი 2024, 14:58

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე, სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავა მოვიგეთ

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე და სტრასბურგში აბსოლუტურად ყველა დავა მოვიგეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:49

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა

„ომისა და გაურკვევლობის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ ამერიკა და ისრაელი ერთად დგანან - დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

22 ივლისი 2024, 14:43

არჩევნები ამერიკაში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს

„ვფიქრობ, ცვლილება არ იქნება. ევროპა დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ჩვენ ყოველთვის გავაანალიზებთ სიტუაციებს, განურჩევლად იმისა თუ რა ადმინისტრაცია ეყოლება ამერიკას და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ეს არა მხოლოდ ევროპელების, არამედ გლობალური სტაბილურობის ინტერესებშიც შედის“, - აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.

ირაკლი ზარქუა

22 ივლისი 2024, 14:42

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: „ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

„ბოკუს“ ეტყობა, ესირცხვილება, რომ კეზერაშვილთან ჩავიდა - თან ფული უნდათ „მისტერ ოფშორისგან“ და თან მალავენ, ისევე, როგორც „ნაცებს“ მიშას პარტია უნდათ, მაგრამ სახელი ესირცხვილებათ. მიშა, ღირსი ხარ, რასაც გიკეთებენ

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:41

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას კი მშვიდობის განსაკუთრებით ეშინია და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები

თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება მშვიდობის უზრუნველყოფა, მშვიდობა კი არის ის, რისიც განსაკუთრებით ეშინია ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და აქედან არის განპირობებული მათი დაბნეული და პანიკური ქმედებები, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივლისი 2024, 14:39

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გაანეიტრალოს უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე.

22 ივლისი 2024, 14:37

საზოგადოება

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჟოზეფ ბორელი

22 ივლისი 2024, 14:35

არჩევნები ამერიკაში

ჟოზეფ ბორელი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია

„ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი განსხვავების მომტანი იქნება ის, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში, თუმცა ეს ამერიკელი მოქალაქეების არჩევანია და არ მსურს ამაში ჩავერიო. ვფიქრობ, ჩემი როლი არ არის, ამერიკელ ხალხს ვუთხრა რა გააკეთონ ან ჩემი პრეფერენციები დავაფიქსირო“, - განაცხადა ბორელმა.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის სარჩელზე: ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ კონსტიტუციას ზურგს აქცევენ

ეს ადამიანები არაფერს პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანაში და კონსტიტუციის დარღვევაც არაფრად არ მიაჩნიათ. მათ მოუწიათ და კიდევ მოუწევთ აღიარება, რომ არიან ისინი ვინც კონსტიტუციას ზურგს აქცევენ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს.

ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 14:30

არჩევნები ამერიკაში

Politico: თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს

Politico-ს ცნობით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადადგა ბაიდენმა საბოლოო ნაბიჯი და გადაწყვეტილების შესახებ კვირას, 21 ივლისს ჯერ მხოლოდ უახლეს გარემოცვას აცნობა, თეთრი სახლის პერსონალმა და საარჩევნო შტაბმა კი ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ მის გასაჯაროებამდე ერთი წუთით ადრე შეიტყვეს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ლელოს“ და NGO-ების გასვლით შეხვედრაზე: ეს ე.წ. პოლიტიკური „ენჯეოები“ არათუ დანამატები არიან პოლიტიკური პარტიების, არამედ, ხშირ შემთხვევაში მათი დავალებების მიმცემები და ხელმძღვანელი რგოლებიც კი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ბათუმში, პარტია „ლელოს“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გასვლით შეხვედრას ეხმაურება. რატი იონათამიშვილის განცხადებით საერთაშორისო სახსრებით დაფინანსებული შეხვედრები, რომელიც საარჩევნო კამპანიის ნაწილია, პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპს.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 14:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ხაზარაძესა და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა, მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება

ხაზარაძეს და გახარიას საზოგადოებამ თავისი სახელი უკვე დაარქვა. მოღალატე-თაღლითების პარტიას ვერანაირი წარმატება რომ ვერ ექნება, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.