imedi /  04 სექტემბერი 2024, 10:59 / სანდო წყარო

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.

„საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ყალბ ექაუნთებს ამოფარებული დამნაშავე პირები, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე გამომძალველები, მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, შედიან მათთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან შესაძლოა ახლდეს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.

ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან-გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, საგამოძიებო დეპარტამენტის დანაყოფის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის შემთხვევებზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეესტრის და მონიტორინგის მექანიზმის პროექტი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამსახური საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

საკანონმდებლო ცვლილებების, რეესტრის ამოქმედების და მონიტორინგის შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია, რომლის პარალელურად სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 20:03

კულტურა

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 5 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“.

17 სექტემბერი 2024, 19:58

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 19:26

მსოფლიო

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 19:15

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველო საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს

ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველო საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, - განცხადა ეკონომიკის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ „დღის ქრონიკაში“ ბიზნესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის თემაზე „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მოჯტაბა ამანი

17 სექტემბერი 2024, 19:06

მსოფლიო

ირანული მედია: ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა

ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 18:48

მსოფლიო

Reuters: ლიბანში, „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ

ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პორტატული პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ლიბანში, „ჰეზბოლას“ ასობით მებრძოლი დაშავდა მას შემდეგ, რაც პეიჯერები უეცრად აუფეთქდათ

17 სექტემბერი 2024, 18:38

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ანზორ მარგიანი რჩება.

17 სექტემბერი 2024, 18:35

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ უკრაინა დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, რიგში შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება.

17 სექტემბერი 2024, 18:29

პოლიტიკა

პარლამენტმა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს.

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 18:27

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყნის შიგნით, გამჭვირვალობა და სახელმწიფოს პოლიტიკა ბიზნესის მიმართულებით თუ როგორი იქნება გრძელვადიან ჭრილში

ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ „დღის ქრონიკასთან“ იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებიც ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად აუცილებელია. მათ შორის მან დაასახელა სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება, სტაბილური ბიზნეს გარემო და ვალუტის სტაბილურობა, რაც მისი თქმით აისახება ინვესტიციების მოცულობაზე.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:24

არჩევნები 2024

მაია ბითაძე: ვთხოვ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აცადოს საქართველოს მოსახლეობას თავად მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება მათი ხელისუფალი 2024 წლის არჩევნების შემდგომ

ვთხოვ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ აცადოს საქართველოს მოსახლეობას თავად მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება მათი ხელისუფალი 2024 წლის არჩევნების შემდგომ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 18:22

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნესს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ბიზნესს არ ჰქონია

„არსებული ხელისუფლება, ჩვენს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ყველაზე ლოიალურიც კი არის და ბიზნესის მხარდამჭერია, ვინც კი აქამდე ყოფილა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და არაფრის გაუმჯობესება არ არის საჭირო ან ყველა მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ის თავისუფლებისა და მხარდაჭერის დონე, რაც დღეს ბიზნეს აქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთი ხელისუფლების პირობებში ბიზნეს საქართველოში არ ჰქონია“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:22

არჩევნები 2024

მაია ბითაძე სანქციებზე: აჟიოტაჟი და წნეხი მოიმატებს, რისი მიზანიცაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია რამენაირად შეიცვალოს და ბარიერვერგადალახულ პარტიებს ვიღაც ამით დაეხმაროს

აჟიოტაჟი და წნეხი მოიმატებს და ამის მიზანია, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია რამენაირად შეიცვალოს და ბაირიერვერგადალახულ პარტიებს ვიღაც ამით დაეხმაროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ხელისგულზე დევს თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:20

არჩევნები 2024

მაია ბითაძე ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე: საბოლოო ჯამში, შესაკრებთა გადანაცვლებით, გაერთიანებით, გაყოფით, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა

ამ ორი, ძალიან მრავალფეროვანი გაუგებარი პოლიტიკური წარმონაქმნის გაერთიანება კიდევ უფრო თვალნათელს ხდის ერთ რამეს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანებები ვერ ლახავენ საარჩევნო ბარიერს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:17

პოლიტიკა

მაია ბითაძე: აშშ-ის სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს წინასაარჩევნო აჟიოტაჟი როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. მე პროფესიით გახლავართ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ასეთ საერთაშორისო სამართალს არ ვიცნობ. გულსატკენია, რომ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა ხდება სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის ერთგულება აშშ-ის, ევროატლანტიკური მისწრაფებების, ევროინტეგრაციის კუთხით ერთი დღე არ ყოფილა დარღვეული. სწორედ ამიტომ, ღრმად მწამს, რომ ეს სამართლებრივი არეულობა დიდხანს ფიზიკურად ვერ გასტანს და გადატვირთვის პროცესი აუცილებლად დაიწყება სულ მალე. დაგვასვენეს თითქოს ზაფხული და დღეს რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული, რომ ხელახლა დავიწყეთ სანქციებზე საუბარი?! - არაფერი. უბრალოდ ხდება წინასაარჩევნო პროცესის გახურება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ის შედეგი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. ეს სანქციები არის ზეწოლის ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ შეცვალოს გადაწყვეტილება და ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერსაც კი ვერ ლახავენ. ვნახეთ ე.წ. პრეზიდენტი, ორ პარტიას, რომელიც ერთმანეთს ჭამენ, ლანძღავენ, მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ“, - აღნიშნა ბითაძემ.

მაია ბითაძე

17 სექტემბერი 2024, 18:16

პოლიტიკა

მაია ბითაძე: კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია მშვიდობის, პატიების და შერიგების გარეშე. სამინისტროც კი გვაქვს შერიგების

პარადოქსია ის, რომ დღეს არის აჟიოტაჟ ატეხილი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფო პოლიტიკაა აგებული იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარება უნდა მოხდეს მშვიდობიანად მხოლოდ იმ გზით, რასაც შეიძება წინ უძღოდეს შერიგება და პატიება.სხვანაირად ამ სახელმწიფში არვის არ წარმოუდგენია ამ კონფლიქტების მოგვარება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ყველა ინდექსი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არის ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატია - ამ ყველაფრის საფუძველი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“

„მსოფლიო ბანკს რაც აქვს პროგნოზირებული მომდევნო 3 წელზე, იმ ეკონომიკური ზრდითაც საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს და ამ ყველაფრის საფუძველი და საწინდარი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ლევან მაჭავარიანი: რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ

რაც შეეხება დიდ შერიგებას ბატონ ხაზარაძესა და ბატონ გახარიას შორის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

17 სექტემბერი 2024, 17:47

მსოფლიო

რუმინეთში უცნობმა მამაკაცმა პარლამენტს ცეცხლი წაუკიდა

რუმინეთში მამაკაცმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც 300 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილმა ადვილად აალებადი სითხე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში დაასხა, რის შემდეგაც ცეცხლი წაუკიდა. სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რუმინეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ეძებენ მამაკაცს, რომლის ასაკი 60-65 წელია. დანაშაული 2-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არჩილ გორდულაძე

17 სექტემბერი 2024, 17:46

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა

ამ კანონს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი ის რომ საზოგადოების უსაფრთხოებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე და მეორე ნაწილი, რომ ნაბიჯი გადავდგათ მაღალი ევროპული სტანდარტის მიმართულებით და შემცირდეს მსჯავრდადებულთა რაოდენობა, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.