პროკურორი „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე: საქმე გვაქვს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და გერმანელი კოლეგების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო
ზინიკო ქობალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართულია არაერთი უწყება. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, - განაცხადა „ქრონიკაში“ პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.
„მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შედეგად დაზარალებულია ათეულობით ევროპელი მოქალაქე და საერთო ჯამში ზიანმა შეადგინა სამ მილიონ ევროზე მეტი“, - აღნიშნა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, საქმე გვაქვს ორგანიზებულ, კარგად შეთანხმებულად მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელსაც ჰქონდა რთული კომპლექსური სტრუქტურა.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის როლები და ფუნქციები იყო გადანაწილებული“, - აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით, საქმე გვაქვს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან და გერმანელი კოლეგების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო.
„დაჯგუფების მიერ ჩადენილია ტრანსნაციონალური დანაშაული, შესაბამისად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპელი კოლეგების მხარდაჭერა. სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი სწორედ მოწოდებულია, მათ შორის, გერმანელი კოლეგების მიერ. მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადასტურდა ფაქტი, რომ ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში შექმნა დანაშაულებრივი ჰაბი, მსხვილი ქოლ-ცენტრის სახით, რომლის ძირითად და მთავარ მიზანს წარმოადგენდა ევროპელი დაზარალებულების კუთვნილი თანხებისა და დანაზოგების თაღლითურად დაუფლება.
მოცემულ საქმეში საგამოძიებო მოქმედებები, საგამოძიებო მიმდინარეობა წარიმართა გერმანელ კოლეგებთან კოორდინაციაში და მოცემულ შემთხვევაში, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება მათთან კოორდინაციაში“, - აღნიშნა პროკურორმა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 09:53
პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი: გარემოსდაცვითი სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) საბჭოს სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საქმიანობის და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
12 ოქტომბერი 2024, 09:46
რეგიონი
დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
ბაკურიანში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენდება 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეებით და საინჟინრო სისტემებით. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის მიმდებარედ არის ახლად აშენებული პარკი, რომლითაც უკვე სარგებლობენ როგორც ადგილობრივები, ისე დაბის სტუმრები. მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე კარგად ერწყმის საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბაკურიანში მშენებარე საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
12 ოქტომბერი 2024, 09:40
არჩევნები აშშ
ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო ვერტმფრენით გაცილებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო მის გაცილებას სამხედრო ვერტმფრენით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა სახელმწიფოს ასეთი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც მასზე 13 ივლისს და 15 სექტემბერს თავდასხმის ორი მცდელობა განხორციელდა. გასულ თვეს აშშ-ის დაზვერვამ ტრამპს განუცხადა, რომ მას საფრთხე ირანისგან ემუქრება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს იცავს, განაცხადა, რომ „ყოფილი პრეზიდენტი დაცვის მაღალი დონით სარგებლობს“, მაგრამ ტრამპი უფრო მეტს ითხოვს.
12 ოქტომბერი 2024, 09:09
სპორტი
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 09:00
არჩევნები აშშ
ჰარისმა ტრამპის უარი დებატებზე სისუსტედ შეაფასა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის შეფასებით, მისმა კონკურენტმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სუსტი ნაბიჯი გადადგა, როცა დებატებზე უარი განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს. ჰარისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დებატებზე უარის თქმა მასზე სასარგებლოდ არ აისახება და პრინციპულად მაინც არაფერს ცვლის. „ვფიქრობ, ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი სვლაა. ის [ტრამპი] რომც არ დათანხმდეს დებატებს, ამ არჩევნების კონტრასტი უკვე ნათელია. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მომავლის ხედვების შესახებაა. ერთია მისი ხედვა, რომელიც წარსულზეა ფოკუსირებული, ხოლო მეორე - ჩვენი - მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ჰარისმა.
12 ოქტომბერი 2024, 08:44
მსოფლიო
მედია: გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მსხვერპლი წელს სექტემბერში იყო. როგორც უკრაინული მედია წერს, გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა 46% 60 წელზე მეტი ასაკის იყო, სექტემბერში 9 ბავშვი დაიღუპა, 76 ბავშვი კი დაიჭრა.
12 ოქტომბერი 2024, 08:00
საზოგადოება
საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
დღეს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 00:47
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა
საქართველო უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. თამაში დაძაბულად წარიმართა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.
11 ოქტომბერი 2024, 23:22
სპორტი
1:0 - უკრაინამ საქართველოს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:46
სპორტი
საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, კვერკველია, ბოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, შენგელია, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე.
11 ოქტომბერი 2024, 22:44
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.
11 ოქტომბერი 2024, 22:05
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
11 ოქტომბერი 2024, 21:45
სპორტი
უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
11 ოქტომბერი 2024, 21:29
მსოფლიო
ზელენსკი: „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.
11 ოქტომბერი 2024, 20:38
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს
ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.
11 ოქტომბერი 2024, 20:15
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი
მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 20:10
პოლიტიკა
გია აბაშიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე: მმართველმა გუნდმა ეს პარაზიტები ეტაპობრივად მოიშორა, თუმცა მათი ადგილი დამსახურებულად აღმოჩნდა რადიკალების ფლანგზე
რით მიდის არჩევნებზე ქართული საზოგადოება ამ ოპოველით? ნაცნაძირლების ადამიანური რესურსებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გიორგი გახარიას გუნდის წევრებზე - ნათია მეზვრიშვილზე, კახა ქემოკლიძესა და ზაზა თავაძეზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადეიშვილი-მერაბიშვილის კადრები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ.
11 ოქტომბერი 2024, 19:59
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით
მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ბრიფინგზე.
11 ოქტომბერი 2024, 19:54
არჩევნები 2024
არჩილ გორდულაძე: მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს
მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხებოდა.