13 სექტემბერი 2024, 18:22 / სანდო წყარო

ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის ინტერვიუს, თითქოსდა მასთან დაკავშირებით აბსურდული საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2024 წლის 23 იანვარს, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მათი კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხოლო 2024 წლის 1 მარტს საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. აქედან გამომდინარე, სატელევიზიო ეთერით გიორგი ჩიკვაიძის განცხადება თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა და შემდგომ ხელახლა დაიწყო, არის სიცრუე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 - 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა. შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ.ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.

2022 წლის 10 სექტემბერს შპს „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.

2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს „ელთ ბილდინგმა“ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ „ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II - „ა“, ,,დ“’, III - „ბ“ მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო - თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა. საქმის არსებითი განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ადვოკატის მხრიდან თანხის გამოძალვის ფაქტზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ზეგავლენით ვაჭრობის შესაძლო ფაქტზე და გიორგი ჩიკვაიძე შესაბამისი ჩვენების მისაცემად დაბარებული იქნება საგამოძიებო უწყებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ნაწილს საქართველოს პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

11 ოქტომბერი 2024, 12:18

სამართალი

„სააკაშვილი არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს“ - პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა

პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი:

11 ოქტომბერი 2024, 12:07

მსოფლიო

სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ს სთხოვენ ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს

სპარსეთის ყურის ქვეყნები თხოვნით მიმართავენ აშშ-ს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვაზე უარი ათქმევინოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი შეშფოთების მთავარ საგანს ის წარმოადგენს, რომ თუ ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტებს დაარტყამს, თეირანის საპასუხო იერიშის დროს შესაძლოა სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების ნავთობის ობიექტები დაზარალდნენ. კონფლიქტში ჩარევისგან თავიდან აცილების მიზნით საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა არაბთა საამირომ და კატარმა ისრაელს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობაზე უარი განუცხადეს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ ვაშინგტონს აცნობეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:47

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია მარტვილში მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

11 ოქტომბერი 2024, 11:45

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბანში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, Vlll ლეგიონისა და ქევხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:37

არჩევნები 2024

ნაძალადევის რაიონში საარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილეს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

11 ოქტომბერი 2024, 11:34

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი შეხვედრებს თელავში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - კონდოლის, კისისხევისა და გულგულას მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:31

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა კაზინოში წაგების შემდეგ ნაყიდი ლატარეის ბილეთით $50 ათასი მოიგო

სააგენტო UPI-ს ცნობით, ქალმა კაზინოში მხოლოდ 20 დოლარი მიიღო და სახლში დაბრუნებისას, რკინიგზის სადგურზე ამ თანხით ლატარეის ბილეთის ყიდვა გადაწყვიტა. შედეგად მან 50 ათასი დოლარი მოიგო.

11 ოქტომბერი 2024, 11:29

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ იწრიასა და ტანძიის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:26

არჩევნები 2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ილორის N15-17 მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:23

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეში შეხვდა მოსახლეობას.

11 ოქტომბერი 2024, 11:21

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი იქნება სივრცე, სადაც არც ერთი რუსთაველი სპორტსმენის სახელი და წარმატება არ მიეცემა დავიწყებას

რუსთავის სპორტის სასახლეში, სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებს ქალაქში სპორტის სფეროში გატარებული რეფორმისა და რუსთაველი სპორტსმენების მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:13

არჩევნები 2024

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

11 ოქტომბერი 2024, 11:08

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის და ნუცუბიძის I პლატოს მოსახლეობას ვაკის მაჟორიტარ ნოდარ ტურძელაძესთან, ვაკის გამგებელ დავით კვინიკაძესთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

11 ოქტომბერი 2024, 11:07

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

11 ოქტომბერი 2024, 11:02

კულტურა

BBC „სიამაყისა და ცრურწმენის“ სპინოფს გადაიღებს🎩

შოუ 10 სერიისგან შედგება, სცენარი სარა კუინტრელმა დაწერა. სიუჟეტი ჯეინ ოსტინის საკულტო რომანის ნაკლებად პოპულარული პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულს ეძებს.

11 ოქტომბერი 2024, 10:59

მსოფლიო

რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.

11 ოქტომბერი 2024, 10:55

პოლიტიკა

მაია ბითაძემ მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

11 ოქტომბერი 2024, 10:51

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ორხევის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დასახლებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს, ასევე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცი

11 ოქტომბერი 2024, 10:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ბაიდენმა და შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან, რა დროსაც მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკა-გერმანის გეოპოლიტიკური პრიორიტეტების საკითხებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა განიხილეს, მათ შორის უკრაინის რუსეთისგან დაცვის მხარდაჭერა. რაც შეეხება აშშ-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ განვითარდება, აღნიშნეს თეთრ სახლში.