02 ოქტომბერი 2024, 09:47 / სანდო წყარო

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.

კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“

სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:51

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: საქართველოს დაბომბილი ქალაქის ჩვენება ანტიქართულია? თქვენი აზრი ხომ გაგაჩნიათ, მითხარით, რატომ არის შეურაცხმყოფელი ომის და დაბომბილი ქალაქის კადრები?

არა ომს - ამ კლიპზე, თქვენმა ტელევიზიამ თქვა, რომ ეს არის ომის პროპაგანდა და ჩვენი კლიპების გაშვებაზე უარი თქვა. როგორ ატყუებთ ხალხს, ამის ლუსტრირებას ვახდენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ომია ის მთავარი ხაზი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ დგას?

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და საბოლოოდ ყველა ბინძურ საქმეზე მოაწერინეს ხელი

გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაცმოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და სააკაშვილისა და გვარამიას ნაცვლად, ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება

სააკაშვილისა და გვარამიას წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სრულადაა დამოკიდებული გარე დირექტივებზე, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი, პარტიების ლოგოები განასხვავებთ, ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ

„ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ ჩარევა, არათუ ზეგავლენის მოხდენა, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ - ვისაც უნდა დააფინანსებენ და ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, ისე უნდა ატრიალონ საქართველოს ხელისუფლებები და როგორც კი დაავალებენ, უნდა შევიდნენ ომში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადასტურდა გუშინდელი გახსნილი კარტებით, დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ რეზოლუციას უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს.

10 ოქტომბერი 2024, 11:35

კულტურა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხელოვნების მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუდმივმოქმედი გამოფენები ამოქმედდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენებზე წარმოდგენილი ექსპონატების დიდი ნაწილი აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი და მათ საზოგადოება პირველად იხილავს.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს თუმცა მათთვის მიცემული ხმა ხიფათის შემქმნელია ქვეყნისთვის

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა „ქართული ოცნების “ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

10 ოქტომბერი 2024, 11:23

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ და ალექსანდრე წულაძემ ბათუმის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს

ბათუმის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.

10 ოქტომბერი 2024, 11:20

სამართალი

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

 ლევან დავითაშვილი

10 ოქტომბერი 2024, 11:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ლევან დავითაშვილის აღნიშნავს, უკვე საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია.

10 ოქტომბერი 2024, 11:07

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.

10 ოქტომბერი 2024, 11:00

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა კურსკის ოლქში თვეების მანძილზე დარჩება

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ყოფნას რამდენიმე თვის ან უფრო მეტი დროის მანძილზე შეძლებენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურად ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ მოცემულ მომენტში უკრაინა კურსკის ოლქში განლაგებული ჯარის მომარაგების კუთხით პრობლემებს ჯერ არ განიცდის. რუსული ჯარი მხოლოდ შეზღუდულ კონტრიერიშებს აწყობს და ძირითადი ყურადღება მას უკრაინის აღმოსავლეთზე აქვს გადატანილი.

10 ოქტომბერი 2024, 10:58

საზოგადოება

საქპატენტში WIPO-ს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ ორგანიზებული საქპატენტის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

10 ოქტომბერი 2024, 10:55

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში პირველად ნახეს კაცი, რომელიც 3 წლის წინ შვილებთან ერთად გაუჩინარდა

სამართალდამცველები კი ფიქრობენ, რომ ფილიპსს ვიღაც ეხმარება და მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც ოჯახზე რაიმე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ამასთან, გასულ წელს პოლიციამ ფილიპსის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ერთ-ერთ ბანკის ძარცვაში იყო გარეული.

10 ოქტომბერი 2024, 10:54

სამართალი

მსჯავრდებულმა ქალებმა მათ მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

მსჯავრდებულმა ქალებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

10 ოქტომბერი 2024, 10:51

საზოგადოება

GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

ბრიუსელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

10 ოქტომბერი 2024, 10:48

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანები ცხოვრობენ. მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა, რაც არასრულწლოვანების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას ზრდის.

ედმუნდ ბარტლეტი

10 ოქტომბერი 2024, 10:44

ეკონომიკა

იამაიკის ტურიზმის მინისტრი: ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად აფასებს ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინიასტრაცია ავრცელებს.

10 ოქტომბერი 2024, 10:38

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული, რაც, თავის მხრივ, გაყინულ რუსულ აქტივების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება.