17 თებერვალი 2025, 17:46 / სანდო წყარო

თეიმურაზ წიქვაძე: დადასტურდა, რომ ინვესტორი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია - საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშრებული დოკუმენტაციის გამოჩენა, ბაჩიაშვილის ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შედეგია, ეს ადასტურებს, რომ მას არავინ ებრძვის

თეიმუერაზ წიქვაძე

თეიმუერაზ წიქვაძე

ჩანაწერი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა წარმოადგინა, არაავთენტურია, აღენიშნებოდა არაერთი ჩარევის კვალი , - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ნათია თურნავას დაკითხვით დადასტურდა, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორია.

„პირველი მოწმე, რომელიც სასამართლომ გამოჰკითხა, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა იყო, ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს თავად ბრალდებული ბაჩიაშვილი აკეთებდა. სრულად დადასტურდა ის პოზიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მე, როგორც მის წარმომადგენელს გაგვაჩნია. დადასტურდა ის, რომ ამ საქმეში ნამდვილად ბატონი ბიძინა ივანიშვილია ინვესტორი. დღეს რომ პრეტენზიები აქვს ბატონ გიორგის [ბაჩიაშვილს] იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ბანკი მის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და მის წინააღმდეგ ხელოვნური მტკიცებულებების შექმნა ხდება, სიცრუეა. ამ საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დოკუმენტაცია თავდაპირველად საერთოდ არ იყო, ის, რომ ეს დოკუმენტაცია საქმეში გამოჩნდა, ბატონი ბაჩიაშვილის ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შედეგია. ეს ორ გარემოებას ადასტურებს, ერთი, ის, რომ მას არავინ ებრძვის და მეორე, ამ მტკიცებულებების გარეშეც, ამ საქმეს იურიდიულად არ უჭირდა. დღეს, რომ პრეტენზიები აქვს ბაჩიაშვილს, რომ ეროვნულმა ბანკმა პოზიცია დააფიქსირა და დაადასტურა ის გარემოება, რომ ამ საქმეში ივანიშვილი ინვესტორია, ეს საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

ნათია თურნავამ თქვა, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო. საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, თურნავამ იმ მტკიცებულებებზე მიუთითა, რომელიც მას „ქართუ ბანკმა“, როგორც რეგულატორმა წარუდგინა. სასესხო ხელშეკრულებასთან ერთად, უზრუნველყოფის ხელშეკრულება იყო. როცა ბაჩიაშვილი ამბობს, სასესხო ხელშეკრულება მის ინვესტორობას ადასტურებს, ჰკითხეთ, სესხის ხელშეკრულებაში მისი პასუხისმგებლობა საიდან ვლინდება, სად ჩანს ამ სესხის ხელშეკრულებაში და იმ კომპანიის სტრუქტურაში, რომელიც ფორმალური, ნომინალური მსესხებელი იყო. თუ დეფოლტი დადგებოდა, ვისი პასუხისმგებლობა იქნებოდა? - ბატონი გიორგი ბაჩიაშვილი ძალიან ზოგად, არასამართლებრივ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ეს მისი უფლებაა, თავს იცავს“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ ექსპერტის ჩვენებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც ბაჩიაშვილის მიერ წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა.

„რაც შეეხება ექსპერტის ჩვენებას, სპეკულაციები დასრულდა იმ თვალსაზრისით, რომ ის ჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილმა წარმოადგინა, არაავთენტურია, აღენიშნებოდა არაერთი ჩარევის კვალი და მისი არაავთენტურებიდან გამომდინარე, უკვე აღარ განიხილა შემდეგი საკითხები - ვისი ხმა იყო, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის, ბაჩიაშვილის ხმა და ა.შ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილისთვის და და ჩემთვის, როგორც მისი წარმომადგენლისთვის, ეს არსებითი მნიშვნელობის არ არის. ამ ფორმითაც და ამ შინაარსითაც, რაც ეს ჩანაწერია, ჩვენი პოზიცია დასტურდება. ბატონი ბაჩიაშვილისთვის არავის არ ჰქონდა კრედიტი დამტკიცებული, ის ამ კრედიტის მფლობელი არ იყო, ის ჩემი მარწმუნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაჟინებით ცდილობდა თანხმობა მოეპოვებინა კრედიტის მიღებაზე, რაც არ მოხდა და სრულიად საპირისპიროდ მოხდა. წარმოდგენილი არის არა ორიგინალი ჩანაწერი, არამედ ასლი“, - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

ყველა სიახლე

მერაბ კოკოჩაშვილი

21 მარტი 2025, 23:19

საზოგადოება

ილია მეორე მერაბ კოკოჩაშვილს: თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი

„დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი... შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა“, - წერია მილოცვის წერილში.

მერაბ კოკოჩაშვილი

21 მარტი 2025, 23:11

კულტურა

ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. „დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.

21 მარტი 2025, 23:02

მსოფლიო

ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ

ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.

21 მარტი 2025, 22:55

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

ბაია კვიციანი

21 მარტი 2025, 22:48

საზოგადოება

ბაია კვიციანი ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიურ პლენარულ სესიაში მონაწილეობდა

სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მონაწილეობდა.

ნინო ლოლაძე

21 მარტი 2025, 22:18

სპორტი

ნინო ლოლაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (-57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.

დონალდ ტრამპი

21 მარტი 2025, 22:17

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.

ეთერ ლიპარტელიანი

21 მარტი 2025, 22:09

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.

თემურ ნოზაძე

21 მარტი 2025, 22:00

სპორტი

თემურ ნოზაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე თბილისის „გრანდ სლემზე“ ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (-66 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მიხეილ დუნდუა

21 მარტი 2025, 21:49

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. „9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომ 24 წელს 8 880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

გიორგი ვოლსკი

21 მარტი 2025, 21:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის უშველებელი რესურსით შესაძლოა, მართლაც ახდეს არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავი ქვეყნის ოცნება და ომის დღის წესრიგი თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და პოზიტიური პროცესების დღის წესრიგით შეიცვალოს

საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:39

საზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პაატა სალია

21 მარტი 2025, 21:22

პოლიტიკა

პაატა სალია: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა

საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება აშშ-ს მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას.

გიორგი ვოლსკი

21 მარტი 2025, 21:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა

„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.

დავით მათიკაშვილი

21 მარტი 2025, 21:07

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას

„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემმატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დონალდ ტრამპი

21 მარტი 2025, 20:59

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან.

ნინო წილოსანი

21 მარტი 2025, 20:56

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე: არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები

არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

ირაკლი ზარქუა

21 მარტი 2025, 20:55

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში - რეიტინგი არ აქვთ, ვერც იმას იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო

„გაჟონვის თემაც წარსულს ჩაბარდა და რა ქნან ახლა? თან ის მზეთუნახავიც [მიხეილ სააკაშვილი] გაბრაზებულია, აწვება ამათ, რატომ ხარ ჩუმადო. ჩემი „ხაბე” გააღვიძეს, ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. იქიდან კიდევ ერთი „ნაცაქტივისტი" ამბობს, რომ ჩვენ მონაწილეობას კატეგორიულად არ მივიღებთო, „ხაბე” ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხაზარაძეები დუმან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

21 მარტი 2025, 20:42

პოლიტიკა

ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რადიკალების მოკავშირების შექმნილი ე.წ. მეგობარი აქტი და „ენჯეო“ სექტორის დაანონსებული მხარდაჭერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია იმ დოკუმენტზე ამყარებს იმედებს, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მმართველობისას, მათივე მოკავშირეების მიერ დაიწერა. ე.წ. მეგობარი აქტი თვეების შემდეგ თაროებიდან ჩამოაქვთ და ეს თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა, ამჯერად არასამთავრობოთა ორგანიზებით.

გიორგი ვოლსკი

21 მარტი 2025, 20:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე: როდესაც ეუბნები, დაუპირისპირდი პოლიციას და მე მოგცემ შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ აღიარებას ეხმიანება, რომელიც მის ფონდს ეხება.