საქპატენტი: საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა

ფოტო: საქპატენტი
საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი.
„საქართველო „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს“ (შემდგომ – ჟენევის აქტი) შეუერთდა. აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი. შედეგად, ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის შემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.
ჟენევის აქტი მიღებულია 2015 წელს ქ. ჟენევაში „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ მოდერნიზების მიზნით და ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს. თავად ლისაბონის შეთანხმება წარმოადგენს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც არ ვრცელდება გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ჟენევის აქტით კი ხელშემკვრელ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად, ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე გაავრცელონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაც.
გეოგრაფიული აღნიშვნები, ისევე როგორც ადგილწარმოშობის დასახელებები უნიკალური პროდუქტებია, რომლებიც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე წარმოიშობა. თუმცა, გეოგრაფიული აღნიშვნა უფრო ფართო ცნებაა და ამ ნიშნით სახელდებული მაღალი ხარისხისა და რეპუტაციის პროდუქტის გავრცელების არეალი შეიძლება იყოს ქვეყნის მთლიანი ტერიტორია, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელება მხოლოდ ერთ რეგიონსა თუ მიკროზონას მოიცავს.
ჟენევის აქტთან შეერთებას წინ უძღოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) მიერ განხორციელებული რეფორმა. კერძოდ, მომზადდა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2023 წლის 21 სექტემბერს. აღნიშნულმა კანონმა განსხვავებულად დაარეგულირა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პროცედურა, კერძოდ, საქპატენტთან ერთად, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველ ეროვნულ კომისიას მიეცა პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გაზარდა რა მეწარმეთა გაერთიანებების ფუნქციები, კანონმა ხელი შეუწყო მათ გაძლიერებას. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ჩამოაყალიბა საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტის კონტროლის სისტემაც. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა განხორციელდა ევროკავშირის ხელშეწყობით, „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ტვინინგის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ჟენევის აქტთან ჰარმონიზებას. საქპატენტის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ გასულ და მიმდინარე წელს კიდევ 6 უნიკალურ ქართულ პროდუქტზე გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭებაც.
უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.
დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 31 გეოგრაფიული აღნიშვნა. მათ შორისაა მაგალითად, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები: ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი; მინერალური წყლები: ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი; გეოგრაფიული აღნიშვნები: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა. ჟენევის აქტთან მიერთებით კი საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე

28 აპრილი 2025, 10:24
მსოფლიო
ამერიკელი პოლკოვნიკი: საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. თავიდანვე ჩანდა, რომ ის რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა
აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ლოურენს უილკერსონმა განცახადა, რომ ამერიკი მთავრობა საქართველოში შეცდა, ხოლო რუმინეთში არა.

28 აპრილი 2025, 10:10
მსოფლიო
ამერიკელი პოლკოვნიკი: აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა IRI, NED, FDD
აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“, „დემოკრატიის დაცვის ფონდი“.

28 აპრილი 2025, 09:56
მსოფლიო
პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობები სურს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ მისი დამხობა და წინა ხელისუფლების მოყვანა გვსურს
აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან, რას ამერიკას არ მოსწონს.

28 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს
საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს, - აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო ანგარიშების მინისტრმა ამელი დე მონშალენმა განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოების გაუქმება ან გაერთიანება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად იგეგმება.

28 აპრილი 2025, 09:24
მსოფლიო
ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა 1200-ს აჭარბებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

28 აპრილი 2025, 09:17
მსოფლიო
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ
გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ, - განაცხადა გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიელ კოლეგას შეხვდა.

28 აპრილი 2025, 09:11
მსოფლიო
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

28 აპრილი 2025, 09:07
მსოფლიო
ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. CBS News-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ინტერესთა ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

28 აპრილი 2025, 09:01
მსოფლიო
მარკო რუბიო: უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება
უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან. მარკო რუბიოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში დარჩენა.

28 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას
რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

28 აპრილი 2025, 08:47
პოლიტიკა
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებაა.

28 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს
არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:34
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე
საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

28 აპრილი 2025, 08:19
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.

28 აპრილი 2025, 08:10
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.

28 აპრილი 2025, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება.

27 აპრილი 2025, 23:55
საზოგადოება
მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა
ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

27 აპრილი 2025, 23:38
სპორტი
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან.