პროფკავშირ ლაბორის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ

ფოტო: ვიდეოკადრი
პროფკავშირ ლაბორის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები განჩინების საფუძველზე ხორციელდება. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ყველა სიახლე

14 მაისი 2025, 18:50
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირის „ელჩს“ ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი პოლიტიკას ჩამოაშორეს
ევროკავშირის „ელჩს“ ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის, მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკას ხელოვნურად ჩამოაშორეს, მოლდოვასა და უკრაინაში ოპოზიცია გააუქმეს და ცხადია ამაზე რეაგირება არავის ჰქონია, რადგან თავად არიან ამ ყველაფრის ავტორები, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი.“

14 მაისი 2025, 18:34
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან - როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა
ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

14 მაისი 2025, 18:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით
ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

14 მაისი 2025, 18:29
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირი დემოკრატიის შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად
„ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ფაშისტური პოლიტიკაა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

14 მაისი 2025, 18:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ
კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.

14 მაისი 2025, 18:09
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ასეთი განცხადებებით აჩენენ განწყობას, რომ ელჩები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. თუ ეს არ გამოსდით იწყებენ შანტაჟის ტონით საუბარს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს სანქციებში
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, რომლებიც საქართველოში ბრძანდებიან და მუშაობენ ავიწყდებათ მათი რეალური მისია და ამოცანა რა არის, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

14 მაისი 2025, 18:02
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: პარლამენტის განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენიტეტის ხარისხი აღწევს იმ ნიშნულს, რომლისთვისაც არასდროს მიუღწევია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის მომზადებაშიც ყველა საპარლამენტო ჯგუფი იყო ჩართული.

14 მაისი 2025, 17:59
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცასა და დამარცხებას უკავშირდება
საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცას და დამარცხებას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

14 მაისი 2025, 17:59
მსოფლიო
ტრამპი სირიის პრეზიდენტზე: შესანიშნავი, ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ძლიერი ბიჭია, ძლიერი წარსულით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა, ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ.

14 მაისი 2025, 17:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა
საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

14 მაისი 2025, 17:53
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მიიღო.

14 მაისი 2025, 17:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის შეფასებისას განაცხადა.

14 მაისი 2025, 17:46
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა
„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ და საქართველოს პარლამენტის მიერ „MEGOBARI აქტის“ პასუხად მიღებული სპეციალური განცხადების შესახებ ისაუბრა.

14 მაისი 2025, 17:44
მსოფლიო
Reuters: გერმანიაში სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები
გერმანელმა სამართალდამცველებმა სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 მაისი 2025, 17:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

14 მაისი 2025, 17:42
სპორტი
პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

14 მაისი 2025, 17:30
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

14 მაისი 2025, 17:23
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 83 სოფელში დაფინანსდება მოსახლეობის მიერ შერჩეული 140-ზე მეტი პროექტი - 1 002 000 ლარით
ხულოს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 83 სოფელში დაფინანსდება მოსახლეობის მიერ შერჩეული 140-ზე მეტი პროექტი - 1 002 000 ლარით.

14 მაისი 2025, 17:23
მსოფლიო
BBC უკრაინელი ლტოლვილების მიმართ პოლონეთში მზარდი მტრული დამოკიდებულების შესახებ წერს
ბრიტანული ტელეარხი BBC უკრაინელი ლტოლვილების მიმართ პოლონეთში მზარდი მტრული დამოკიდებულების შესახებ წერს.

14 მაისი 2025, 17:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუ ყველა კვლევას, რეიტინგს და მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს აქვს მართლაც თვალსაჩინო პროგრესი. ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და არ უნდა ხდებოდეს ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება
მსგავსი ფორმატები ყოველთვის იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ჩვენს პარტნიორებს შორის, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის გვქონდეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა.