ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები

ალექსანდრე დარახველიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, მაგალითად 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და ეძებს თავშესაფარს. შესაბამისად ეს ნაკადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობენ და რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები და შემოუშვას თავის ქვეყანაში მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ეკონომიკისთვის არის ხელშემწყობი და უსაფრთხო.
„სამწუხაროდ მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია თითქოს გამარტივდა და უფრო მეტად და მარტივად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ამ დროს პირიქითაა. იურისტებს ვისაც კარგი გამოცდილება აქვთ აქტების წაკითხვის წესით მათ ეს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ პროცესში აქტიურად ვაანალიზებთ მიგრაციულ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში არსებობს. დადგენილება მიღებულია 2015 წელს და განისაზღვრა 50 ქვეყანა უსაფრთხო ქვეყანა. ამ ქვენების მიერ თუ არის გაცემული ვიზა ან ბინადრობის მოწმობა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ და დარჩენა 90 დღის ვადით.
ამასთან არსებობდა 5 ქვეყანა, რომელსაც ეძახიან გალფის ყურის ქვეყნებს, პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ადვილად გასცემენ ბინადრობის მოწმობებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ საქართველოსი შემოვიდნენ, რაც მთავარია ამ ვიზებით შემოსული მოქალაქეების მეოთხედი, საქართველოში შემოსვლისთანავე ითხოვდა თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცედურები, რაც მინიმუმ 2 წელი მაინც გრძელდება, ეს ადამიანი საქართველოში რჩება ლეგალურად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყოველთვიური შემწეობით, ჯანდაცვის სისტემით, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ა.შ.
როდესაც სახელმწიფო უწყებებს საუბარი გვქონდა დადგა საკითხი, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით დაწესებულიყო შეზღუდვები, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეები - მაგალითად ავიღოთ ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არ არის შესაძლებელი, თუნდაც დასრულდეს 2 წლიანი ხანგრძლივი პროცედურები, მაგრამ ვერ ვაძევებთ ავღანეთში, რადგან იქ ისეთი ვითარებაა შეიძლება ის წამებას დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული, ჩაიდო მოთხოვნა, ჩამონათვალი გაკეთდა დაახლოებით სულ არის 17 ქვეყანა და ამ ქვეყნებისთვის დაწესდა შეზღუდვა, რომ - თუ მაგალითად ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე ვიზაზე ან ბინადრობაზე უნდა ჰქონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ დავიწყებთ გაძევების პროცედურებს მინიმუმ უკან დავაბრუნოთ ბაჰრეინში და არ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ყველა სიახლე

22 მაისი 2025, 02:32
მსოფლიო
Axios: აშშ-ის სენატში იძიებენ, ვინ მართავდა ქვეყანას ბაიდენის ნაცვლად
აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ დაიწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიბო დაუდგინეს. გამოძიების მიზანია იმის გარკვევა, თუ ვინ მართავდა სინამდვილეში ქვეყანას მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

22 მაისი 2025, 02:09
მსოფლიო
ზელენსკი: მოსკოვზე ზეწოლის გარეშე სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

22 მაისი 2025, 01:25
სპორტი
„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ლონდონის „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ბილბაოში, „სან მამესის“ სტადიონზე გაიმართა.

22 მაისი 2025, 00:42
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ლაშა ბუღაძეს, ნოდარ ლადარიას, ლაშა ბაქრაძეს - ასეთ ოდიოზურ პირებს, თავად არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რითაც ახლოს მივლენ მათ მიერ გალანძღულ ადამიანებთან
თუკი ვინმე გვყავს ქართველებს, ან წარსულში გვყავდა, ვინც ჩვენ ეროვნულ იდენტობას და ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად განასახიერებს, ესენი ამას ანადგურებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

22 მაისი 2025, 00:23
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე
განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

22 მაისი 2025, 00:18
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ გვიწევს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იდეალური მოდელი არ გააჩნიათ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების რისკი კვლავ არსებობს და ვაშინგტონი მის პრევენციაზე მუშაობს.

22 მაისი 2025, 00:10
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: „ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ
„ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

22 მაისი 2025, 00:06
მსოფლიო
Financial Times: დონალდ ტრამპმა უკრაინა მიატოვა?
დონალდ ტრამპისთვის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო ზარმა რუსეთსა და აშშ-ს შორის „ფართომასშტაბური ვაჭრობის“ ნათელი მომავლის იმედი გააჩინა, „როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

21 მაისი 2025, 23:54
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ
ჩვენი განცხადებული პოლიტიკა ევროკავშირში გაერთიანების შესახებ არამხოლოდ კონსტიტუციით არის გამყარებული, ეს არის ყოველდღიური მესიჯობოქსი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ვაჟღერებთ როგორც შიდა ურთიერთობებში ასევე იმ საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის იმ მაღალი დონის შეხვედრებზე რომლებიც ყოველდღიურად იმატებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მისი თქმით, პარტნიორებთან მაღალ დონეზე ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენა, შეუქცევადი პროცესია, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

21 მაისი 2025, 23:54
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული
ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:44
პოლიტიკა
მაია ბითაძე 26 მაისზე: ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს
ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ - მინისტრის განცხადება იყო, ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დაანონსებულ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით.

21 მაისი 2025, 23:41
პოლიტიკა
მაია ბითაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში, შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება
ჩვენ კვლავ იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც უშვებენ ასეთ შეცდომებს და ერევიან ძალიან უხეშად ქვეყნის საშინაო საქმეებში შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:28
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება
მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით ისაუბრა.

21 მაისი 2025, 23:09
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ირანზე: ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, დაიცვას თავი რეჟიმისგან, რომელიც ჩვენი განადგურებით იმუქრება
ვიმედოვნებთ, შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, რომელიც ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

21 მაისი 2025, 22:42
მსოფლიო
რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია.

21 მაისი 2025, 22:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოზე: დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს
ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით.

21 მაისი 2025, 22:23
საზოგადოება
ჯაბა სამუშიამ გამარჯვებულ სტუდენტებს ლეპტოპები გადასცა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა და ლეპტოპებით დააჯილდოვა.

21 მაისი 2025, 22:10
მსოფლიო
ტრამპი: ბევრად უკეთესი იქნებოდა, რუსეთი რომ ყოფილიყო G8-ის მონაწილე, რადგან მაშინ, ალბათ, ეს ომი არ მოხდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ G8-ის ფორმატი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე G7-ის ფორმატი და დასავლეთს არ უნდა ეთქვა უარი მასზე რუსეთის რუსეთის გაძევებით.

21 მაისი 2025, 21:34
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას.