15 მაისი 2025, 10:40 / სანდო წყარო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც გასაღების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-2603-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურა ნარკორეალიზატორის მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ყველა სიახლე

ზაზა შათირიშვილი

17 ივნისი 2025, 10:59

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: კორპორაციული მმართველობა დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ „დიფ სთეითის" მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება - ამ ფორმით ოლიგარქიული ოჯახები დაიკანონებენ დიქტატურას

„დიფ სთეითი" მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მმართველობის ლეგალიზებას მარტივად "გაყიდიან" სხვადასხვა ქვეყნებში. ზემოთ ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

17 ივნისი 2025, 10:59

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი „დიფ სთეითზე“: სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება

სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი,- ვკითხულობთ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილში, რომელიც მან კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე ანალიზსს მიუძღვნა.

ზაზა შათირიშვილი

17 ივნისი 2025, 10:56

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მზაკვრული გეგმაა, გაღარიბებული, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მმართველობაშია

რადგან მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უკვე სწორად და საკმარისად არის ინფორმირებული ოლიგარქიული ოჯახების გეგმების შესახებ - გადავწყვიტე შემდგომი ანალიზი შემოგთავაზოთ კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის კონკრეტულად ამ ფორმის მიზნებსა და ამოცანებზე, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

17 ივნისი 2025, 10:55

პოლიტიკა

მთავრობა პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს

ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

ზაზა შათირიშვილი

17 ივნისი 2025, 10:55

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე „მკაცრად დაგმობენ" პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ოლიგარქიული ოჯახების, იმავე „დიფ სტეიტის“ გეგმების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა, ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე დაგმობენ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს, ყველაფერს მათ გადააბრალებენ და საბოლოოდ, მათ მიერვე დანიშნულ ადამიანს ამართინებენ ქვეყნებს.

17 ივნისი 2025, 10:54

რეგიონი

15 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში კავთობის წმინდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა კატეგორიაში საცხენოსნო ასპარეზობა გაიმართა

15 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში კავთობის წმინდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 სხვადასხვა კატეგორიაში საცხენოსნო ასპარეზობა გაიმართა.

ზაზა შათირიშვილი

17 ივნისი 2025, 10:53

პოლიტიკა

შათირიშვილი: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები, რომ დაამარცხებენ „დიფ სთეითს", შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც „დიფ სთეითის" მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის

ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა ვრცელი წერილი არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“ შესახებ, ახლა კი გვთავაზობს ანალიზსს - კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე.

17 ივნისი 2025, 10:49

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

17 ივნისი 2025, 10:45

რეგიონი

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

დავით ქართველიშვილი

17 ივნისი 2025, 10:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებზე: ეს ის „მღვრიე" წყალია, სადაც გლობალური კატაკლიზმების ფონზე, დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან „თევზჭერას", წერტილოვანი ტერორისტული აქტების სახით

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

17 ივნისი 2025, 10:38

თავდაცვა

რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 10:23

მსოფლიო

„ცაჰალი“ ირანში სამხედრო ობიექტების დაბომბვის შესახებ იტყობინება

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, გასულ ღამეს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტები დაბომბა.

17 ივნისი 2025, 10:23

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 17 ივნისს საქართველოში

17 ივნისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

17 ივნისი 2025, 10:09

სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩეხეთში პროფესიული სწავლების კურსი გაიარეს

ხუთდღიანი სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ დეტალურად იქნა განხილული ტყისა და ურბანულ ხანძრებზე რეაგირების სპეციფიკა და საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო მიმართულებით.

17 ივნისი 2025, 10:08

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ბიუჯეტის (5 მლნ ლარი) ამოწურვამდე გაგრძელდება.

17 ივნისი 2025, 10:04

საზოგადოება

იაპონიის მაღალი დონის დელეგაციას GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, რაც საქართველო-იაპონიის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია.

17 ივნისი 2025, 10:04

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 10:02

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, მან „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად არა ისრაელ-ირანის კონფლიქტის, არამედ „მეტად სერიოზული“ მიზეზის გამო დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დროზე ადრე არა ისრაელ-ირანის კონფლიქტის, არამედ „მეტად სერიოზული“ მიზეზის გამო დატოვა.

17 ივნისი 2025, 10:01

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

გიორგი ვოლსკი

17 ივნისი 2025, 09:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ირანის მაუწყებლის სტუდიის ფოტოზე რადიკალების რეაქციაზე: ეს განცხადებები არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ემოციის ამოხეთქვა, ეს გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებაში უფსკრულის გაჩენას

სოციალურ ქსელში ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის ფოტოს გაზიარებას, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული, ირანის მაღალჩინოსნების სურათები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.