13 ივნისი 2025, 14:33 / სანდო წყარო

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 101,25 გრამი) და ოქროს ფირფიტები ( 293,49 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 97 499,12 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

09 ივლისი 2025, 14:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთი დიდი ალიაქოთია ოპოზიციაში, ვერ მალავენ იმ უდიდეს ნეგატივს, რომელიც დევს ამ სივრცეში და ხან ერთი აბრალებს მეორეს, ალბათ სავსებით სამართლიანადაც, ხან მეორე ეუბნება და ვერ იმართლებს პირველის წინაშე თავს

აქამდე არსებულ პროცესებში მაშინ, როდესაც წინა არჩევნები იყო და ერთმანეთის ნამოქმედარზე და საქმეებზე ხმას არ იღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ კორუფციას, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ანა წითლიძის მიერ „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებაზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

09 ივლისი 2025, 14:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციებით საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია, ამ რეზოლუციის მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება

ევროპარლამენტში, რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გურამ მაჭარაშვილი

09 ივლისი 2025, 14:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი წითლიძის განცხადებაზე: ეს აუცილებლად არის დადგმული სპექტაკლი, რომ სათავო „ნაცმოძრაობა“ ებრძვის მის ფილიალ შვილობილ „ლელოს“ და გახარიას

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ „ლელო“ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, დადგმული სპექტაკლი უწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები უცხოელ პატრონებს ეკეკლუცებიან და ისინი ერთმანეთის დაბეზღებას დაიწყებენ.

09 ივლისი 2025, 14:24

პოლიტიკა

მურმან დუმბაძეს იდეა აქვს არჩევნები სკოლის მოსწავლეებმა ლოტოტრონის პრინციპით უნდა ჩაატარონ

დუმბაძემ ინიციატივაზე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ უმთავრესი მოთხოვნა დროებითი მთავრობის დანიშვნა უნდა იყოს, რომელიც ცესკო-ს ნაწილობრივ დააკომპლექტებს და არჩევნებს ლოტოტრონის პრინციპით ჩაატარებს.

ნიკოლა ლერნერი

09 ივლისი 2025, 14:21

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო დაზვერვის უფროსის თქმით, რუსულ დაზვერვასთან კონტაქტი არასოდეს შეუწყვეტია

ლერნერის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის დაზვერვის სამსახურის დირექტორთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების განკარგულება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო. მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო ორ ქვეყანას შორის დაზვერვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

09 ივლისი 2025, 14:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს

„ის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ჰქვია ეუთო/ოდირი დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, აბსოლუტურად უვნებელყოფილია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

09 ივლისი 2025, 14:15

მსოფლიო

პოლიციამ საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოფისებში რეიდი ჩაატარა

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მთავარ ოფისსა და პარტიის ლიდერების ოფისებში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების შეხვედრებზე უცხო ქვეყნებში: „მაღალი შეხვედრების" ეს ფორმატი, ისევე როგორც ევრორეზოლუციების მიღება ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ნაცსექტის მაქსიმუმია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უცხო ქვეყნებში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების - პეტრე ცისკარიშვილისა და ლევან სანიკიძის შეხვედრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

09 ივლისი 2025, 13:47

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან ერთად, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ანა მონტავონს შეხვდა.

09 ივლისი 2025, 13:29

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:26

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის - ჯამში 28 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

09 ივლისი 2025, 13:21

რეგიონი

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტს ესტუმრნენ და ეკოლოგიის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის და ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 13:15

ტაბლოიდი

Mattel-მა წარადგინა ბარბი, რომელსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვს

„ბარბი პირველი ტიპის დიაბეტით მნიშვნელოვანი მომდევნო ნაბიჯია ჩვენს გზაზე, რომლის მიზანიცაა, რომ ყოველმა ბავშვმა ბარბიში საკუთარ თავს ამოიცნოს“, - განაცხადა Mattel-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და ბარბის მიმართულების ხელმძღვანელმა კრისტა ბერგერმა Yahoo-სთან ინტერვიუში.

09 ივლისი 2025, 13:13

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ანტონიო კამპინოსს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა საქმიანი ვახშამი გამართა, სადაც, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძესა და თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჩიქოვანს უმასპინძლა. ღონისძიება განკუთვნილი იყო იმ პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომელთანაც EPO-ს გაფორმებული აქვს ევროპული პატენტის ვალიდაციის შეთანხმება.

09 ივლისი 2025, 12:51

რეგიონი

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა

ბორჯომში, რობაქიძის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მიხედვით, 408 მეტრზე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები.

09 ივლისი 2025, 12:45

ტექნოლოგიები

კვლევა: მყინვარების დნობამ შესაძლოა მსოფლიოში ვულკანების ამოფრქვევის გააქტიურება გამოიწვიოს🌋

მეცნიერები მყინვარების დნობასა და ვულკანების ამოფრქვევებს შორის კავშირზე ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ალაპარაკდნენ. ამის საფუძველი საკმაოდ მარტივი მექანიზმია: მყინვარების სიმძიმე დედამიწის ქერქსა და მანტიას აწვება. ეს წნევა ყინულის დნობასთან ერთად იკლებს, რის შედეგადაც მიწისქვეშა აირები და მაგმა ფართოვდება. ეს იწვევს წნევის დაგროვებას, რაც აფეთქებით ამოფრქვევებს განაპირობებს.

09 ივლისი 2025, 12:43

რეგიონი

ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად პარტნიორ ქვეყნებში კვებითი მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

მაია ომიაძე

09 ივლისი 2025, 12:40

ეკონომიკა

მაია ომიაძე: 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია

„ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ძალიან წარმატებული სეზონი გვაქვს, რეკორდული მაჩვენებელია ტურისტულ ვიზიტებში. 6 თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა ეწვია: დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, წელს მოცულობითი, დიდი მასშტაბის კამპანიები გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, რომ გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა და მოვუწოდოთ მოგზაურებს ეწვიონ საქართველოს“-განაცხადა მაია ომიაძემ.

09 ივლისი 2025, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონს ორი სპორტული მოედანი შეემატება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, სარაჯიშვილის გამზირზე, N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად განახლდება. ასევე, გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყობა.

09 ივლისი 2025, 12:28

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.