Imedi /  25 თებერვალი 2018, 00:35 / სანდო წყარო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 68 წლის კაცი ავტოავარიას ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 68 წლის ზაურ კორაშვილი ჯერ ძალადობის, შემდეგ კი ავტოავარიის მსხვერპლი გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"კაცს შვილი და რძალი ფიზიკურად გაუსწორდაა ისე, რომ მისი რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო", - ამბობენ სოფელში.

ნაცემი კაცი დაკითხვიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე ძალადობისა და 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლებით აღიძრა.

უწყებაში განმარტეს, რომ დაკავებულია მოძალადე შვილი. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლევის აღკვეთა ემუქრება.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების მიზანი არ არის შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესება

გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალურ ოპოზიციას, რომ რადიკალიზმი არ იქნება გამოსავალი - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ანზო ბიწაძე

02 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: ადრე თუ გვიან შეთანხმება მოხდება და ბოლოს მაინც მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. „თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, მაშინ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, მიუშვას ხალხი ყუთებთან და იქ ყველაფერი გამოჩნდება“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 11:09

საზოგადოება

სოფიო გორგოძემ განმარტა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია არის სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი დაწყებულია და გაგრძელდება 31 მარტის 18:00 საათამდე. პირველი ეტაპი მოიცავს პირველ ეტაპზე პირადი მონაცემები შეყავთ აბიტურიენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ირჩევენ ქალაქს, სადაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარონ. ქალაქს შემდეგ ვეღარ შეცვლიან, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 10:57

ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფო გორგოძე

02 მარტი 2021, 10:57

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის გამოცდა, კლინიკის ნაცვლად შესაძლოა სხვა სივრცეში მოხდეს

გაწერილია პროცედურები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე COVID19-ის პანდემიის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მაიკ რაიანი

02 მარტი 2021, 10:52

COVID19

ჯანმო: ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

02 მარტი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

02 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3 532 ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 686-ს.

02 მარტი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 686, გარდაიცვალა 3 532 პაციენტი.

ზაალ ანჯაფარიძე

02 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს

მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, კონსტრუქციულობა უბრალოდ ოპოზიციის ბუნებას ეწინააღმდეგება.

02 მარტი 2021, 10:35

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

02 მარტი 2021, 10:32

სამართალი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 10:32

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მოლაპარაკებები არსებითად სხვა დონეზე გადავიდა, მაგრამ შედეგამდე ჯერ შორია

ეს მათ უნდა იცოდნენ და გაიგონ, ეს შეხსენებები მუდმივად იქნება. ეს წნეხი გაგრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ არსებითად სხვა დონეზე გადავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ ბოლომდე შორია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 10:18

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, აქციები გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, აქციები გაგრძელდება და ჩატარდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ჩვენ გეგმაში გვაქვს ჩამოწერილი და მათ შორის ჩატარდება 13 მარტს დიდი აქცია თბილისში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავიდანვე განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ შენობების ბლოკირებას და ეს იქნებოდა მშვიდობიანი აქცია.

02 მარტი 2021, 10:18

საზოგადოება

გაზაფხულის პირველ კვირას სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა

გაზაფხულის პირველ კვირას სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ეწყობა. ღონისძიება ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით სავაჭრო ცენტრ „მერანში“ მიმდინარეობს, სადაც Zrda-ს ბენეფიციარების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ხელნაკეთი ნივთების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდიდან.

ასკარ მამინი

02 მარტი 2021, 10:14

პოლიტიკა

ყაზახეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ოფიციალურ მისალოც წერილში ასკარ მამინი გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ლევან თარხნიშვილი

02 მარტი 2021, 10:14

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: ეს არ არის პიკეტირება, შესაბამისად კანონი არ ირღვევა

„ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გავაპროტესტოთ, გავაპროტესტოთ არჩევნების გაყალბება, ერთპარტიული პარლამენტი, პოლიტპატიმრების არსებობა და შესაბამისად მოვითხოვთ იმას, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა, ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები და ამის შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ მივდივართ და როდის ვატარებთ ახალ არჩევნებს“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა

02 მარტი 2021, 10:11

პოლიტიკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ. ადგილზე ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. დეპუტატებს პარლამენტში შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.

02 მარტი 2021, 10:08

რეგიონი

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს მეღვინეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჯიღაურაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოინახულა

2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიციარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტისა, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს.