imedi /  02 ივნისი 2018, 10:32 / სანდო წყარო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი რეკორდულად გაიზარდა

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მაისის თვეში ქუთაისის აეროპორტი 52,631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი).

„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით რეკორდული ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია (149 რეისი).

2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 18:58

COVID19

EMA: ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს

ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები არ ნიშნავს, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

04 აგვისტო 2021, 18:58

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, მთავრობისა და უმრავლესობის წევრებმა წინანდალში შეხვედრა გამართეს

წინანდალში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის - პოლიტიკური საბჭოს, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:39

COVID19

ჯანმოს დირექტორი: არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არ არსებობს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს.

04 აგვისტო 2021, 18:33

თავდაცვა

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.

04 აგვისტო 2021, 18:16

სპორტი

უკრაინელმა დეპუტატმა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა 👔🤼‍♂

87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე უკრაინელმა მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 აგვისტო 2021, 18:14

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 18:10

სპორტი

აშშ-ის საელჩო ლაშა ტალახაძეს ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს“, - წერია საელჩოს გვერდზე.

არჩილ თალაკვაძე

04 აგვისტო 2021, 18:09

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს

პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.

ნათია თურნავა

04 აგვისტო 2021, 17:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

04 აგვისტო 2021, 17:53

სპორტი

12 წლის იაპონელმა ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 წლის იაპონელმა კოკონა ჰირაკიმ ოლიმპიური თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:43

COVID19

თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის საამაყო

სამედიცინო პერსონალის როლი მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით სოფლის ექიმების ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ სოფლის ექიმები დაგვეხმარებიან სოფლის მოსახლეობის მოცვაშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მაღალი აქტივობით გამოირჩევიან სახელმწიფო სტრუქტურები.

04 აგვისტო 2021, 17:39

COVID19

EMA: ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან

ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით სრულად აცრა მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფს SARS-CoV-2-ით გამოწვეული მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მათ შორის „დელტა“ ვარიანტისგან. ამის შესახებ ევროკავშირის მარეგულირებლის, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:38

COVID19

თამარ გაბუნია: თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა

თუ არ გავააქტიურეთ პირბადის გამოყენება, ძალიან გართულდება ეპიდემიის მართვა და მეორე კიდევ, ეს არის ისევ და ისევ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი, ოქროს წესი ამ პანდემიისგან თავის დასაცავად მაინც არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევებზე: 3000 ადამიანი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აცრებზე 3000-მდე ადამიანის გამოუცხადებლობის ფაქტზე ისაუბრა. „ქრონიკის“ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ყოფილიყო ჯგუფურად ორგანიზებული ქმედება ვაქცინაციის ჩაგდების მიზნით, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან 3 000 ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ეს შემთხვევითი იყოს.

04 აგვისტო 2021, 17:26

საზოგადოება

„ფრონტერა“ თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და „გრინ კაპიტალს“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და კომპანია „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს.

04 აგვისტო 2021, 17:22

საზოგადოება

„ფრონტერა“ გენპროკურატურას თავისი ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა“, რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 17:22

COVID19

თამარ გაბუნია: აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში

ბოლო 2 დღეა მდგომარეობა უაღრესად საყურადღებოა - 4000-ზე მეტია შემთხვევების რაოდენობა და საერთოდ აქტიური შემთხვევების რაოდენობა იმაზე მაღალია, ვიდრე გამოვიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, - დღეს ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

04 აგვისტო 2021, 17:20

სპორტი

კახა კუჭავა: საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. „საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე - ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“, - წერს კახა კუჭავა.

შალვა პაპუაშვილი

04 აგვისტო 2021, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ახლა ანულირებულია, ეს ჩვენი ოპონენტების ქცევის შედეგია

ის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ახლა ანულირებულია, ეს ჩვენი ოპონენტების ქცევის შედეგია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. იგი ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია არ შემცირდა.

თეა წულუკიანი

04 აგვისტო 2021, 17:03

სპორტი

თეა წულუკიანი: ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ჩემპიონობა არა მარტო ქართული სპორტის, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს

ქართული სპორტის ლეგენდას ლაშა ტალახაძეს (+109 კგ) ვულოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას! ლაშამ ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ბრწყინვალე ასპარეზობით საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლაშამ, როგორც ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის მედროშემ, ღირსეულად ატარა საქართველოს დროშა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და დღეს მისი გამარჯვების აღსანიშნავად ააჟღერებინა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.