imedi /  10 ოქტომბერი 2018, 19:34 / სანდო წყარო

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ვიტალი საფაროვის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

ვიტალი საფაროვი

ვიტალი საფაროვი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ პროკურატურას მიმართავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია

„საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთს ბრალი წარდგენილი აქვს 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორე დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ვიტალი საფაროვის ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ამ დროისთვის გამოძიების მიმდინარეობისას არსებობს რიგი გარემოებები, რაც იწვევს შეშფოთებას. კერძოდ, მკვლელობის მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ არაერთხელ შეატყობინეს საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციას, დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილ მსგავს ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ შეტყობინებებზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ჩართულობის და განვითარების ცენტრში მიიჩნევენ, რომ ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს.

„ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, რადგან საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-მუხლით ჩადენილი დანაშაული. კერძოდ, ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.

ჩართულობის და განვითარების ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ყურადღება გაამახვილოს და უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აწარმოოს შესაბამისი კვალიფიკაციით.

23 სექტემბერს, თბი­ლის­ში, თავისუფლების მოედანზე, 25 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მოკლული ვიტალი საფაროვი არასმთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

ჯეიჰუნ ბაირამოვი

06 მარტი 2026, 15:16

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს

ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 მარტი 2026, 15:09

საზოგადოება

თბილისის შემოსავლელი გზის 34-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

06 მარტი 2026, 15:08

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან.

06 მარტი 2026, 15:07

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.

06 მარტი 2026, 15:04

სამართალი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ხათუნა თოთლაძე

06 მარტი 2026, 14:57

პოლიტიკა

ხათუნა თოთლაძე: ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ე.წ. ესკალაციის ზონებიდან

მათ შორის ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.

მასატო კანდა 
ირაკლი კობახიძე

06 მარტი 2026, 14:54

ეკონომიკა

ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდისადმი მხარდაჭერა დაადასტურა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის ქვეყნისადმი ძლიერ მხარდაჭერას, - ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

06 მარტი 2026, 14:49

ეკონომიკა

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია.

ნინო ლომჯარია

06 მარტი 2026, 14:41

პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა

მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ამხილა ლომჯარიასა და პეტერ ფიშერის დახურული შეხვედრა და მაყურებელს მოუყვა შეხვედრის სკანდალური შინაარსი, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.

06 მარტი 2026, 14:35

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა. მოწმის სახით გამოიკითხა დაზარალებული პოლიციელი.

06 მარტი 2026, 14:33

მსოფლიო

აზერბაიჯანს ირანიდან საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გაჰყავს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გასცა განკარგულება თეირანის საელჩოდან და თავრიზის გენერალურ საკონსულოდან თანამშრომლების აზერბაიჯანში ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს

რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებულ ფორმატს.

06 მარტი 2026, 14:26

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.

არჩილ გორდულაძე

06 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ - მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, სადაც ვახტანგ კაპანაძე უშვებს შესაძლებლობას, ირანმა დარტყმა მიაყენოს საქართველოს.

ანდრიუს კუბილიუსი

06 მარტი 2026, 14:19

მსოფლიო

ანდრიუს კუბილიუსი შიშობს, რომ ირანში ომის ფონზე აშშ მოკავშირეებს საჭირო რაოდენობის რაკეტებს ვერ მიაწვდის

ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის წარმოებული ერთობლივი სამხედრო კამპანიის ფონზე ვაშინგტონი მოკავშირეებს ვეღარ მიაწვდის საჭირო რაოდენობის რაკეტებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 14:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი - მოსახლეობამ უნდა დაინახოს ის სახელ-გვარები, რომლებიც ასეთ კრიტიკულ მომენტში დადგნენ ომის მხარეს

ეს არის მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის განცხადება.

ზვიად შალამბერიძე

06 მარტი 2026, 14:18

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ბრალდებებს აფასებს.

06 მარტი 2026, 14:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი კანდელაკზე: ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად

„როდესაც სახელს და გვარს - გიორგი კანდელაკს გავიგებთ, პირველ რიგში გვახსენდება, როგორ იბრძოდა ჯერ კიდევ ევროკავშირთან ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმებამდე და შემდეგ ევროპული ინსტიტუციების დერეფნებში საქართველო დასანქცირებულიყო, ან არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ის არის ჭანჭიკი, დავალების შემსრულებელი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად“, - აღნიშნა გორდულაძემ.

გიორგი შარაშიძე

06 მარტი 2026, 14:16

პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე: იმ ვითარებაში, რაშიც დღეს რეგიონი და მსოფლიოა, რამდენად მავნებელიც არ უნდა იყოს „ოცნება", უკლებლივ ყველას მართებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მშვიდობა ამ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ღირებულება

პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე „ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლის ავტორიც ქართველია. საუბარია გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივ კვლევაზე, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“.

06 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

ოპოზიცია ევროპელებს აჩქარებს, რადგან, მათი თქმით, „ივანიშვილი ამერიკელებთან ლაგდება და ისინიც უთავმოყვარეოდ ეთამაშებიან“ - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნინო ლომჯარია და ე.წ „ახალი გაერთიანების“ წევრები გერმანიის ელჩთან იმყოფებიან

„ხალხი უნდა დაისაჯოს ვიზით, სხვა არაფერი ჭრის, ფაქტია“, - ეს სიტყვები ეკუთვნის ნინო ლომჯარიას, რომელიც ამ წუთებში, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად, გერმანიის ელჩთან იმყოფება.