imedi /  18 ოქტომბერი 2018, 20:09 / სანდო წყარო

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ ჩანაწერის ავთენტიკურობა ექსპერტიზამ დაადასტურა

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დევს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ის ფარული ჩანაწერები შეისწავლა, რომელიც გამოძიებამ 2016 წელს აღმოაჩინა და გუშინ გასაჯაროვდა. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩანაწერები ავთენტიკურია, ხმები იდენტიფიცირებული და ეკუთვნის გიორგი დგებუაძეს, იმავე მასტერას, ასევე კუდის სხვა მაღალჩინოსნებს, რომელთაც ბრალი უკვე დაუმძიმდათ და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის ერთ-ერთ წევრს. 

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს დათა ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს ვანო მერაბიშვილს.

მთავარი პროკურატურის ცნობით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“,  ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.

ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. 

ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.

რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, ის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის მარ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე მსჯავრდებულია 2006 წლის 12 იან­ვარს, კუდ-ის უფ­როს­თან და­ვით ახა­ლა­ი­ას­თან და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, "ნავ­თლუ­ღის" ავ­ტო­სად­გურ­ში სამი ახალ­გაზ­რდის წი­ნას­წარ და­გეგ­მილი მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბისთვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბისთვის.

2016 წელს, გია დგებუაძეს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 20:50

COVID19

კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინა 2023 წლის შემოდგომისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.

დავით ნარმანია

17 იანვარი 2022, 20:45

საზოგადოება

დავით ნარმანია: მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

17 იანვარი 2022, 20:34

საზოგადოება

რამდენპროცენტიანი სხვაობაა ქართულ და თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებს შორის - „ქრონიკის“ მიმოხილვა

მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი ხდება. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის შესაბამისი მედიკამენტები შემოვა, რაც მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შესახებ დავალებები პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ გასცა.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 იანვარი 2022, 20:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ ხდება ყველა უბედურება იქ, სადაც ნაცები და მათი საცეცებია ჩარეული? ადამიანის გარდაცვალებიდან წუთებში რატომ დაიწყეს ამ ტრაგედიით სარგებლობა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა?

,,ყურადღებით ვუსმინე ტელეკომპანია „იმედზე“ ამბის გაშუქებას, რომელიც ეხებოდა დევნილთა საცხოვრებელში გარდაცვლილ ადამიანს და ამ უდიდეს ტრაგედიას. აღნიშნული თემის გაშუქების დროს სატელეფონო კომენტარს აკეთებს პარტია „დროას“ წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე მან პირადად ნახა ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჰქონდა განსაკუთრებული ემოციური ფონი”, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ უბედურ შემთხვევას.

ნინო ფოჩხუა

17 იანვარი 2022, 20:10

კულტურა

ნინო ფოჩხუა: ებრძვიან წულუკიანს ქვეყნის სტაბილურობის მტრები, როგორ გაბედა საკითხის შესწავლა

რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი, ქურდი არ არის? მან ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს, რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ასე ეხმიანება faceebok - ის მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, კულტურის სამინისტროს მიერ ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას.

მიხეილ ყაველაშვილი

17 იანვარი 2022, 20:03

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული, სამ წელიწადში საცხოვრებლით ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება

2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, სხვა რომ დაკმაყოფილდა, თავადაც რატომ არ დაკმაყოფილდნენ და სიაში რატომ არ იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

17 იანვარი 2022, 19:43

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ადვოკატებად სახეშეცვლილები, რეალურად კი სააკაშვილთან მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი პირები, პროდასავლურობასა და დემოკრატიაზე, რომ გაჰკივიან, რეალურად ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს იმიჯის შესარყევად

კარგად დავფიქრდეთ, ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

17 იანვარი 2022, 19:39

მსოფლიო

უკრაინის პროკურატურა პეტრო პოროშენკოს 2 თვით დაპატიმრებას ან 35 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს დაწესებას ითხოვს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

17 იანვარი 2022, 19:29

რეგიონი

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

17 იანვარი 2022, 19:22

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 19:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის რეგიონულ დირექტორს, ქრისტოფერ ლევიკს და ფონდის გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტოფერ ლევიკს მადლობა გადაუხადა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოსა და პარლამენტში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე

17 იანვარი 2022, 19:08

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ დევნილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

17 იანვარი 2022, 19:07

COVID19

კანონპროექტის თანახმად, ავსტრიაში, არავაქცინირებული ზრდასრულები 600 ევროთი დაჯარიმდებიან

1-ლი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაციის მანდატი ამოქმედდება, რომელიც არავაქცინირებული ზრდასრულების დაჯარიმებას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი ლატარია

17 იანვარი 2022, 19:02

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: კარგად ჩანს, რატომაც ებრძვით თეას, იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა კულტურა გახადოს კულტურის ნაწილი და არა პოლიტიკურ თავშესაფრად

წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი სხვა ავტორს მიაკუთვნეს.

თამილა ბარკალაია

17 იანვარი 2022, 19:02

საზოგადოება

თამილა ბარკალაია: ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

გია გაბრიჭიძე

17 იანვარი 2022, 18:59

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ატყდა ნაცურ-ლიბერასტული ჟრიამული, თურმე, როგორ გაბედა თეა წულუკიანმა და საკითხის შესწავლა დაიწყო

კი ვიცით რა მუცლის გვრემაც აწუხებთ „ლიტერატურაზე შეყვარებულ“ უწიგნურებს და ეს გვრემა კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, როცა კულტურის სამინისტრო მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი საგანძურების აღრიცხვას და შესწავლას დაიწყებს - ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ლევან დავითაშვილი

17 იანვარი 2022, 18:50

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის კომპანიები კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

17 იანვარი 2022, 18:48

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო: 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 18:34

სამართალი

რა კავშირი აქვს პარტია „დროას“ დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიასთან

სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიაზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. „ქრონიკა“ ესაუბრა პარტია „დროას“ იურისტს. როგორც მან განაცხადა, შემთხვევამდე ის დევნილებს შეხვდა და ტრაგედიასაც უშუალოდ შეესწრო. გიგა ლემონჯავა განმარტავს, რომ დევნილებთან შეხვედრაზე იურიდიული კონსულტაციებისთვის იმყოფებოდა.

ზურაბ ქადაგიძე

17 იანვარი 2022, 18:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „შავი სიები“ არის ჩვეულებრივად დაგეგმილი პროვოკაცია, საბოტაჟი იმ კონკრეტული ინსტიტუტის სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე საფუძველთა საფუძველია სახელმწიფოსი

„შავი სიები“ არის ჩვეულებრივად დაგეგმილი პროვოკაცია, საბოტაჟი იმ კონკრეტული ინსტიტუტის სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე საფუძველთა საფუძველია სახელმწიფოსი, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.