სამართალი

01 აპრილი 2023, 17:36

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლიკა ბითაძე

01 აპრილი 2023, 14:15

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი: ორშაბათს მოვინახულებ, ჩამოვყალიბდებით და ჩვენებას აუცილებლად მისცემს

„განჩინება ახლა ჩაიბარე, კანონით დადგენილ ვადაში ვაპირებ რომ გავასაჩივრო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. რაც შეეხება ლაზარეს, ამ ეტაპზე მისი პოზიცია არის შეცვლილი და დუმილის უფლება გამოიყენა კანონით მინიჭებული, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში ორშაბათს მოვინახულებ, ჩამოვყალიბდებით და ჩვენებას აუცილებლად მისცემს“, - განაცხადა ადვოკატმა.

01 აპრილი 2023, 11:29

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

01 აპრილი 2023, 11:26

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის საქმეზე პოლიციამ 1995 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

შალვა ხაჭაპურიძე

01 აპრილი 2023, 11:20

შალვა ხაჭაპურიძე: სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ გადაწყვეტს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში

„მე არ ვამზადებ სტრასბურგის საჩივარს. როგორც ვიცი, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს და მაცნობებს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ლევან იოსელიანი

01 აპრილი 2023, 08:11

ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისმა წარმომადგენელმა 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოინახულა. ამის შესახებ იოსელიანი Facebook-ზე წერს.

31 მარტი 2023, 20:51

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძრის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

31 მარტი 2023, 19:00

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იცავენ სახელმწიფოს საზღვარს, განსაკუთრებით, რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის გათვალისწინებით

„პირველ რიგში, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუდიტის ანგარიში შეეხება 2019-2020 წლების პერიოდს და არ მოიცავს ინფორმაციას შემდგომ წლებში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროგრესის შესახებ. აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე არ არის ასახული მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია“

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}