imedi /  19 მარტი 2019, 14:55 / სანდო წყარო

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო

ზვიად კვაჭანტირაძე

ზვიად კვაჭანტირაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს. ამ საკითხზე კენჭყისყრა ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაწყვეტილების მისაღებად კი 76 ხმა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი უმრავლესობის სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან ლევან კობერიძე, ცოტნე ზურაბიანი და რატი იონათამიშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან . 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს. 

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა.

ყველა სიახლე

ევროკავშირი

27 ივნისი 2019, 17:02

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის შეერთებისა და მოგვიანებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის გამო შემოიღეს. ამის საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:54

ძალოვნები

რა შეზღუდვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 30-ათასლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ის დამატებითი ვალდებულებები და აკრძალვები დაასახელეს, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაუწესდა.

სოფო კილაძე

27 ივნისი 2019, 16:49

საქართველო

კილაძე: სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას კილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ფაქტორი არაფერს შუაშია და ოპონენტები ყველა მათთვია სასარგებლო არგუმენტის მოშველიებას ცდილობენ.

გიორგი გახარია

27 ივნისი 2019, 16:42

საქართველო

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს 20:00 საათზე ტელეკომპანიების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ. გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტს თხოვნით მიმართა და დეპუტატებთან ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვა.

ჯორდან ლინდსი

27 ივნისი 2019, 16:38

მსოფლიო

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენებმა დამსვენებელი მოკლეს

21 წლის ჯორდან ლინდსი ბაჰამის კუნძულებზე მშობლებთან ერთად ისვენებდა. როდესაც გოგო დაივინგით იყო დაკავებული, ნაპირზე მყოფმა მისმა მშობლებმა დაინახეს, რომ ჯორდან ლინდსის რამდენიმე ზვიგენი უახლოვდება, და მისი გაფრთხილება სცადეს. გოგომ დროული რეაგირება ვერ მოასწრო და ზვიგენები მას თავს დაესხნენ.

მილტონ ჰეიგი

27 ივნისი 2019, 16:36

სპორტი

მსოფლიოს თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა

მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში ბორჯღალოსნების 43-კაციანი შემადგენლობა თბილისში რუსეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ ტესტ-მატჩებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, უელსის გუნდთან გამართავს.

ბეჯი კაიდ ეს-სებსი

27 ივნისი 2019, 16:25

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს

ტუნისის პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al-Hadath-ი ავრცელებს. 92 წლის ეს-სებსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირაში გაუარესდა, რის შემდეგაც ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:25

საქართველო

მელია მისთვის გირაოს შეფარდებას საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობას უკავშირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. „ადით ბიძინა ივანიშვილთან და კითხეთ, რა გაგიკეთათ, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად“, - მიმართა მელიამ დეპუტატებს, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირეს მხარი“.

მასწავლებელი

27 ივნისი 2019, 16:22

ძალოვნები

ყინწვისში ექსკურსიაზე მასწავლებელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მანანა ჩოხელი დღეს დაკრძალეს.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:03

ძალოვნები

ნიკა მელია არ დააკავეს

ნიკა მელიას გირაო შეეფარადა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

Instagram

27 ივნისი 2019, 16:01

ტექნოლოგიები

Instagram-ი რეკლამების რაოდენობას ზრდის

განყოფილება Explore-ი ის ადგილია, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტერესების მიხედვით, თემატურად ეძებენ სიახლეებს. Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. დღევანდელი მონაცემებით, ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

ტორპედო

27 ივნისი 2019, 16:01

სპორტი

ქუთაისში „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება. გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა კლუბის ბიუჯეტი.

პინგვინები

27 ივნისი 2019, 15:49

ტაბლოიდი

გეი აღლუმის ერთთვიან კამპანიას ლონდონის ზოოპარკი გეი პინგვინით შეუერთდა 🐧❤️🐧

ერთთვიანი გეი აღლუმის ფარგლებში, პინგვინების ვოლიერში დაამაგრეს ბანერი წარწერით: "ზოგიერთი პინგვინი - გეია. შეეგუეთ". ეს ლგბტქ+ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Stonewall-ის კამპანიის გამოძახილია. მათ ბანერის ვარიანტში პინგვინების ნაცვლად ადამიანებზე ეწერა.

ტუნისი

27 ივნისი 2019, 15:36

მსოფლიო

ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა

ტუნისის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაშავდა. აფეთქება შარლ დე გოლის გამზირზე მოხდა. როგორც AFP-ი წერს, აფეთქება საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა.

თვითმფრინავი

27 ივნისი 2019, 15:27

მსოფლიო

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონში განგაშის გამო დაეშვა

მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა. რეისი AI191 მუმბაიდან (ინდოეთი) ნიუარკში (აშშ) მიფრინავდა. მომხდარის შესახებ ინდოეთის ავიახაზებმა მიკრობლოგ Twitter-ზეც დაწერა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 15:19

ძალოვნები

ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებად უდგებიან

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადვოკატმა განაცხადა, პარლამენტარები მას თავდებში უდგებიან. ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

პარლამენტი

27 ივნისი 2019, 15:16

საქართველო

ვის და როდის შეუჩერა პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არც ისე ხშირად ხდება, თუმცა ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის მოყვანა მაინც არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ უახლოესი 13 წლის განმავლობაში მომხდარ ასეთ შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

27 ივნისი 2019, 15:03

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილი და მასტერა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და "მასტერა" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან. სასამართლოში მთავარ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე, პირველ ივლისს დაიკითხებიან. პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა.

უეინ რუნი

27 ივნისი 2019, 14:49

სპორტი

უეინ რუნიმ გოლი საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით გაიტანა

რუნიმ ანგარიში მეათე წუთზე გახსნა და მისი ერთადერთი გოლით „დი სი იუნაიტედმა“ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისელისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში მეცხრე გოლი იყო, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ლევან იზორია

27 ივნისი 2019, 14:46

საქართველო

ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და იეს სტოლტენბერგის მოადგიელს როუზ გოტმოლერს შეხვდება. ლევან იზორია დაესწრება ნატოში დაგეგმილ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას და კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.