imedi /  19 მარტი 2019, 22:39 / სანდო წყარო

პრემიერმა განათლების სფეროს მთავარი პრობლემა დაასახელა

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ ქვეყნის ყველა სოფელში, მუნიციპალიტეტში და ქალაქში ახალი, თანამედროვე სკოლები და ბაღები იყოს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა.

"ყველა რეგიონში გვექნება პროფესიული სასწავლებელი და ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც მას დაამთავრებს მეორე დღესვე დასაქმდება. განათლების ცენტრები გასცემენ ისეთ სერტიფიკატს, რომლითაც მოქალაქეები ევროპაში დასაქმებას შეძლებენ. ჩვენი უნივერსიტეტები იქნებიან მსოფლიოს ტოპრეიტინგებში და  რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში გვექნება წამყვანი ლაბორატორიები და კვლევით ცენტრები, რაც მოგვცემს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ საქართველო რეგიონის განათლების კერად", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში მთავარი პრობლემა დაასახელა. მისი თქმით, განათლების სისტემის ქვაკუთხედი სკოლაა. შესაბამისად, პრემიერის თქმით, პირველ წლებში სკოლებისკენ იქნება მიმართული ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ყველა წერტილში მაღალი სტანდარტის სკოლა მივიღოთ. 

"მე არ მსურს, რომ საქართველოში იყოს პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უმაღლესი სტანდარტის უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სკოლამდელი განათლება, განათლება სკოლაში, პროფესიული განათლება, უნივერსიტეტი და მეცნიერება პრიორიტეტია, რადგან მნიშვნელოვანია ის რომ ამ ხუთივე დონეს შორის ბმა ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი.

ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და წყარო იყო ის, რომ ეკონომიკა განათლებას დაშორდა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მძიმე გამოწვევად იქცა, განათლების ამ რეფორმამ სწორედ ეს უნდა გამოასწოროს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, რაც დაახლოებით სამი მილიარდ 400 მილიონი ლარია. ამას მთავრობის ახალი ინიციატივა "საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი" ითვალისწინებს. 

ყველა სიახლე

ბზობა

21 აპრილი 2019, 00:59

საქართველო

დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ომარ ალ-ბაშირი

21 აპრილი 2019, 00:30

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტის სახლში $130 მილიონი იპოვეს

სუდანის ყოფილი პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის სახლში დაცვის სამსახურმა ევრო, დოლარი და სუდანური ფუნტი იპოვა, რომელიც ჯამში $130 მილიონზე მეტს შეადგენს, წერს BBC-ი .ფული შენახული იყო მარცვლეულისთვის განკუთვნილი 50 კილოგრამიან ტომრებში.

21 აპრილი 2019, 00:28

კულტურა

ანსამბლი „ჩელა“ 50 წლისაა

სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას“ 50 წელი შეუსრულდა. ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შენობასთან ანსამბლის ხელმძღვანელების თამაზ, ჯემალ და ლერი მოსიების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა და კონცერტი გაიმართა.

20 აპრილი 2019, 23:59

სპორტი

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა

მატჩი ტურინში გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში „ფიორენტინამ" მე-6 წუთზე გახსნა. გოლის ავტორი ნიკოლა მილენკოვიჩი გახდა. ანგარიში „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ გაათანაბრა. შეხვედრის 53-ე წუთზე ჰერმან პეცელამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი.

რაფაელ ნადალი

20 აპრილი 2019, 23:48

სპორტი

რაფაელ ნადალი მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშა

შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 4:6 2:6 დასრულდა. ფინალში ფონინი სერბ დუშან ლაიოვიჩის შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში რუსი მეტოქე დანიელ მედვედევი დამარცხა. მონტე-კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული

მარკ ცუკერბერგი

20 აპრილი 2019, 23:43

ტექნოლოგიები

Facebook-იდან ინფორმაციის გადინების გამო შესაძლოა ცუკერბერგმა პასუხი აგოს

მარკ ცუკერბერგს Facebook -იდან სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გადინების გამო შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს, წერს The Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით. გამოძიებას ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica -ს სკანდალთან დაკავშირებით, საქმეს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია იძიებს.

მექსიკა სროლა

20 აპრილი 2019, 23:27

მსოფლიო

მექსიკაში ბარში სროლას 13 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში უცნობი პირები ბარში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ვერაკრუსის შტატში მდებარე ქალაქ მინატიტლანში მოხდა. ბარში საოჯახო წვეულება იმართებოდა. გავრცელებული ცნობით, სროლამდე დაუდგენელი პირები ბარის მეპატრონეს ეძებდნენ. სხვა დეტალები უცნობია.

ანგელა მერკელი

20 აპრილი 2019, 23:07

მსოფლიო

მერკელმა შესაძლოა ევროკავშირში საკვანძო თანამდებობა დაიკავოს

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა,რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეუძლია ევროკავშირში საკვანძო თანამდებობა დაიკავოს. მისი თქმით მერკელის კვალიფიკაცია მაღალია და შეუძლია გახდეს ხელმძღვანელი პირი, მას შემდეგ რაც გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს.

ტარტუსი

20 აპრილი 2019, 22:59

მსოფლიო

რუსეთი სირიულ პორტს 49 წლით დაიქირავებს

გავრცელებული ცნობით, პორტს სატრანსპორტო-ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. სირიამ და რუსეთმა ტარტუსის პორტის გაქირავების შესახებ შეთანხმებას 2017 წელს მოაწერეს ხელს, გადაცემა კი უახლოეს კვირებში მოხდება.

ბიონსე

20 აპრილი 2019, 22:34

კულტურა

Netflix-ი ბიონსეს $60 მილიონს გადაუხდის

სატელევიზიო არხი Netflix-ი მომღერალ ბიონსეს $60 მილიონს გადაუხდის. წერს Variety -ი წყაროზე დაყრდნობით. ერთ-ერთი პროექტი რომელშიც მომღერალს $20 მილიონს გადაუხდიან ეს არის დოკუმენტური ფილმი „Coachella“- რომელშიც 2018 წელს მომღერლის კულისებს მიღმა ცხოვრებაა აღწერილი.

20 აპრილი 2019, 22:21

სპორტი

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მორაგბეებმა ფინალში ესპანეთი 20:10 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ლელო ლუკა ივანიშვილმა და გიორგი კუპრაძემ დადო. სამიდან ორი ჯარიმა ზუსტად დაჩი პაპუნაშვილმა შეასრულა, ერთხელ კი საჯარიმოთი თავი ივანიშვილმა გამოიჩინა.

გელა ნაჭყებია

20 აპრილი 2019, 22:04

საქართველო

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის მამა: მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას

„ჩემმა მეორე შვილმა მითხრა, რომ შაკოს თავი მოუკლავს, მან ნახა პირველმა. ბევრ კითხვას ვერ ვუსვამ, ისიც პატარა ბავშვია. მატირეთ ჩემი შვილი, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, მე შვილები არ მომიშიებია არასდროს, ან როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ადამიანი შიმშილის გამო იკლავდეს თავს,"- განაცხადა ქრონიკასთან საუბრისას გელა ნაჭყებიამ

20 აპრილი 2019, 21:58

მსოფლიო

Times: Huawei-ის სისტემაში სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის რისკი არსებობს

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ ბრიტანეთს Huawei-ის ფინანსური მონაცემები გადასცა.The Times-სი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეარაღებული ძალები აფინანასებენ და Huawei-ის სისტემაში სხვა სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის რისკი არსებობს.

დემენცია

20 აპრილი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ტვინის გვიან დაბერების საშუალება დაასახელეს

ექსპერიმენტში 2354-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის 1276 ქალი და 1078 კაცი იყო. მიღებული შედეგებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დამატებით 1 საათი ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშების შესრულება ხელს უწყობს ტვინის 1,1 წლით გვიან დაბარებას.

20 აპრილი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გამოარკვიეს რატომ იზრდება ინფარქტის შემდეგ სიკვდილის რისკი

ბრაზილიელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს რომ საუზმეზე უარის თქმა და ძილის წინ ვახშამი, ინფარქტის შემდეგ სიკვდილის რისკს ზრდის. სპეციალისტების მონაცემებით, ამ ჩვევებმა შესაძლოა გამოიწვიოს სტენოკარდია და გულის განმეორებითი შეტევა.

20 აპრილი 2019, 20:59

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწოვან შვილზე ძალადობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ დავით სარალიძის პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობები სრულად გაითვალისწინა. მოსამართლის განცხადებით არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ხელმეორედ გამეორების და მოდი და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება.

20 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის ახლობლები რუსთავი2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ

ოჯახის წევრები და ნათესავები რუსთავი2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ. დღეს სოფელში ჩასულ მედიის წარმოამდგენლებს ახლობლები ეუბნებიან, რომ მამა შვილს არაფერს აკლებდა, თავს ისინი სოციალური დახმარებით ირჩენდნენ, პარალელურად მამა სხვადასხვა ადგილას იყო დასაქმებული.

რობერტ დე ნირო

20 აპრილი 2019, 20:36

მსოფლიო

დე ნირომ ტრამპს წარუმატებელი და მიმბაძველი განგსტერი უწოდა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სრულიად წარუმატებელი“ და „მიმბაძველი განგსტერი“ უწოდა. მსახიობმა ეს განცხადება სტეფან კოლბერტთან „ღამის შოუში“ გააკეთა, - წერს The Guardian-ი. რობერტ დე ნიროს და ტრამპის დაპირისპირება ერთი წლის წინ დაიწყო.

20 აპრილი 2019, 20:32

საქართველო

პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დავით გარეჯის სასაზღვრო ზონაში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საზღვრის დადგენის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. მანამდე პრეზიდენტმა „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

იულია სუსლიაკი

20 აპრილი 2019, 20:15

საქართველო

ზუგდიდში მოწამლული ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ თანმხლები ქალი დედამისი არაა

ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი შეუსაბამობა ყველასათვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნება, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი აცხადებს, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არაა.