imedi /  19 მარტი 2019, 22:25 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: განათლების რეფორმა ხელისუფლების ცვლილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს ორი მტერი ჰყავს საქართველოს, ესენია ოკუპაცია და სიღარიბე. პრემიერის განცხადებით, ეს არის უმძიმესი გამოწვევები, რომლებიც საშუალებას არ აძლევს ქვეყანას რეალიზება მოახდინოს საკუთარი ისტორიული მისიის. "ჩვენი რწმენით განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და არის გზა სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად", - განაცხადა პრემიერმა გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში. 

პრემიერმინისტრის შეფასებით, მთავრობის ინიციატივა "საგანმანათლებლო თანასწორობის აქტი" ეს არის ერონული იდეა.

მამუკა ბახტაძის თქმით, წარმატებული ეკონომიკების ფორმულაში მნიშვნელოვან წილად განათლების სექტორია მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

"21-ე საუკუნეში თუ ქვეყანაში განათლების სექტორს არ აქვს 10-11%-იანი წილი, სულ მცირე მას გაუჭირდება კონკურენციის გაწევა თანამედროვეობაში. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ავიღოთ 6% სახელმწიფო წილი და კერძო სექტორმაც დაამატოს თავისი წილი, რათა განათლება გახდეს დომინანტი სექტორი.

ჩვენ წელს განათლების ბიუჯეტზე მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი, მაშინ როცა 2012 წელს მხოლოდ 600 მილიონი იყო. შემდეგ წელს ეს იქნება 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს იქნება 2.5 მილიარდი და 2022 წელს გახდება სამი მილიარდი ლარი", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

მამუკა ბახტაძის განმარტებით, თანასწორობის ამ აქტმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი დოვლათის სულ მცირე ექვსი პროცენტი განათლებაში და მომავალ თაობაში ჩაიდოს. 

პრემიერის თქმით, განათლების რეფორმა გრძელვადიანი რეფორმაა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. შესაბამისად ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის კანონით უნდა იყოს გამყარებული.

"არ უნდა დავუშვათ ის, რომ 5, 6, 7 წლის განმავლობაში განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები და შემდეგ მოხდეს მათი შენელება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული. შესაბამის პროექტს უახლოეს მომავალში პარლამენტში წარვადგენთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

ყველა სიახლე

ტეილორ სვიფტი და სტელა მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 16:02

ტაბლოიდი

ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ საერთო კოლექცია შექმნეს

ტეილორ სვიფტისა და სტელა მაკარტნის კოლაბორაცია შედგა. ჟურნალი Vogue-ს ინფორმაციით ჭორები გამართლდა, ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციის პრეზენტაცია მომღერლის ახალი ალბომის Lover-ის დებიუტის დროს შედგება.ყველაფერი ტეილორ სვიფტის კონცერტით დაიწყო ლონდონში. სტელამ და ტეილორმა ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ,

დევიდ ბექჰემი

21 აგვისტო 2019, 15:48

სპორტი

ბექჰემის კლუბი შესაძლოა $50 მილიონით დაჯარიმდეს

ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავს, დევიდ ბექჰემს შესაძლოა, ჯარიმის სახით 50 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიოს. ადგილი, სადაც ახლადდაარსებული კლუბი „ინტერ მაიამი“ სტადიონს იშენებს, ტოქსიკური აღმოჩნდა, ამ კლუბის პრეზიდენტი კი სწორედ ბექჰემია.

რამა X ტაილანდის მეფე

21 აგვისტო 2019, 15:37

ტაბლოიდი

ტაილანდის მეფემ მომაკვდავი ძაღლები შეიფარა

ტაილანდის მეფემ მაჰა ვაჟირალონგკორნიმ (რამა X) მოხალისეების მიერ გადარჩენილი 13 გერმანული დოგი შეიფარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ძაღლები ბანგკოკის გარეუბანში, ძაღლების გამმრავლებელის სახლიდან წამოიყვანეს. ქალი გაკოტრდა და ცხოველებზე ზრუნვის სახსრები აღარ ჰქონდა.

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 15:28

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. მას საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

21 აგვისტო 2019, 14:47

თემა

მობილური ტელეფონის ხშირი გამოყენება კიბოს იწვევს?

მობილური ტელეფონის ხშირ გამოყენებაზე უამრავი მოსაზრება არსებობს. განსაკუთრებით აქტუალურია შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს სმარტფონი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სინამდვილეში კიმობილური ტელეფონით გამოწვეული ყველაზე დიდი რისკიარისავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც მძღოლი საჭესთან მობილურ ტელეფონს მოიხმარს.ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მტკიცებით, უმჯობესია მძღოლი მგზავრს ელაპარაკოსთუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელიც ადევნებს თვალს გზაზე მიმდინარე მოვლენებს და თუ სიტუაცია დაიძაბება, სულ ცოტა, გაჩუმდება მაინც.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2019, 14:38

საქართველო

კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძის საბანკო ანაგრიშების დაყადაღება პოლიტიკას ან ანაკლიას არ უკავშირდება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღება არც ანაკლიის პორტის მშენებლობას და არც მათ პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

21 აგვისტო 2019, 14:35

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დმანისთან მოხდა , სიმძლავრე კი 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა. საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ბოლოს 11 აგვისტოს დაფიქსირდა.

დათვი

21 აგვისტო 2019, 14:35

ტაბლოიდი

კანადაში დათვმა ფრანგი მუსიკოსი მოკლა

ფრანგი მუსიკოსის ექსპედიცია კანადაში ტრაგედიით დასრულდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 44 წლის ჟულიენ გოტიე კანადის ჩრდილოეთით ბუნების ხმების ჩასაწერად გაემგზავრა, რომლებსაც თავის მუსიკაში აქტიურად იყენებდა. ოფიციალური მონაცემებით ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონში დათვის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 14:29

ძალოვნები

ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ გვარამიას ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მისგან შეიძინეს. თუმცა ღაჭავა ადასტურებს, რომ გვარამიასთან ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ლაურა ღაჭავას თქმით, მან ნიკა გვარამიას თბილისში რამდენიმე ადგილზე არსებული ფართი შესთავაზა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

21 აგვისტო 2019, 14:25

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ი შემოვიდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს ფენებს.

კიმ კარდაშიანი

21 აგვისტო 2019, 14:23

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ფოტოშოპის გამოყენებაში ისევ გამოიჭირეს

თაყვანისმცემლებმა კიმ კარდაშიანს ფოტოშოპის წარუმატებელი გამოყენების გამო დასცინეს. საუბარია ფოტოზე, რომელიც რეალითი-შოუს ვარსკვლავმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კიმი თავის დასთან, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალთან კაილი ჯენერთან ერთად არის გამოსახული.

დავით ზალკალიანი

21 აგვისტო 2019, 14:08

საქართველო

ზალკალიანმა მოგერინისთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

ბრიტნი სპირსი

21 აგვისტო 2019, 14:06

ტაბლოიდი

ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში საკუთარი მარტოობის შესახებ წერს

ერთ დროს პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში საკუთარი მარტოობისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ წერს, - ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 37 წლის მომღერალი Instagram-ზე აღნიშნავს, რომ არავის ენდობა და ისეთ ქალაქში, როგორიც ლოს-ანჟელესია, თავს მარტოსულად გრძნობს.

21 აგვისტო 2019, 14:05

საქართველო

ოკუპანტები გუგუტიანთკარში ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოებს ვერტმფრენიდან აკვირდებიან

საოკუპაციო ძალამ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

საქართველოს ერონული ბანკი

21 აგვისტო 2019, 13:31

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ახალი ოფისის მშენებლობას კადრების და ფუნქციების ზრდით ამართლებს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ბანკის ახალი ოფისის მშენებლობა საკადრო პოლიტიკას უკავშირდება. „ეროვნული ბანკი კადრების ზრდას გეგმავს, ფართოვდება უწყების ფუნქციები და შესაბამისად, სათაო ოფისი ახალ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს“, - აცხადებენ სებ-ში. ბანკის ტექნიკური დავალების თანახმად, მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

რობერტ დე ნირო

21 აგვისტო 2019, 13:19

ტაბლოიდი

რობერტ დე ნირო ყოფილ თანამშრომელს უჩივის

რობერტ დე ნიროს კომპანიამ Canal Productions-მა ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. გამოცემა PEOPLE-ის ცნობით, მსახიობი თავის ყოფილ თანაშემწეს ჩეიზ რობინსონს 6 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. PEOPLE– ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რობინსონმა რამდენიმე ათასი დოლარი პირადი ხარჯებისთვის გამოიყენა და American Express-ის

21 აგვისტო 2019, 12:57

საქართველო

ამერიკის საელჩო ჯუთაში ელიზაბეთ რუდის მოგზაურობის ფოტოებს ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ჯუთაში მოგზაურობის ფოტოს აქვეყნებს. Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს დიპლომატიური წარმომდგენლობა შემდეგ აღწერას ურთავს: ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს".

Facebook

21 აგვისტო 2019, 12:33

ტექნოლოგიები

Facebook-ი მომხმარებლებს პირადი მონაცემების დაცვის ახალ ბერკეტს სთავაზობს

Facebook-ზე გამოჩნდება ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელს სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები აწვდიან. ამ ფუნქციის ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. დღეიდან სერვისით ირლანდიის, სამხრეთ კორეის და ესპანეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

ტომაშ პეტრიჩეკი

21 აგვისტო 2019, 12:30

საქართველო

ჩეხი მინისტრი: საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ტომაშ პეტრიჩეკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. „საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს“.

ტრამპი

21 აგვისტო 2019, 12:29

ეკონომიკა

ტრამპი აშშ-ის ეკონომიკის გასაძლიერებლად საშემოსავლო გადასახადის შემცირებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით საშემოსავლო გადასახადის დროებით შემცირებას განიხილავს. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „სახელფასო გადასახადი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობთ და რაც ბევრს აინტერესებს“. ამერიკელები ხელფასიდან სახელმწიფოს გადასახადს უხდიან...