imedi /  20 მარტი 2019, 14:32 / სანდო წყარო

ადა მარშანია დეპუტატებს მოუწოდებს „დუნიაზე თავი არ მოიჭრან“. ვიდეო

ადა მარშანია

ადა მარშანია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრამდე პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. მათ შორის ტრიბუნაზე გამოვიდა "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ადა მარშანია. 

ადა მარშანიას განცხადებით, "პატრიოტები" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ბევრჯერ "მოიჭრა თავი". 

"ვინ ყოფილა ეს ბატონი ჩინჩალაძე? ეს რა ზე თვისებების მქონე აღმოჩნდა, თუ უვარგის და ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თუ ეს ერთობლივია? თურმე, რა უნარი ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის. კლანი ჰქვია ამას თუ ბანდა, თუ მაფია, რა მნიშვნელობა აქვს. პლუს ამას დამატებული უვარგისი ხელისუფლება და მივიღეთ ბასტიონი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ბასტიონი!

ხომ არ შევთავაზოთ, ბატონებო, ამ ადამიანს პრემიერმინისტრის თანამდებობა საქართველოში? ეს რა ზე უნარ-ჩვევებით არის თურმე დაჯილდოებული. რა ხდება ჩვენს თავს? არ მოვიჭრათ თავი დუნიაზე, პარლამენტის წევრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პარლამენტის წევრები ვართ", - განაცხადა ადა მარშანიამ პროექტის კენჭისყრამდე. 

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 

10 მთავარი პრინციპი, რომელსაც მოსამართლეების დანიშვნაზე უმრავლესობის პროექტი ეფუძნება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ტაქსისტი

14 ოქტომბერი 2019, 00:05

ძალოვნები

პოლიციამ ვაკეში ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ანგელა მერკელი

14 ოქტომბერი 2019, 00:03

მსოფლიო

ევროპელი ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ემანუელ მაკრონის და ანგელა მერკელის შეფასებით, თურქეთის ქმედება რეგიონში ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუწყობს ხელს.

პოლონეთი

13 ოქტომბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ეგზიტპოლი: პოლონეთის მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება

PiS-ს წინასწარი მონაცემებით ხმათა 43.6% აქვს. ოპოზიციურ სამოქალაქო კოალიციას, რომელიც პარტია "სამოქალაქო პლატფორმისა" (რომელსაც ადრე ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ედგა სათავეში) და რამდენიმე მცირე პარტიისგან შედგება, მეორე ადგილზეა ხმათა 27.4%-ით.

ჰონგ-კონგი

13 ოქტომბერი 2019, 23:39

მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი ჰონგკონგელ დემონსტრანტებს „დამსხვრეული ძვლებით“ ემუქრება

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩინეთისგან გამოყოფის ნებისმიერი მცდელობა "დასრესილი სხეულებით და დამტვრეული ძვლებით" დასრულდება. ეს განცხადება მან ნეპალში ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

13 ოქტომბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით ტუნისმა პრეზიდენტად კაის საიდი აირჩია

ეგზიტპოლის მიხედვით, ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაის საიდმა 72.53%-ით მოიგო. ნაბილ კარუიმ კი 27,47% მოაგროვა. ეგზიტპოლში გამარჯვებულმა კანდიდატმა, 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა პირველ ტური 18.4%-ით მოიგო.

კლოუნი

13 ოქტომბერი 2019, 23:03

ტაბლოიდი

აშშ-ში მშობლები ურჩი შვილების შესაშინებლად კლოუნ „ნაოჭას“ ქირაობენ

კაცმა ამისთვის იყიდა ნაოჭებიანი ნიღაბი, რომელიც კლოუნის მსგავსი გრიმით მოხატა, ჩაიცვა ფორმაც და იმ მშობლების ზარებმაც არ დააყოვნა, რომლებსაც შვილებთან გამკლავება უკვე უჭირდათ. ერთხელ ქალმა "ნაოჭას" სთხოვა, რომ მის შვილს სკოლის გაჩერებასთან შეხვედროდა.

13 ოქტომბერი 2019, 22:28

კულტურა

ფილმ „ექიმი დოლიტლის მოგზაურობის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

ექიმი დოლიტლის პერსონაჟი ინგლისელმა მწერალმა ჰიუ ლოფტინგმა შექმნა. ცხოველებთან მოლაპარაკე ექიმის შესახებ პირველი წიგნი 1920 წელს გამოვიდა და ამ ისტორიის მიხედვით არაერთხელ გადაიღეს ფილმი. ახალ ფილმში მთავარ როლს მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს.

13 ოქტომბერი 2019, 22:23

მსოფლიო

მედია: თურქეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჯარი განლაგდება

სირიის არმიამ ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ჯარის განლაგება დაიწყო, მიზანი თურქეთის აგრესიისადმი დაპირისპირებაა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზია იუწყება. 13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს.

ანტისემიტიზმი

13 ოქტომბერი 2019, 22:03

მსოფლიო

ბერლინში 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ანტისემიტიზმი გააპროტესტა

დემონსტრანტებმა მარშით გაიარეს გზა ბებელპლატციდან - ადგილი სადაც ნაცისტებმა წიგნები დემონსტრაციულად დაწვეს, ახალ სინაგოგამდე (რეალურად მისი მშენებლობა 1866 წელს დასრულდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ნგრევის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამდე ის აღდგენილი არ იყო.

ანკარა

13 ოქტომბერი 2019, 21:58

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს რომ 525 ტერორისტი გაანეიტრალა

ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა 525 ტერორისტი გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ცოტა ხნის წინ აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში დარჩენილ ათასამდე ჯარისკაცს გაიყვანს.

გრეიფრუტი

13 ოქტომბერი 2019, 21:37

ტექნოლოგიები

იტალიელმა დიეტოლოგებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილეს

დილით წითელი გრეიპრუტისგან დამზადებული წვენი და ერთი მუჭა თხილი ორგანიზმს C ვიტამინით, Omega 3-ით, კალცით, ანტიოქსიდანტებით და მინერალური მარილით ავსებს. ასევე დიეტოლოგების რჩევაა კვების რაციონში ადამიანის ერთ კილოგრამზე 1.1 გრამი ცილის მიღება.

კლაუდიო რანიერი

13 ოქტომბერი 2019, 21:35

სპორტი

კლაუდიო რანიერი სამპდორიას მწვრთნელად დაინიშნა

„რომას“ ყოფილი მწვრთნელი ისევ იტალიური კლუბის მენეჯერად დაინიშნა. კლაუდიო რანიერი გენუის „სამპდორიას“ ჩაიბარებს. „სამპდორიას“ შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებას აქვს. კლუბი იტალიის ჩემპიონატში ცხრილის ბოლოშია. რანიერი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა.

დაფნ დორმანი

13 ოქტომბერი 2019, 21:09

მსოფლიო

ამერიკელმა ტრანსგენდერმა კომიკოსმა თავი მოიკლა

გამოსამშვიდობებელ პოსტში დორმანი წერს, რომ ბევრი იფიქრა, თუ როგორ დამშვიდობებოდა ახლობლებს და აღნიშნა, რომ შესაფერისი გზა ვერ იპოვა. ის წერილში ყველას პატიებას სთხოვს, ვინც მასზე გაბრაზებულია და იმედოვნებს, რომ მას კარგად გაიხსენებენ. ის 44 წლის იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

13 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიის ბანაკიდან ISIS-თან დაკავშირებული ადამიანების გაქცევას დეზინფორმაციას უწოდებს

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ბანაკიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების გაქცევის შესახებ ცნობას თურქეთის პრეზიდენტი დეზინფორმაციას უწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამის მიზანი დასავლეთის პროვოცირებაა.

მაშველები

13 ოქტომბერი 2019, 20:47

საქართველო

ჯუთას მწვერვალზე საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს.

მარკ ესპერი

13 ოქტომბერი 2019, 20:38

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ სირიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

აშშ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილი 1 000 ჯარისკაცის გასაყვანად მზად არის, ამის მიზეზად კი რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციას ასახელებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ სესპერმა განაცხადა.

 გორის რაიონული სასამართლო

13 ოქტომბერი 2019, 20:18

ძალოვნები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს გაიმართება.

13 ოქტომბერი 2019, 20:14

სპორტი

ამერიკელ მოკრივეს ნოკაუტის გამო თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს

შეხვედრის მეათე რაუნდში დეიმ რამდენიმე დარტყმის შედეგადაც ნოკაუტი მიიღო. 27 წლის მოკრივე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის კომაშია, თუმცა უცნობია არის თუ არა კომა მედიკოსების მიერ ხელოვნურად გამოწვეული. პატრიკ დეის ანგარიშზე ამ დროისთვის 17 მოგება, 4 მარცხი და 1 ფრეა.

ზუგდიდი

13 ოქტომბერი 2019, 20:03

სპორტი

ზუგდიდში მიხეილ მესხის სახელობის ტურნირი გაიმართა

ტურნირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საფეხბურთო კლუბმა კოლხამ მოიგო. თამაშებში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ნორჩ ფეხბურთელთა გუნდი. გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი და მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა.

მიხეილ კობახიძე

13 ოქტომბერი 2019, 19:59

კულტურა

რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლისა გარდაიცვალა

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ იყო, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. მიხეილ კობახიძე „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის ერთ-ერთი მონაწილის, მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო.