imedi /  20 მარტი 2019, 15:50 / სანდო წყარო

კობახიძე: რევანშს ცდილობს ძალა რომელიც ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლოს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადებულ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

„არ უნდა მივცეთ არავის რევანშის საშუალება და არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკური შტურმის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ოპონენტებსაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არც ერთ ქვეყანაშია დადგენილი.

„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. აქ ვიღაცებმა „უპრეცედენტო“ სხვანაირად გაიგეს. „უპრეცედენტო“ არ არის „ძალიან“-ის სინონიმი. „უპრეცედენტო“ ნიშნავს, რომ ანალოგი არ აქვს ამ პროცედურას, არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. ზუსტად ამას ვგულისხმობთ ჩვენ. არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის დადგენილი არ არის. ამაზე თამამად შეგვიძლია ჩვენ საუბარი. მათ შორის, არსად გვხვდება რამდენიმე საფეხურიანი კენჭისყრა.

ზუსტად იმისთვის, რომ უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო პროცედურა, შემოვიღეთ რამდენიმე კენჭისყრა. თუ რამდენიმე კენჭისყრა იწვევს გაუგებრობას, შეგვიძლია დავუბრუნდეთ ერთ კენჭისყრას, რაც დეკემბერში იყო კრიტიკის საგანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები გაიზიარა და „კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად არის გათვალისწინებული“.

„გვაქვს მოლაპარაკებები კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და დღესაც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თუ ორ კვირაში არ მოესწრება ვენეციის კომისიის დასკვნის წარმოდგენა, მზად ვართ, კიდევ ორი კვირით გადავწიოთ საკითხის განხილვა. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, ორ კვირაში მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება, იმიტომ, რომ კოლაფსი შეიძლება გამოიწვიოს გაჭიანურებამ უზენაეს სასამართლოში. ივნისში რჩება 8 მოსამართლე, რაც არის კატასტროფა", - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და ჩანს, თუ ვის მიერ არის ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე.

„მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა და მიზანი არის კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ბრძოლა ოპონენტებთან ერთი ინსტიტუტისთვის, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ჩვენ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ. ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის, სასამართლოს ინსტიტუტისთვის, ბუნებრივია, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და მის მიერ კონტროლის მოპოვებას, რამე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება ჩვენი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა.

მისივე თქმით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა და იმავდროულად, შეუძლებელი იყო პერსონალური ცვლილებების განხორციელება, რადგან მმართველი გუნდი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებდა.

„აქ ხშირად ხდება ხოლმე არასწორად ციტირება. სიტყვებსაც კი ამახინჯებენ, თითქოს, ვიღაცები იყვნენ ცუდები და გახდნენ კარგები. თითქოს ასეთი რამ ითქვა. ჩემზე არის, ამ შემთხვევაში, საუბარი. საუბარია უმარტივეს რამეზე, რაც არის კლასიკა. კონკრეტულ სისტემაში ადამიანების ქცევა შეიძლება იყოს განსაზღვრული ერთი სახით და მეორე სისტემაში შეიძლება იყოს განსაზღვრული სხვა სახით.

აქ არის ზუსტად ამის მაგალითი მოცემული. იმ სტატისტიკით დასტურდება ის, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. შეუძლებელი იყო სისტემის ცვლილება, პერსონალური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა, თუმცა სისტემა გაჯანსაღდა არსებითად და ზუსტად ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის დაგვირგვინება არის ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, საბოლოო ამოცანა, ადამიანის უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ემსახურება ერთადერთ რამეს-თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს სტატისტიკა არ არის მშრალი ციფრები და რიცხვები. ამ სტატისტიკის უკან დგას ათი ათასობით ადამიანი, რომლის უფლებები არის დღეს სათანადოდ დაცული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:03

ძალოვნები

ნიკა მელია არ დააკავეს

ნიკა მელიას გირაო შეეფარადა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ტორპედო

27 ივნისი 2019, 16:01

სპორტი

ქუთაისში „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება. გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა კლუბის ბიუჯეტი.

პინგვინები

27 ივნისი 2019, 15:49

ტაბლოიდი

გეი აღლუმის ერთთვიან კამპანიას ლონდონის ზოოპარკი გეი პინგვინით შეუერთდა 🐧❤️🐧

ერთთვიანი გეი აღლუმის ფარგლებში, პინგვინების ვოლიერში დაამაგრეს ბანერი წარწერით: "ზოგიერთი პინგვინი - გეია. შეეგუეთ". ეს ლგბტქ+ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Stonewall-ის კამპანიის გამოძახილია. მათ ბანერის ვარიანტში პინგვინების ნაცვლად ადამიანებზე ეწერა.

ტუნისი

27 ივნისი 2019, 15:36

მსოფლიო

ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა

ტუნისის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დამთავრდა. აფეთქება შარლ დე გოლის გამზირზე მოხდა. როგორც AFP-ი წერს, აფეთქება საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა.

თვითმფრინავი

27 ივნისი 2019, 15:27

მსოფლიო

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონში განგაშის გამო დაეშვა

მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა. რეისი AI191 მუმბაიდან (ინდოეთი) ნიუარკში (აშშ) მიფრინავდა. მომხდარის შესახებ ინდოეთის ავიახაზებმა მიკრობლოგ Twitter-ზეც დაწერა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 15:19

ძალოვნები

ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებად უდგებიან

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადვოკატმა განაცხადა, პარლამენტარები მას თავდებში უდგებიან. ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

პარლამენტი

27 ივნისი 2019, 15:16

საქართველო

ვის და როდის შეუჩერა პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არც ისე ხშირად ხდება, თუმცა ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის მოყვანა მაინც არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ უახლოესი 13 წლის განმავლობაში მომხდარ ასეთ შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

27 ივნისი 2019, 15:03

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილი და მასტერა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და "მასტერა" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან. სასამართლოში მთავარ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე, პირველ ივლისს დაიკითხებიან. პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა.

უეინ რუნი

27 ივნისი 2019, 14:49

სპორტი

უეინ რუნიმ გოლი საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით გაიტანა

რუნიმ ანგარიში მეათე წუთზე გახსნა და მისი ერთადერთი გოლით „დი სი იუნაიტედმა“ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისელისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში მეცხრე გოლი იყო, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ლევან იზორია

27 ივნისი 2019, 14:46

საქართველო

ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და იეს სტოლტენბერგის მოადგიელს როუზ გოტმოლერს შეხვდება. ლევან იზორია დაესწრება ნატოში დაგეგმილ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას და კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

ტურიზმი

27 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

უწყებებმა დიპკორპუსს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. შშეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.

27 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილმდებარეობა Google

27 ივნისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

ადგილმდებარეობისა და ვებგვერდების ისტორიას Google-ი ავტომატურად წაშლის

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ფუნქცია Android-სა და iOS-ზე ეტაპობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოქმედდება. როგორც Google-ი ბლოგში წერს, ავტომატურად წაშლის ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში 3 და 18 თვეზე მეტი ხნის მონაცემები ავტომატურად წაიშლება.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 14:14

ძალოვნები

ნიკა მელია: თუ არ დამაკავებენ, გუშინდელი აქტი უკანონო იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა მელია საკუთარ პროცესზე დასწრებას აპირებს. ოპოზიციის შეფასებით, ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა.

მამუკა ბახტაძე

27 ივნისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერი ბოლო დღეების მოვლენებზე სასაუბროდ დღეს მედიას შეხვდება

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს- ამის შესახებ მამუკა ბახტაძე Facebook-ზე წერს. როგორც პრემიერი ამბობს, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.

პავლე კუბლაშვილი

27 ივნისი 2019, 14:03

საქართველო

პავლე კუბლაშვილი შს მინისტრთან მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს

20 ივნისის აქციის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოების მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ის შუამავლის როლს ასრულებდა და შეეცადა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო.

გიორგი ვოლსკი

27 ივნისი 2019, 13:55

საქართველო

ვოლსკი ემხრობა უმრავლესობაში იმ დეპუტატებზე მსჯელობას, ვინც მელიაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენეტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ "კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ".

27 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ბრაზილელ სერჟანტს 39 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

38 წლის მანუელ სილვა როდრიგესი 25 ივნისს სევილიას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტის სათადარიგო თვითმფრინავში დააკავეს, რომელიც ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. თავად პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელიც საწვავის შესავსებად ლისაბონში დაეშვა.თავად პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი გუნდი ნარკოტიკების გადატანასთან არაფერ კავშირშია.

27 ივნისი 2019, 13:32

მსოფლიო

2015 წლის პარიზის ტერაქტების საქმეზე გერმანიაში ბოსნიის მოქალაქე დააკავეს

გერნმანიაში 39 წლის ბოსნიელი დააკავეს, რომელიც 2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სავადაუდო თანამზრახველია. ბელგიის მთავრობას მის დასაკავებლად ევროპული ორდერი ჰქონდა გაცემული. ბოსნიელი თავადასხმების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული ამჟამად სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება და შესაძლოა ის ბელგიურ მხარეს გადასცენ.

ტომ იორკი

27 ივნისი 2019, 13:19

კულტურა

ტომ იორკმა სოლო ალბომი Anima გამოუშვა 🎵

სპეციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია Anima-ს CD-ის და ვინილის შეკვეთა. ისინი ხელმისაწვდომი 19 ივლისამდე იქნება. ვინილის ვერსია დამატებით 10 ტრეკს შეიცავს.ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით სპეციალური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა, რომლის რეჟისორიც პოლ ტომას ანდერსონია.