imedi /  21 მარტი 2019, 20:32 / სანდო წყარო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი  რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის სესიაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. მთავარი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო.

მინისტრმა დეტალურად აღწერა ყველა შეუსრულებელი ვალდებულება, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პასუხისმგებლობა იყო. ილაპარაკა იმაზეც, რამდენჯერ და რა მიზეზით ითხოვა კონსორციუმმა ხელშეკრულებით დადგენილი ვადების გადავადება. ვიცეპრემიერის განცხადებით, სახელმწიფო სესხების გამცემი ბანკების მოთხოვნებზე წასვლას და გადამხდელების ხარჯზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

"როდესაც ანაკლიის პროექტი დავიწყეთ ფოთის და ბათუმის პორტები უკვე არსებობდა და ამის შესახებ იცოდა  როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, ისე იმ 12-მა კომპანიამ, რომელმაც გამოთქვა ინტერესი. ასე, რომ ეს არავისთვის ყოფილა სიახლე.  უფრო მეტიც - ფოთი, რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებს გეგმებს გაფართოების შესახებ, სამწუხაროდ ამ გეგმების რეალიზაციას ჩვენ ვერ ვხედავთ. ფოთის და ბათუმის პორტების პრივატიზება თქვენი ხელისუფლების დროს განხორციელდა  და კარგად იცით, რომ ამ ხელშეკრულებებში არ არის ჩადებული არანაირი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფომ რამენაირად შეზღუდოს ამ პორტების საქმიანობა და როდესაც თებერვალში გამოცხადდა კონსორციუმი გამარჯვებულად, მარტში უკვე მოგვმართა თხოვნით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის მიგვენიჭებინა ექსკლუზივი და ჩვენ რა თქმა უნდა ვთქვით უარი. ამიტომ დღეს რა განცხადებებიც კეთდება, რომ ფოთის პორტს, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს ან კიდევ სხვას აქვს ინტერესი -  არის სპეკულაცია,“- განაცხადა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე.  

ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი ინვესტორის სასარგებლოდ სხვა ინვესტორისა და სხვა კერძო ოპერატორის უფლებების შეზღუდვა მიუღებელია.

"თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უნდა შეექმნა ტვირთების დამატებითი ნაკადი. და როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ფოთის პორტი ამუშავებს შავ ზღვაზე არსებული გემების მხოლოდ 25 % -ს, ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს შესაბამისი პარამეტრების და ტექნიკური აღჭურვილობის პორტები, ეს არ ეხება მხოლოდ სიღრმეს, ეხება ასევე საფასო პოლიტიკას, მომსახურების ხარისხს და ა.შ. ანაკლიის პორტს სწორედ ეს ნაკადები უნდა შეექმნა და ამიტომ ვსაუბრობთ ანაკლიის განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე, როგორც ეკონომიკური ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით“  -  აღნიშნა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

მაია ცქიტიშვილს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმინეს.

ყველა სიახლე

აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან

18 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან. დაკავებული 21 წლის მირო მარკელიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის გათავისუფლებას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. აქციაზე დაკავებულის მამამ სხეულზე დაზიანება მიიყენა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი

18 აპრილი 2019, 11:53

მსოფლიო

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო , რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა.

საკანონმდებლო მაცნე

18 აპრილი 2019, 11:48

საქართველო

ქართული ენა EuroTermBank-ის საერთაშორისო ტერმინოლოგიურ რესურსს დაემატა

ამ სიახლის მეშვეობით დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქეები უსასყიდლოდ მოიძიებენ როგორც ქართული ტერმინის შესატყვისს სხვადასხვა ენაზე, ასევე - ინგლისური ტერმინის ქართულ შესატყვისს. ახლა საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზაში სულ 42 ენაა.

ბაგრატიონები

18 აპრილი 2019, 11:43

საქართველო

დავით ბაგრატიონის თქმით მას აქვს კომპრომატი თუ როგორ სცემს ანა ბაგრატიონი მათ შვილს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, მას ოთხი დღის წინ მუხრანელის დავალებით, დავით ბაგრატიონის ადვოკატი დაუკავშირდა და მისი სიტყვები გადასცა. მუხრანელის თქმით, მას ანას წინააღმდეგ შვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩანაწერი აქვს.

გიორგი ქობულია

18 აპრილი 2019, 11:35

საქართველო

ქობულია: მე ნუ მეკითხებით, მინისტრების გაშვების გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მედიამ, ამ თემაზე კითხვები პრემიერმინისტრს უნდა დაუსვას. მისი თქმით, საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას ის იღებს.

18 აპრილი 2019, 11:29

ეკონომიკა

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

18 აპრილი 2019, 11:29

საქართველო

თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის(NO2) და მყარი ნაწილაკების(PM10) კონცენტრაცია ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. ასევე თბილისში გასულ კვირას ჰაერში ტყვიის კონცენტრაციაზე კვლევა 4 ლოკაციაზე ჩატარდა, თუმცა ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა არ აღემეტებოდა დასაშვებ ნორმას.

ღალატი

18 აპრილი 2019, 11:24

ტაბლოიდი

კვლევა: კაცებს ღალატი სახეზე უფრო ეტყობათ, ვიდრე ქალებს

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, კაცების სახის გამომეტყველების მიხედვით ღალატი უფრო ადვილად ამოსაცნობია, ქალების შემთხვევაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევის შედეგები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

samsung

18 აპრილი 2019, 11:17

ტექნოლოგიები

ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მიცემული დასაკეცეკრანიანი Samsung-ი ორ დღეში გაუფუჭდათ

სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეცი სმარტფონებს, რომლებიც მათ ტესტირებისთვის მისცეს, ეკრანები გაუფუჭდა. ყველა მათგანს მობილური ტელეფონი გაფუჭებამდე ორი დღით ადრე მისცეს.

ბრედლი უელში

18 აპრილი 2019, 10:57

კულტურა

შოტლანდიაში Trainspotting 2-ის მსახიობი ბრედლი უელში მოკლეს

შემთხვევაში ედინბურგის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელმა მსახიობს თავში ესროლა. ის შემთხვევის ადგილზე ექიმების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრედლი უელში 42 წლის იყო. წარსულში ის კრივით იყო დაკავებული, 2009 წელს კი უელში სერიალში Danny Dyer’s Deadliest Men გადაიღეს.

ტაივანი

18 აპრილი 2019, 10:39

მსოფლიო

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქი ჰუალინი იყო. როგორც Aljazeera იუწყება, მიწისძვრის გამო დროებით შეფერხდა მეტროთი გადაადგილება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სკოლებიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.

18 აპრილი 2019, 10:33

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება, ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის კანონპროექტში.

თბილისის მერია

18 აპრილი 2019, 10:30

საქართველო

კალაძე: ლითონის ხიდები მოიხსნება იქ, სადაც ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა მომზადებულია

თბილისის მერიამ დედაქალაქში საფეხმავლო რკინის ხიდების დემონტაჟი დაიწყო. როგორც მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

18 აპრილი 2019, 10:17

საქართველო

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა

„ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა შემცირებულია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი შედეგები არ მოუტანია“- წერია ნგარიშში.

ტაქსები

18 აპრილი 2019, 10:14

საქართველო

ტაქსის მძღოლები ითხოვენ B კატეგორიის მძღოლებს ტრაფარეტის დადგმის უფლება მიეცეთ

ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება გააკეთეს. განცხადება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, არჩილ არჯევანიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტაქსის მძღოლები მზად არიან საპროტესტო აქციებიდან მოლაპარაკებების რეჟიმში გადაინაცვლონ.

სუსი

18 აპრილი 2019, 09:55

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ბრალდებით გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

ჰეროინი

18 აპრილი 2019, 09:38

ძალოვნები

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – „ჰეროინი“ ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალბანეთი

18 აპრილი 2019, 09:25

მსოფლიო

ალბანეთის მოქალაქეებს შესაძლოა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩერდეთ

კონსესუსის შემთხვევაში, ევროკომისიას წარედგინება განაცხადი, რომელიც უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს. ნიდერლანდების შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დისკუსიის მიზეზი ალბანური მაფიის დანაშაულებრივი ქმედებები გახდა.

ტარიელ ონიანი

18 აპრილი 2019, 09:07

მსოფლიო

რუსული მედია: ტარიელ ონიანს რუსეთიდან ესპანეთში გააძევებენ

მას ამ ეტაპზე 40 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ონიანი ციხეში 19 მაისამდე დარჩება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვისთანავე ტარიელ ონიანის ესპანეთში ექსტრადირება მოხდება.

უკრაინა მეზღვაურები

18 აპრილი 2019, 08:54

მსოფლიო

რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს პატიმრობა გაუხანგრძლივა

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა იმართება. დაკავების და პატიმრობის ფაქტს გმობენ კიევში. მეზღვაურების გათავისუფლებისა და გემების დაბრუნების მოთხოვნით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.