imedi /  21 მარტი 2019, 20:50 / სანდო წყარო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

ტელეკომპანია „იმედმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ნატოს გენერალურ მდივანთან და გზავნილები მოისმინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

"მოუთმენლად ველოდები საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და შეხვედრებს. გვაქვს ძალიან კარგი მიზეზი და ეს არის ნატო - საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2019. ამ ღონისძიების მიზანია ჩვენი სამხედრო ძალების წვრთნა იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ერთად მუშაობა, დავალებების და ამოცანების შესრულება, თავსებადობის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის , მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის დემონსტრირებისთვის. ეს არის ნათელი დასტური იმის, რომ ნატო და საქართველო ერთად მუშაობენ. 

ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ღირებულია და ეს კავშირი არის მტკიცე. მინდა ასევე განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ეს წვრთნები იმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში.ეს არის პლატფორმა სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ეს აუცილებლად დაეხმარება საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, რადგან ეს დაეხმარება საქართველოს შეირაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაღიარებთ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს. იმ რეფორმებს და გეგმებს , რომლებიც მიმართულია თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებისკენ და შეირაღებული ძალების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად.

უფრო მეტიც, ჩვენ ვართ მოხიბლული და შთაბეჭდილებების ქვეშ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ და ამ შედეგს ყველა ხედავს. ამ წვრთნებით ჩვენ დაგეხმარებით შემდგომი პროგრესის მიღწევაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წვრთნები კარგია ნატოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ ვწვრთნით ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს და ვაუმჯობესებთ მათ უნარებს, რომ ერთად უკეთესად შეასრულონ მისია. ამიტომაც, ერთობლივი წვრთნები სასარგებლოა ნატოსთვის და სასარგებლოა საქართველოსთვის,"- თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა თბილისში ჩამოსვლამდე რუსეთს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება. 

"ეს არის თავდაცვითი წვრთნები და არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. უფრო მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ყველა ქვეყანას და რა თქმა უნდა ,მათ შორის საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, რომ გაწვრთნას შეიარაღებული ძალები და უფრო მეტიც, გაწვრთნას მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად. ამას ვაკეთებთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი საქართველო. საერთო ჯამში წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სიტუაცია ასეთია. რუსეთს სურს, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივ წვრთნებს მისცეს პროვოკაციის სახე და რუსეთს სურს წარმოაჩინოს ისეთი მსოფლიო, სადაც დიდ ქვეყნებს აქვთ გავლენის სფეროები და დიდი ქვეყნები მეზობელი სახელმწიფოების ნაცვლად წყვეტენ რა სურთ მათ, რა უნდა გააკეთონ და რა არა. ეს თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რაზეც დგას ეს ორგანიზაცია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს , საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს , თუ რისი გაკეთება სურს მის საზღვრებში, ვისთან სურს მეგობრობა,"- განმარტა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კითხვაზე კი თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი სტოლტენბერგმა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

"საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, იმისთვის რომ გაძლიერდეს და მოხდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების შემდგომი მოდერნიზება. საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში , ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ის ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც საქართველო დააკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. მინდა განვაცხადო, რომ ეს არის სწორედ ის, რასაც საქართველო აკეთებს. ჩვენ გეხმარებით, რომ გააკეთოთ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი აუცილებელია კონსენსუსი ნატოში. ჩვენ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ ვიღებთ კონსენსუსის საფუძველზე. ორგანიზაციის ყველა წევრი შეთანხმდა ნატოს სამიტზე გასული წლის ივლისში, რომ ჩვენ ვართ ერთგული 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების. 2008 წელს ბუქარესტში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რასაც ნატო საქართველოში უკვე აკეთებს. ნატო არის წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ გვაქვს ნატო - საქართველოს კომისია, უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგი, წლიური ეროვნული პროგრამა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ვმუშაობთ ერთად წარმატებით და ბევრ სფეროში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია არსებით ნაწილზე, ნატოს მხრიდან პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებაზე და ჩვენ ვართ მადლიერი იმ დახმარებით, რა დახმარებასაც საქართველო ნატოს უწევს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე,"- განმარტა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა.

ყველა სიახლე

ია კერზაია

18 აპრილი 2019, 14:22

ძალოვნები

ია კერზაიას შვილს პროკურატურაში საქმის მასალებს აცნობენ

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს ეცნობა. ამ წუთებში ბაჩანა შენგელია ადვოკატთან ერთდა გენერალურ პროკურატურაში იმყოფება. მას ეჭვი აქვს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, რადგან განათლების მინისტრი არ დაკითხულა.

საბერძნეთი

18 აპრილი 2019, 14:15

მსოფლიო

საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს

საუბარია 270 მილიარდ ევროზე, რომელიც ბერძენი დეპუტატების აზრით, გერმანიამ პირველი და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში საბერძნეთისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად უნდა გადაიხადოს. საბერძნეთის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღო.

ვლადიმერ ზელენსკი

18 აპრილი 2019, 14:07

მსოფლიო

ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადატანა სურს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა შენობაში გადატანა სურს. ამის შესახებ მან РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გადაიტანს თუ არა ის ადმინისტრაციას სხვა შენობაში, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სურს.

18 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ექიმები

18 აპრილი 2019, 13:59

საქართველო

მედპერსონალის შეურაცხყოფა კანონით დაისჯება

ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება

ეკა ბესელია

18 აპრილი 2019, 13:59

საქართველო

ბესელიას თქმით, უმრავლესობა ცრუობს როცა ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა

"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუნქტებს გაითვალისწინებს. რაც შეეხება პოლიტიკური ხასიათის რეკომენდაციებს, ისინი განიხილება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას.

ნავთობი

18 აპრილი 2019, 13:54

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში ნავთობის ექსპორტი აკრძალა

რუსეთმა უკრაინაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. გარდა ამისა, უკრაინის „არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“ რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალული უკრაინული საქონლის სახეობების სია გააფართოვა.

18 აპრილი 2019, 13:53

ეკონომიკა

საქართველოში ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა გაიზარდა

18 აპრილიდან ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით გაეზრდათ და 28%-ს გაუტოლდა. ცვლილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს მიიღო. რომლის შედეგადაც სარეზერვო მოთხოვნა 16 მაისს 28%-დან 30%-მდე გაიზრდება.

Facebook

18 აპრილი 2019, 13:38

ტექნოლოგიები

Facebook-მა შემთხვევით 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის კონტაქტები მოიპოვა

Facebook-მა „შემთხვევით“ 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის კონტაქტები მოიპოვა. გამოცემა Business Insider-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. კომპანიამ უკვე გამოასწორა ხარვეზი და გაუგზავნა შეტყობინება ყველა მომხმარებელს, ვისი კონტაქტებიც ძალაუნებურად მიიღო.

ვლადიმერ ზელენსკი

18 აპრილი 2019, 13:19

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს მტერი უწოდა

კითხვაზე, არის თუ არა პუტინი უკრაინის მტერი, ზელენსკი მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „რა თქმა უნდა.“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ღიად განაცხადა, რომ დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია და გამარჯვების შემთხვევაში არც დონბასელ სეპარატისტთა ამნისტირებას აპირებს

18 აპრილი 2019, 13:10

კულტურა

„უცნაური ამბების“ ავტორები იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს

მათ სერიალის იდეის მოპარვაში ჩარლი კესლერი ადანაშაულებს, რომლის მტკიცებით, ანალოგიური პროექტი 2014 წელს ტრაიბეკას კინოფესტივალზე წარადგინა. ძმები დაფერები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ იდეა მათ ეკუთვნით. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მაისს გაიმართება.

სასამართლო

18 აპრილი 2019, 13:06

საქართველო

მესამე სექტორი მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შეცვლას ითხოვს

არასამთავრობოების განცხადებით, მიუხედავად მოსამართლეთა სიმცირისა და სასამართლოების გადატვირთულობისა, 2 წლის განმავლობაში: 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლას მსმენელები არ მიუღია. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობას.

18 აპრილი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

ბრიტანული Jaguar I-Pace აშშ-ში წლის ავტომობილად დასახელდა

ბრიტანულმა ელექტრომობილმა Jaguar I-Pace -მა წლის ავტომობილის სტატუსი მიიღო. World Car Awards 2019-ი ნიუ-იორკში გაიმართა.ასევე Jaguar I-Pace გაიმარჯვა ნომინაციაში ყველაზე ეკოლოგიური ავტომობილი. ლიდერების სამეულში დასახელდა Audi e-tron-ი და Volvo S60/V60.

ქალის ცემა

18 აპრილი 2019, 12:48

ტაბლოიდი

ყატარელი სოციოლოგი კაცებს ცოლების ცემას ვიდეოგაკვეთილით ასწავლის

ვიდეორგოლში მისი არასრულწლოვანი ვაჟიც მონაწილეობს, რომელიც მამისგან გაკვეთილებს იღებს. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სოციოლოგს ქალზე ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ, ის გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც.

მეჩეთი

18 აპრილი 2019, 12:48

მსოფლიო

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს. ოფიციალური მონაცემები სალაფიტური ორგანიზაციების რიცხვის შესახებ ბელგიის ხელისუფლებას არ გააჩნია, თუმცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი კუნ გინსი ადასტურებს, რომ „სალაფიზმთან დაკავშირებული ჯგუფების რიცხვი ნამდვილად იზრდება“.

პაკისტანი

18 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

პაკისტანში ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს შემდეგ კი დახოცეს

Aljazeera-ს ცნობით, მებრძოლებმა ადამიანები გაიტაცეს, შემდეგ კი შორიახლოს მდებარე მთებში დახოცეს. ოფიციალური პირების განცხადებით, გატაცებულ პირებს შორის ცოცხალი ვერავინ გადარჩა, ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

პარლამენტი

18 აპრილი 2019, 12:23

საქართველო

პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა და მალევე კობახიძემ შესვენება გამოაცხადა

დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ ტრიბუნა ანრი ოხანაშვილს უნდა დათმობოდა, რადგან დღის წესრიგით გათვალისწინებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

ქართული ოცნება

18 აპრილი 2019, 12:10

საქართველო

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ პუნქტებს გაითვალისწინებს.

აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან

18 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

მირო მარკელია რამდენიმე თვის წინ კახათში ახალგაზრდა მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მირო მარკელიას წინააღმდეგ მისცა. გამოძიება მარკელიას წინააღმდეგ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 5-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას

ნუსრათ ჯაჰან რაფი

18 აპრილი 2019, 11:53

მსოფლიო

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო , რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა.