imedi /  22 მარტი 2019, 20:13 / სანდო წყარო

ჯეიმს აპატურაის თქმით, ჟენევის ფორმატს დღეს ალტერნატივა არ აქვს

ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამის შესახებ მან "ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ჩარჩოებს და საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს უნდა დაუბრუნდეს.

"ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოსთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რასაც რუსეთი დღემდე აკეთებს, ნატოს გენერალურ მდივანი და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ყოველთვის ამბობენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატო აგრეძელებს ასპირანტი ქვეყნის მხარდაჭერას და ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, რომ უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების ჩარჩოებს, საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაის თქმით.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადებს, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულონ აღებული ვალდებულებები. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას. მუდმივ კონტაქტზე ვართ თბილისში ჩვენს სამეკავშირეო ოფისთან და მონიტორინგს ვუწევთ პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს. ძალიან კარგად ვიცით, რომ შედეგი არ არის და ეს იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. ჩვენც ვაღიარებთ, რომ პროცესი არსად მიდის, მაგრამ ეს არის ერთადერთი საშუალება რაც გვაქვს. საქართველო არ აკლებს მცდელობას და ამას ჩვენ პატივს ვცემთ. რა შეიძლება იყოს მეტი? არ ვიცი და ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი არ არის ნატოს მანდატი. ახლა ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს. თუ იქნება სიახლე, რომელსაც ნატოს წევრები მხარს დაუჭერენ, ეს სხვა მსჯელობის თემაა", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

მისი განცხადებით, ნატოს კარი ღიაა და ამის მაგალითია მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

"საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ორგანიზაციის კარი ღიაა. ჩვენ ვიცით რაზე ვსაუბრობთ და ვიცავთ პირობას. მივყვებით ჩვენს პოლიტიკას, ვართ ერთგული პრინციპების და ღირებულებების. ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ მომავალში გაწევრიანება. ტრამპა მოვისმინე, რომ წამოწია საკითხი მომავალში ბრაზილიის წევრობაზე. მე არ ვარ დარწმუნებული , რომ ეს ხვალ მოხდება, მაგრამ ევროპულ კონტექსტში ჩვენი პოზიცია ნათელია", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კვირას თბილისში, გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად ჩამოვა.

ყველა სიახლე

მიშელ პლატინი

19 ივნისი 2019, 08:08

სპორტი

მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინიმ კორუფციული გარიგებებით, გავლენა მოახდინა FIFA-ს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება.

ბაღები

19 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

ვულკანი

19 ივნისი 2019, 00:57

ტაბლოიდი

თვითმფრინავიდან მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო

თვითმფრინავის მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო ABC News-ის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში პოპოკატეპეტლის ვულკანი ჰაერში ფერფლის მასას ისვრის, წარმოქმნილი კვამლის ფერი კი მზის ჩასვლის გამო ვარდისფერია.

ფრანჩესკო ტოტი

19 ივნისი 2019, 00:48

სპორტი

მედია: „რომა“ ტოტის სასამართლოში უჩივლებს

საფეხბურთო კლუბ „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა უკმაყოფილოა კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელისა და ყოფილი ტექნიკური დირექტორის ფრანჩესკო ტოტის განცხადებებით. იტალიური მედიის ინფორმაციით, პალოტა აპირებს, კლუბის ყოფილ კაპიტანს სასამართლოში უჩივლოს, ვინაიდან თვლის, რომ ტოტის კრიტიკამ გუნდის იმიჯი დააზარალა.

მთვარე

19 ივნისი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

Apollo-ს ასტრონავტებმა მთვარეზე პირველი დაჯდომიდან 50 წლის იუბილე აღნიშნეს

87 წლის უოლტერ კანინგჰემი აპოლო 11 მისიის წევრი იყო, 87 წლის ელ უორდენი აპოლო 15-ის, ხოლო 83 წლის ჩარლი დიუკმა, რომელმაც მთვარეზე აპოლო 16-ის მისიის ფარგლებში გაიარა, ავიაშოუზე საზოგადოებას გამოცდილების შესახებ მოუთხრო.

თვითმფრინავი

19 ივნისი 2019, 00:21

ეკონომიკა

ფილიპინურმა ავიაგადამზიდავმა Airbus-ს 31 თვითმფრინავი შეუკვეთა

შეთანხმების მიხედვით, ფილიპინური კომპანია Airbus-ისგან მცირე ზომის, A321XLR ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებს იყიდის. შეთახნმების ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. შეთანხმებაში ასევე მითითებულია 16 A330neo-ტიპის და 5 A320neo ტიპის ვერტმფრენების შესახებ, რომლებიც ძირითადად საშუალო მანძილზე ფრენისთვის გამოიყენება.

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარი

19 ივნისი 2019, 00:19

მსოფლიო

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ვენესუელის სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა, რომელიც კოლუბმიის ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10 ადამიანი.

აშშ

18 ივნისი 2019, 23:58

მსოფლიო

ტრამპი სი ძინპინს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდება, რომელიც 28-29 ივნისს ოსაკაში, იაპონიაში გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაპოსტა. მისი განცხადებით, მხარები სამიტამდე დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

ესპანეთის პოლიცია

18 ივნისი 2019, 23:43

მსოფლიო

ესპანეთში გემზე 10 ტონა ჰაშიში აღმოაჩინეს

საქმეზე გამოძიება ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც საბაჟო კონტროლის საზღვაო დაზვერვის სამმართველომ გემის ეკიპაჟის უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, რის შემდეგაც გემზე თვალთვალი დაწესდა. გემის დაკავების ოპერაციაში იტალიელი, ფრანგი და თურქი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

თბილისი პრაიდი

18 ივნისი 2019, 23:29

საქართველო

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

Amnesty International-ი „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატოს „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის შესახებ გეგმები და დაუყოვნებლივ გაატაროს ძალადობის აღსაკვეთად რეალური და ეფექტური ზომები.

18 ივნისი 2019, 23:20

ტექნოლოგიები

როგორ მოვიშორო აქცენტი უცხო ენაზე საუბრისას. რეკომენდაცია

ძლიერმა აქცენტმა, ისევე როგორც ეგზოტიკურმა კილომ, შესაძლოა, თქვენს კარიერას ხელი შეუშალოს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს პრესტიჟული ორგანიზაციები მაღალი რანგის თანამდებობებზე უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანების დანიშვნას, რომლებიც სტანდარტული ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ლაპარაკობენ.

BMW E60

18 ივნისი 2019, 23:18

ეკონომიკა

მედია: BMW ევროპიდან 560 000 ავტომობილს გაიწვევს

ავტომობილების გაწვევის მიზეზი აკუმულატორის შემონაკერზე კოროზიის გაჩენის საშიშროება გახდა, რამაც თეორიაში შესაძლოა გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. „ჩვენი გათვლებით, 60% შემთხვევაში რემონტი საჭირო არ გახდება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სკუტერი

18 ივნისი 2019, 23:04

მსოფლიო

ევროპაში ელექტროსკუტერების გამო ავარიების შესამცირებლად რეგულაციები შემოიღეს

გასულ კვირას საფრანგეთში, პარიზში 25 წლის ბიჭი, რომელიც ელექტრონული სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში დაიღუპა. ეს ელექტრონული სკუტერის მძღოლის დაღუპვის პირველი შემთხვევა იყო საფრანგეთში. პარიზში ელექტრონულ სკუტერებთან დაკავშირებით კონტროლი ივნისიდან დაიწყო.

ალექსეი ნავალნი

18 ივნისი 2019, 22:29

მსოფლიო

WSJ: ისრაელური საგამოძიებო კომპანია ნავალნიზე კომპრომატების მოძიებას ცდილობდა

კომპრომატების შეგროვების მცდელობის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმირ აშურკოვმა განაცხადა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, 2017 წელს მათ შეხვდა პირი, რომელიც გაეცნო როგორც პატრიკ დაიანი, რომელმაც აშურკოვს ლონდონში ღონისძიების ორგანიზება შესთავაზა.

ჯო-ვილფრედ ცონგა - ბენუა პერი

18 ივნისი 2019, 22:15

სპორტი

ჩოგბურთელებმა მატჩი შეწყვიტეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ვიდეო

ფრანგმა ჩოგბურთელებმა ჯო-ვილფრედ ცონგამ და ბენუა პერმა, რომლებიც ერთმანეთს გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ხვდებოდნენ, მაყურებლები გაამხიარულეს. საბოლოო ჯამში მატჩში გამარჯვება ცონგამ იზეიმა - 6:4, 7:5.

პრაიდი

18 ივნისი 2019, 22:02

საქართველო

საპატრიარქო: ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია

საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. წერია, შეხვედრაზე ითქვა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

მიწისძვრა ცუნამი

18 ივნისი 2019, 21:46

მსოფლიო

იაპონიაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ელოდებიან

ივარაუდება, რომ ცუნამი გარდაუვალია იამაგატას, ნიიგატას და იშიკავას სანაპიროებზე. ჯამში ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხი დასახლებული სანაპიროს შესახებ გაიცა. სააგენტოს მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ დატოვოს ტერიტორია, არ შევიდეს წყალში იქამდე სანამ ახალი რეკომენდაცია არ გამოიცემა.

მარკ ესპერი

18 ივნისი 2019, 21:40

მსოფლიო

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას მარკ ესპერი შეასრულებს

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას აშშ-ის არმიის მდივანი მარკ ესპერი შეასრულებს. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. აქამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის 1 იანვარს დაინიშნა.

კიბერთავდასხმა

18 ივნისი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

უკრაინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

ბანკის ძირითადი, მთავარი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გადახდების სისტემა არ დაზიანებულა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. ბანკი იძულებული გახდა ეროვნული ვალუტის, გრივნის 19 ივნისის კურსის შესახებ ცნობა Facebook-ზე გამოექვეყნებინა.

ბორის ჯონსონი

18 ივნისი 2019, 21:26

მსოფლიო

ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში პოზიციები გაიმყარა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში ექსსაგარეო მინისტრმა ბორის ჯონსონმა საკუთარი უპირატესობა გაზარდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც კენჭისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, მეორე ტურში ჯონსონს მხარი კონსერვატიული პარტიის 313 დეპუტატიდან 126-მა დაუჭირა, რაც პირველი ტურის შედეგებს 12 ხმით აღემატება.