imedi /  22 მარტი 2019, 20:23 / სანდო წყარო

რამდენად ეფექტიანია საქართველოში ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

ოჯახში ძალადობა

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამაზე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რადგან მსხვერპლი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშში წერს, რომელიც 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2018 წლის სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია. უწყების ინფორმაციით, 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იყოს გამოწვეული. 2017 წელს ოჯახში ძალადობის ინციდენტზე „112-ში“დაფიქსირებულია 22,478 შეტყობინება, ხოლო შსს-ს მიერ რეგისტრირებულია 2,192 ოჯახური დანაშაულის შემთხვევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. შედეგად, აუდიტის სამსახური წერს, რომ არავინ აკონტროლებს იმას, მართლაც არის თუ არა მსხვერპლი დაცული მოძალადისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ. 

აუდიტის სამსახური ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მექნიზმად ითვლება ქცევის კორექციის კურსი. მართალია საქართველოში კანონით გათვალისწინებულია მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა, მაგრამ მსგავსი სერვისი რეალურად არ არსებობს.

"სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა ნიშნავს, რომ მოძალადემ უნდა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რითაც დაზარალებულს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ასეთი პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება სლოვენიაში და მისი მიზანია დისკომფორტი და ბარიერი შეუქმნას მოძალადეს, რაც მას ძალადობის გამეორების სტიმულს დაუკარგავს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საქართველოს პრაქტიკით კი რიგ შემთხვევებში, საცხოვრებელი ადგილიდან მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული პირების გარიდება ხდება", - წერია ანგარიშში.

როგორია ოჯახში ძალადობის 2015-2017 წლების სტატისტიკა, აუდიტის სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გრაფიკა გააკეთა

ყველა სიახლე

ირმა ინაშვილი

20 ივნისი 2019, 20:33

საქართველო

ინაშვილი გავრილოვის ინციდენტს დადგმულს უწოდებს

„რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! ისევ ვამბობ: მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა“, - დაწერა ინაშვილმა Facebook-ზე.

ვატო შაქარიშვილი
ჯაბა ჯიშკარიანი

20 ივნისი 2019, 20:09

საქართველო

პარლამენტთან ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 20:06

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. LIVE

„სირცხვილია“ ამ სახელწოდების აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „ნაციონალური მოძღაობის“ წევრები მიმართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეების ამ მოთხოვნას რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

საჰაერო ბურთი ლუქსორთან

20 ივნისი 2019, 19:43

მსოფლიო

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა საჰაერო ბურთი მთაში გაიტაცა

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა მთაში საჰაერო ბურთი გაიტაცა, რომელზეც 11 ტურისტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო იუწყება. ინციდენტი ლუქსორის მახლობლად მოხდა. ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ჩინეთის 5, ინდოეთის 4, დიდი ბრიტანეთის 1 და ეგვიპტის 1 მოქალაქე იმყოფებოდნენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

20 ივნისი 2019, 19:38

საქართველო

გორისა და ატენის მიტროპოლიტი გავრილოვის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას საქართველოს საერთაშორისო სახისათვის დიდ მოვლენად აფასებს, რადგანაც მისი შეფასებით, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები.

გრიგორი კარასინი

20 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 19:07

საქართველო

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 19:01

საქართველო

სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია დატოვა

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ. მანამდე სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლებიც.

ფრედი მერკური

20 ივნისი 2019, 18:53

კულტურა

YouTube-ზე ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნდა

კომპანია Universal Music-მა YouTube-ზე ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა „Time Waits For No One“ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, სიმღერა მერკურის გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს არის ჩაწერილი და ის აუდიოს სახით არადროს გავრცელებულა.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 18:45

ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გადაიდო

ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო გადაიდო. ამის შესახებ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭომ განაცხადა. როგორც საბჭოში ამბობენ, ღონისძიება და მასთან დაკავშირებული აქტივობები 26 ივნისისთვის გადაიდო.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2019, 18:34

მსოფლიო

ტრამპი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდებას გამოეხმაურა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

საპატრიარქოსთან „გირჩის“ აქცია ტარდება

პოლიტიკურ გაერთიანების განცხადებით ხელისუფლებასთან ერთად თბილისში განვითრებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი მასპინძლობდნენ საქართველოს დედაქალაქში გამართულ ფორუმს. გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასეთ ფორუმებს რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ფოტო

ამ დროისთვის ეზოში სავარაუდოდ 200-მდე პოლიციელია. თვითონ პარლამენტში კი ვითარება მშვიდია. შენობაში მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. სხდომათა დარბაზში კი კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

სასამართლო

20 ივნისი 2019, 18:18

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ექიმს გირაო შეეფარდა

საქმეზე დაკავებულ ექიმს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარი, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

20 ივნისი 2019, 18:12

მსოფლიო

მიგრანტთა მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულებს უნგრეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც მოკლული მიგრანტთა ცხედრები ავსტრიაში, ავტომობილის ფურგონში იპოვეს. საქმეზე დაკავებული ოთხი პირი კრიმინალური დაჯგუფების წევრია, რომლებიც მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 ივნისი 2019, 17:52

საქართველო

საგარეო უწყება: სრულად ვიზიარებთ საზოგადოების სამართლიან პროტესტს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს პარლამენტში ამ ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებაზე.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 17:48

საქართველო

კალაძე: თბილისში მყოფი რუსეთის დელეგაცია საქართველოს დატოვებს

პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

20 ივნისი 2019, 17:45

ვიდეო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 17:39

საქართველო

სააკაშვილი გავრილოვის ინციდენტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა და კითხვას სვამს - ის რომ, გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?

ფილიპ ზდარი

20 ივნისი 2019, 17:37

კულტურა

პარიზში უბედურ შემთხვევას „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ემსხვერპლა

52 წლის ასაკში ფრანგული ელექტრონული დუეტის Cassius-ის წევრი ფილიპ სერბონეში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია მუსიკოსის აგენტზე დაყრდნობით წერს. მუსიკოსი, რომელიც ფილიპ ზდარის სახელით იყო ცნობილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის პარიზში, ერთ-ერთი მაღალი სართულის ფანჯრიდან გადავარდა.