imedi /  22 მარტი 2019, 21:35 / სანდო წყარო

გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. 

რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. დარსალიამ დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს არ ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის, დანიის, ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოსდელეგაციებმა და მოუწოდეს საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

22 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.

ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით, ხაზს უსვამს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებულიპირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებშიუსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისომონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებშიშესვლის საშუალება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება -მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაეროსადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაშიასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო - 41-ე და 42-ე სესიებზე.

ყველა სიახლე

რობოტი წამყვანი

19 აპრილი 2019, 00:23

ტექნოლოგიები

რუსეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს

ალექსი - ასე ჰქვია რობოტს, რომლის გამოჩენამაც ტელემაყურებლების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც ტელეარხი რობოტის მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. 2018 წელს ახალი ამბების წამყვანი რობოტი ჩინეთშიც შექმნეს.

მონტე კარლოს მასტერსი

19 აპრილი 2019, 00:05

სპორტი

მონტე კარლოს მასტერსის მეოთხედფინალური წყვილები დასახელდა

მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 5,585,030 ევროა. ტურნირი სათავეს 1969 წლიდან იღებს. შეჯიბრი 13 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. მონტე კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული.

CNN

18 აპრილი 2019, 23:47

მსოფლიო

CNN-მა ახალი პრომო წარადგინა. ვიდეო

აღსანიშნავია, რომ კომენტარებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გულშემატკივრები CNN-ს დეზინფორმაციის გამავრცელებელს უწოდებენ. თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპიც CNN-ის მიმართ ზოგადად ნეგატიურადაა განწყობილი.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 23:33

მსოფლიო

HBO ტრამპს „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით ტვიტების დადებას უკრძალავს

მანამდე ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების 448 გვერდიანი რედაქტირებული ანგარიში გამოაქვეყნა.

18 აპრილი 2019, 23:28

თემა

ზელენსკი თუ პოროშენკო? ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მოიპოვა, პეტრე პოროშენკომ კი - 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ პოროშენკოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატები შესთავაზა და თარიღად 19 აპრილი დაასახელა. კანდიდატები თავდაპირველად ამ თარიღზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით ოპონენტებისშტაბებმა სტადიონის იჯარაზე ხელშეკრულება გააფორმეს. დებატი 19 აპრილს საღამოს გაიმართება. ვლადიმერ ზელენსკიმ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოქალაქეებიპრეზიდენტ პოროშენკოს და მის დებატებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

თბილისის მეტრო

18 აპრილი 2019, 23:17

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი დასახელდა

ხარვეზის გამო მეტროპოლიტენის მუშაობა 22:00 საათზე, ნახევარი საათით შეფერხდა. ხარვეზის მიზეზი ძრავის გადახურება იყო, რის გამოც მატარებელი მეტროსადგურში „ისანი“ დაიცალა. ძრავის გადახურების მიზეზი ჯერ უცნობია, მომხდარს სფეროს სპეციალისტები სწავლობენ.

დავით გიორგობიანი და გიორგი ასათიანი

18 აპრილი 2019, 22:49

ტაბლოიდი

„ხარისხის არხი“: Next Level-ზე გადავდივართ

„ხარისხის არხი" სახელწოდებას იცვლის და 25 აპრილიდან „სამეფო არხი“ ეწოდება. „ხარისხის არხი“ 2012 წლიდან მაუწყებლობს. სატელევიზიო არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გადაცემა ახალი ფორმატით 27 აპრილს გავა ეთერში.

პოლიცია

18 აპრილი 2019, 22:45

ძალოვნები

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა

არსებული ინფორმაციით სწორედ ბეჟან გვაზავამ ესროლა ალიკა ლაგვილავას. გვაზავა გრიგოლიშის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ნინო ლომჯარია

18 აპრილი 2019, 22:33

საქართველო

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო. ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. „ამ დრომდე გაგრძელდა სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და ლოგიკურად ვეღარ მოესწრო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

18 აპრილი 2019, 22:31

ეკონომიკა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნოტრ-დამის აღსადგენად €500 ათასს გამოყოფს

ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა. „2024 წლის თამაშებისთვის რეკონსტრუქციის დასრულება დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის“, - წერს თომას ბახი.

მანქანები

18 აპრილი 2019, 22:22

ეკონომიკა

შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

"თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პეტრო პოროშენკო

18 აპრილი 2019, 21:44

მსოფლიო

წინასაარჩევნოდ პოროშენკო ამომრჩევლებს ტელეფონზე ურეკავს

პრეზიდენტი ამომჩევლებს მისი პროდასავლური კურსის მხარდაჭერასა და მის სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვს. 19 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლებს.

ალოიზ პეტერლე

18 აპრილი 2019, 21:38

მსოფლიო

ევროპარლამენტარმა ჰარმონიკაზე დაუკრა. ვიდეო

ევროპარლამენტარმა სიტყვის დასრულების შემდეგ ჰარმონიკის მეშვეობით შეასრულა ევროკავშირის ჰიმნი, რასაც მისი კოლეგების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს ჩვენი ვალდებულებაა ევროპა ერთიანი იყოს. მოდი აღვადგინოთ ნოტრ-დამი. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განმარტა ალოიზ პეტერლემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

18 აპრილი 2019, 21:32

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში შეიყვანა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება

18 აპრილი 2019, 21:27

კულტურა

ჯაზის დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება.ჯაზის საერთაშორისო დღე თბილისში „ირაკლი ლუის ამბასადორისა’’ და თბილისის მერიის ბიგბენდის კონცერტით აღინიშნება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 21:09

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. თურნავა აქამდე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა

დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების ანგარიშის სრული ვერსიის წაკითხვა სურთ და არა რედაქტირებულის. დემოკრატებს რობერტ მიულერის კონგრესში დაბარება და მისი გამოკითხვა სურთ.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:01

მსოფლიო

მიულერის ანგარიში: ტრამპმა სპეციალური გამომძიებლის გათავისუფლება სცადა

448-გვერდიანი რედაქტირებულ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქმის სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მიულერმა იმუშავა. მანამდე ტრამპის გუნდმა გამოძიების შედეგები პრეზიდენტის გამარჯვებად შეაფასა. საქმეზე გამოძიება თითქმის 2 წელი გრძელდებოდა.

18 აპრილი 2019, 20:51

ძალოვნები

საუდელი დები შსს-მ უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანა

საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა მიგრაციის დეპარტამენტის შენობა უკვე დატოვეს, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ უკვე დაწერეს უსაფრთხოების შესახებ განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ დების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

18 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე, სადაც ზაზა დავითაია დააკავეს. ვიდეო

დავითაიამ „ევროპელების“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიატორობის კანდიდატს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არის შალვა შავგულიძე მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით. წარსულის შეხსენებამ კი აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება გამოიწვია.