imedi /  24 მარტი 2019, 21:27 / სანდო წყარო

რა გეგმები აქვს ლადო აფხაზავას სამომავლოდ

ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავა

გლობალური ჯილდოს ფორუმზე აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი პედაგოგის ლადო აფხაზავას სწავლების მეთოდებით - როგორ ასწავლის მოსწავლეებს სჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ლადო აფხაზავა ფიქრობს, რომ ფინალში მოხვედრით, მსოფლიოს ქართველი მასწავლებელს სათქმელი უკვე უთხრა.

მთავარ ღონისძიებამდე დუბაიში მან ემოციური მასტერკლასით მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლების დიდი ოვაციები დაიმსახურა. ლადო აფხაზავა გახდა  ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი. ლადო აფხაზავამ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და კენიელ კოლეგას გამარჯვება მიულოცა.

"ამ კონკურსს წაგებული არ ჰყავს. როდესაც ათეულის წევრი ხდები, შენ ხარ მოგებული. ვულოცავ კენიის წარმომადგენელს. ეს არის ადამიანი, რომელიც სჭირდება მსოფლიოს. რაც შეეხება გეგმებს.. უკვე ჩავერთვები საერთაშორისო პროექტებში, ვიმუშავებ გლობალური მიმართულებით. ათეულის სახით ძალიან ბევრი საიმედო და საინტერესო პიროვნებები გავიცანი, რომლებთან ერთადაც ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ", - თქვა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ლადო აფხაზავამ.

ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, უბრალოდ მისი წარმატება იმაშია, რომ პროექტული მეთოდით სწავლება დაიწყო.

როცა მასწავლებელი გახდა, პირველი პროექტი იმაზე დაწერა, რომ სკოლის საპირფარეში მოწესრიგებულიყო, სადაც არ იყო კარიც, იყო ცუდი წარწერები.

როდესაც ეს პროექტი ვერ მოიგო, როგორც ამბოს, მიხვდა, პრობლემას არასწორად ხედავდა - ახალი საპირფარეში რომც გაეკეთებინათ, იმასაც გააფუჭებდნენ. ამ კუთხით უნდა მემუშავა ბავშვების ცნობიერების შეცვლაზეო, - ამბობს ლადო აფხაზავა. ეს არის პრობლემასთან მიდგომის ერთი მაგალითი,  და ასეთი მიდგომებით, დღეს სოფელ ჩიბაჩთში შიდა გზები მოასფალტებულია, რამდენიმე ხიდი გაკეთდა, სანაგვე ურნებიც დაიდგა, ბოლო 3 წელია, მასწავლებლებისგან ინიციატივა აღარ მოდის, ყველაფერს ბავშვები აკეთებენ.

პედაგოგები უბრალოდ გარემოს ქმნიან, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავისუფლად მოქმედება.

წელს მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოზე საქართველო პირველად წარდგა და ასეთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.

დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინეს. ეს წოდება წელს პიტერ ტაბიჩიმ მიიღო. 

ყველა სიახლე

ტორნადო

22 აპრილი 2019, 00:17

მსოფლიო

აშშ-ში ტორნადოს ადამიანები ემსხვერპლნენ. ფოტო და ვიდეო

ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკის ზოგიერთ შტატს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. CNN-ის ცნობით, შტორმის შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა მისისიპის, ფლორიდისა და ალაბამის შტატებში. მისისიპის შტატში უამინდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

22 აპრილი 2019, 00:07

მსოფლიო

სტოლტენბერგი ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სტოლტენბერგი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელმაც ზელენსკის წარმატება მიულოცა. „უკრაინა აღიარებულია ნატოს პარტნიორად. ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - დაწერა ტვიტერზე ნატოს გენმდივანმა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვლადიმერ ზელენსკის 70,36% უჭერს მხარს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს - 27,29%.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 23:56

მსოფლიო

უკრაინის ცესკომ არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა

უკრაინის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. პირველადი ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ ზელენსკის 70,36% აქვს, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კი 27,29%.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 23:40

საქართველო

კონსული: შრი-ლანკაზე საქართველოს 4 მოქალაქეა, თუმცა ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან

ინდოეთში საქართველოს კონსულის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ​შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისი თქმით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ტურისტული მიზნით არის ჩასული.

მაია ცქიტიშვილი

21 აპრილი 2019, 23:18

საქართველო

ვიცეპრემიერი: ჩნდება ეჭვები ხომ არ არის ეს პროტესტი ხელოვნურად შექმნილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ ჰესებთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პროტესტის ფაქტები ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ს ეთერში განაცხადა.

21 აპრილი 2019, 23:07

ძალოვნები

შსს-მ პანკისის ხეობაში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიგერია

21 აპრილი 2019, 22:55

მსოფლიო

ნიგერიაში ბრიტანელი ქალი მოკლეს, სამი ადამიანი კი გაიტაცეს

შემთხვევა ნიგერიის ქალაქ კადუნაში მოხდა, სადაც ქალი ტურისტად იყო ჩასული. სააგენტოს ცნობით, მოკლული ქალი ტურისტი იყო და ის მკვლელობამდე ერთ-ერთი წვეულებიდან მოდიოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, არ არიან იდენტიფიცირებულები არც გამტაცებლები.

21 აპრილი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

Facebook-ი სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook-ი ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას. შესაბამისი შინაარსის განცხადება Facebook-მა გაავრცელა.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 22:32

მსოფლიო

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

CNN-ის ცნობით, აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ესმხვერპლნენ, მათ შორის: 5 ბრიტანელი, 3 ინდოელი, 3 დანიელი, 2 ჩინელი, 2 თურქი, 1 ჰოლანდიელი და ერთიც პორტუგალიელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავს

ვლადიმერ ზელენსკი შტაბში გამარჯვებას ზეიმობს. ზელენსკიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიმართა და განაცხადა: "შემოგვხედეთ ჩვენ - ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.

პანკისის ხეობა

21 აპრილი 2019, 22:00

ძალოვნები

პანკისში დაპირისპირებისას შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა

პანკისის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა და შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა, ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ.შესაბამისი მოწყობილობებით ისინი რამდენიმე საათის განამვლობაში ნივთმტკიცებებს აგროვებენ.

პრინსი

21 აპრილი 2019, 21:58

კულტურა

პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომი დასახელდა

პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 57 წლის მომღერლის საცხოვრებელ ადგილას, პოლიციამ სხვადასხვა დანიშნულების, დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინა. მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, CNN-მა პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი ალბომის სია გამოაქვეყნა.

პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკი

21 აპრილი 2019, 21:29

მსოფლიო

პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის მოქმედმა პერეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა. "თანამდებობას შემდეგი თვიდან ვტოვებ. ასე გადაწყვიტა უკრაინელების უმრავლესობამ და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ",- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პანკისი

21 აპრილი 2019, 21:21

საქართველო

პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენების ფოტოკოლაჟი

დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რაც საბოლოოდ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს, პანკისელებმა დაზიანებული მანქანები ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

მაიკ პომპეო

21 აპრილი 2019, 21:15

მსოფლიო

პომპეომ დაადასტურა რომ შრი-ლანკაში აფეთქებებს ამერიკის მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ

პომპეოს თქმით, დაღუპულთა შორის ამერიკის რამდენიმე მოქალაქეა. „ამერიკის საელჩო მუშაობს, რომ ყველანაირი დახმარება გაუწიოს ამერიკის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს, რომლებიც შრი-ლანკაში თავდასხმისას დაშავდნენ“, - თქვა პომპეომ. თავის მხრივ, თეთრი სახლი გმობს „შრი-ლანკაში განხორციელებულ სასტიკ ტერაქტს“.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 21:05

მსოფლიო

ეგზიტპოლი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი იბრძოდნენ. ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო.

21 აპრილი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

შრი-ლანკის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა. Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

დარენ ტილი

21 აპრილი 2019, 20:11

სპორტი

ბრიტანელი მებრძოლი ესპანეთის პოლიციამ ტაქსის გატაცებისთვის დააკავა

სპორტსმენი და მისი მეგობრები ჯერ ერთი სასტუმროდან გაყარეს, შემდეგ მეორეში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ტილმა და მისმა მეგობრებმა ტაქსი გამოიძახეს. როგორც გამოცემები წერენ, მათ ისარგებლეს იმით, რომ მძღოლმა მანქანა ცოტა ხნით დატოვა, რათა ბარგის გადატანაში მიხმარებოდა, და ავტომობილი გაიტაცეს.

შემთხვევის ადგილი

21 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

იაპონიაში ავტობუსი ქვეითებს დაეჯახა

იაპონური მედიის ცნობით, პოლიციამ ავტობუსის 64 წლის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა. ამასთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტობუსი ყველა მგზავრმა დატოვა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 19:28

ძალოვნები

გიორგი გახარია: პანკისის ხეობის საქმეზე ჯერ დაკავებული არავინაა

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში დღეს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლის.