imedi /  25 მარტი 2019, 10:16 / სანდო წყარო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და სტოლტენბერგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას.

"ჩვენ ვაფასებთ, რომ ის ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერება. ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა  მადლობა იენს სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის.

"ჩვენ ამავე დროს განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას, იმ მტკივნეულ გამოწვევებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე გვაქვს ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო. განვიხილეთ სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მოამზადა. შეხვედრაზე აღინიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აგრეთვე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ეს გახლდათ ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით და ვსაუბრობდით ჩვენს მეგობრებთან, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ნატოს სივრცის მდგრად უსაფრთხოებაზე საუბარი და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის. ჩვენ ასევე განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს დავსახეთ თანამშრომლობის პერსპექტივები.

სტოლტენბერგი საქართველოს ერთგული მეგობარია და მსურს მას პერსონალური მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრობისთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

"საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია. საქართველო ნატოს წევრი გახდება. თქვენ ნატოს ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხართ ავღანეთში... საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია მნიშვნელოვან რეფორმებში, მათ შორის პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით და იმედი მაქვს, რომ რეფორმები გაგრძელდება. ასევე, მივესალმები მშპ-ის ზრდას, მივესალმები თქვენს რეფორმებს ყველა მიმართლებით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერინეტეტს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მომზადებას ნატოში გაწევრიანებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა და პრემიერმინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში(JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

ნავი

26 აპრილი 2019, 00:43

მსოფლიო

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შემდეგ 33 ადამიანს ეძებენ

ვენესუელაში ნავის ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ სულ მცირე 33 ადამიანი დაიკარგა. ამის შესახებ გამოცემა El Nacional წერს. ნავის ჩაძირვის მიზეზი მისი გადატვირთულობა გახდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

26 აპრილი 2019, 00:37

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ რობერტ მიულერის გათავისუფლება სცადა

საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არცერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არცერთი შემთხვევა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 00:18

მსოფლიო

მაკრონი: ღია საზღვრების პოლიტიკა ვეღარ მუშაობს

შენგენის ზონაში შედის ევროპის 26 სახელმწიფო, რომლებმაც 1985 წელს სოფელ შენგენში (ლუქსემბურგი) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. შენგენის ზონა ჰგავს ერთგვარ სახელმწიფოს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ტურისტულ ზონისათვის, რომლის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება.

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

25 აპრილი 2019, 23:32

მსოფლიო

ერდოღანი შესაძლოა ყირიმში ჩავიდეს

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტისთვის მზადება იწყება. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

25 აპრილი 2019, 23:11

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა შიმშილობა დაიწყეს

იქვე განათავსეს ელექტრომობილები. ისინი ზღვისპირა პარკში მუშაობის გაგრძელების უფლებას მხოლოდ მიმდინარე წელს ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები, ამბობენ დათმობაზე არ წავლენ. თუმცა, გარკვეულ კომპრომისზე უარს არ ამბობენ. კერძოდ, მზად არიან დაწესდეს რეგულაციები და შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობაც.

25 აპრილი 2019, 23:04

ძალოვნები

გუდამაყარში მეხანძრეები ცეცხლს სპეცაღჭურვილობით აქრობენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ღია კერები ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. გუდამაყრის ხეობაში ხანძრის ადგილზე მანქანებით მისვლა ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილი

25 აპრილი 2019, 22:57

მსოფლიო

მოსკოვში საქართველოს მოქალაქემ კაცი მოკლა და თავი მოიკლა

მოსკოვში საქართველოს 60 წლის მოქალაქემ კაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მთავარ ვერსიად შურისძიებას განიხილავს. მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა მოკლული შვილის გამო შური იძია, რომელიც აზარტული თამაშების შედეგად დაგროვებული დიდი ვალის გადაუხდელობის გამო მოკლეს.

25 აპრილი 2019, 22:57

საქართველო

ტალინში საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება

"ამ მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს,"- წერია განცხადებაში.

მიხეილ გორბაჩოვი

25 აპრილი 2019, 22:45

მსოფლიო

მიხეილ გორბაჩოვი საავადმყოფოში მოხვდა

ამის შესახებ რუსულ მედიას გორბაჩოვის შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორმა ანდრე სინგერმა განუცხადა. 41-ე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორების ვერნერ ჰერცოგისა და ანდრე სინგერის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „შეხვედრა გორბაჩოვთან“ აჩვენეს, რომლის პრემიერაზე სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტიც უნდა ჩამოსულიყო.

ფილმი „შურისმაძიებლები“

25 აპრილი 2019, 22:37

კულტურა

„შურისმაძიებლების“ მთავარი ვარსკვლავების ჰონორარები გახდა ცნობილი

კინოსტუდია Marvel-ის ფილმების მთავარი როლების შემსრულებლების ჰონორარები გახდა ცნობილი. ინფორმაციას მსახიობების ანაზღაურების ოდენობის შესახებ გამოცემა Just Jared-ი ავრცელებს.

ქვევრი

25 აპრილი 2019, 22:34

ეკონომიკა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს წინ ქვევრს დადგამენ

"სულ მალე საქართველოს საელჩოს წინ ქუჩას დაამშვენებს ქართული ქვევრი. ბედნიერები ვართ რომ დღეს დაუზიანებლად მივიღეთ ჩვენი ძვირფასი ტვირთი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს,"- წერია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 22:17

მსოფლიო

პუტინს პასპორტებზე კიევის რეაქცია „უცნაურად“ მოეჩვენა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო კრიტიკაზე, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების აღების პროცედურების გამარტივებას მოჰყვა.

ოტო უარმბიერი

25 აპრილი 2019, 21:53

მსოფლიო

მედია: ფხენიანი კომაში მყოფი ამერიკელის მკურნალობის გამო 2 მილიონ დოლარს ითხოვდა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სგან 2017 წელს ფხენიანში გასამართლებული და სამშობლოში დაბრუნებისთანავე გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის ოტო უარმბიერის მკურნალობის ხარჯების დაფარვას ითხოვდა. გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაციით, 2 მილიონი დოლარის გადახდის გარეშე ჩრდილოეთ კორეა უარმბიერის აშშ-სთვის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

კობა გვენეტაძე

25 აპრილი 2019, 21:45

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: რეგულაცია კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

"ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, – წერს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ევროსაბჭო

25 აპრილი 2019, 21:11

საქართველო

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს თბილისში აფასებენ

საქართველოს მორიგი მხარდაჭერა ევროპიდან. რუსეთი აგრესორია და საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განაგრძობს. ეს არის ჩანაწერი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშიდან, რომელშიც მოსკოვის ქმედება კიდევ ერთხელ მკაცრად არის გაკრიტიკებული.

25 აპრილი 2019, 21:08

საქართველო

მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციისთვის $17 მილიონს აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს

საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც მწყობრიდან გამოსულმა გადამცემმა ხაზმა 24 აპრილს, გოცირიძის სადგურზე შეფერხება გამოიწვია. თბილისის მთავრობა მეტროსადგურების სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

შრი-ლანკა

25 აპრილი 2019, 21:07

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტებს არა 359 არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა

21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიას არა 359, არამედ 253 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ორმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

დავით-გარეჯი

25 აპრილი 2019, 21:00

საქართველო

რა ვითარებაა დავით გარეჯში. ვიდეო

დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის.დღეს არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) თქვა, რომ უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს.

ბრიუსელი

25 აპრილი 2019, 20:48

საქართველო

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთვის ემზადებიან

მინისტერიალის მეორე დღეს ბრიუსელი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. ბელგიაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებთან ერთად შეაფასებს განვლილ 10 წელს, მიღწევებს და გამოწვევებს.

აეროპორტი

25 აპრილი 2019, 20:38

საქართველო

ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად კონტროლი საქართველოს საზღვრებზეც გამკაცრდება

"ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით, შენარჩუნებული და გამყარებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.