imedi /  25 მარტი 2019, 10:19 / სანდო წყარო

ანა დოლიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარად კენჭს აღარ იყრის

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს, - ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო კარგო ხალხო, მინდა შეგატყობინოთ, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისთვის საქართველოში. ახლა, როდესაც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ, რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს სჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ, რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის", - წერს დოლიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. 

ყველა სიახლე

სოფო კილაძე

27 ივნისი 2019, 16:49

საქართველო

კილაძე: სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას კილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ფაქტორი არაფერს შუაშია და ოპონენტები ყველა მათთვია სასარგებლო არგუმენტის მოშველიებას ცდილობენ.

გიორგი გახარია

27 ივნისი 2019, 16:42

საქართველო

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს 20:00 საათზე ტელეკომპანიების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ. გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტს თხოვნით მიმართა და დეპუტატებთან ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა ითხოვა.

ჯორდან ლინდსი

27 ივნისი 2019, 16:38

მსოფლიო

ბაჰამის კუნძულებზე ზვიგენებმა დამსვენებელი მოკლეს

21 წლის ჯორდან ლინდსი ბაჰამის კუნძულებზე მშობლებთან ერთად ისვენებდა. როდესაც გოგო დაივინგით იყო დაკავებული, ნაპირზე მყოფმა მისმა მშობლებმა დაინახეს, რომ ჯორდან ლინდსის რამდენიმე ზვიგენი უახლოვდება, და მისი გაფრთხილება სცადეს. გოგომ დროული რეაგირება ვერ მოასწრო და ზვიგენები მას თავს დაესხნენ.

მილტონ ჰეიგი

27 ივნისი 2019, 16:36

სპორტი

მსოფლიოს თასისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა

მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში ბორჯღალოსნების 43-კაციანი შემადგენლობა თბილისში რუსეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ ტესტ-მატჩებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, უელსის გუნდთან გამართავს.

ბეჯი კაიდ ეს-სებსი

27 ივნისი 2019, 16:25

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს

ტუნისის პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Al-Hadath-ი ავრცელებს. 92 წლის ეს-სებსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირაში გაუარესდა, რის შემდეგაც ის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:25

საქართველო

მელია მისთვის გირაოს შეფარდებას საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობას უკავშირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მისთვის გირაოს შეფარდების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. „ადით ბიძინა ივანიშვილთან და კითხეთ, რა გაგიკეთათ, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად“, - მიმართა მელიამ დეპუტატებს, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას დაუჭირეს მხარი“.

მასწავლებელი

27 ივნისი 2019, 16:22

ძალოვნები

ყინწვისში ექსკურსიაზე მასწავლებელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალებია ცნობილი

გარდაცვლილის კოლეგები ამბობენ, რომ ჩოხელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ რა დროსაც პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. მანანა ჩოხელი დღეს დაკრძალეს.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 16:03

ძალოვნები

ნიკა მელია არ დააკავეს

ნიკა მელიას გირაო შეეფარადა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს. 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ტორპედო

27 ივნისი 2019, 16:01

სპორტი

ქუთაისში „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კლუბის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება. გულშემატკივრების თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა კლუბის ბიუჯეტი.

Instagram

27 ივნისი 2019, 16:01

ტექნოლოგიები

Instagram-ი რეკლამების რაოდენობას ზრდის

განყოფილება Explore-ი ის ადგილია, სადაც მომხმარებლები საკუთარი ინტერესების მიხედვით, თემატურად ეძებენ სიახლეებს. Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. დღევანდელი მონაცემებით, ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

პინგვინები

27 ივნისი 2019, 15:49

ტაბლოიდი

გეი აღლუმის ერთთვიან კამპანიას ლონდონის ზოოპარკი გეი პინგვინით შეუერთდა 🐧❤️🐧

ერთთვიანი გეი აღლუმის ფარგლებში, პინგვინების ვოლიერში დაამაგრეს ბანერი წარწერით: "ზოგიერთი პინგვინი - გეია. შეეგუეთ". ეს ლგბტქ+ ის საქველმოქმედო ორგანიზაციის Stonewall-ის კამპანიის გამოძახილია. მათ ბანერის ვარიანტში პინგვინების ნაცვლად ადამიანებზე ეწერა.

ტუნისი

27 ივნისი 2019, 15:36

მსოფლიო

ტუნისში ორმაგი ტერაქტი მოხდა

ტუნისის ცენტრში ორმაგი ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო პირი დაშავდა. აფეთქება შარლ დე გოლის გამზირზე მოხდა. როგორც AFP-ი წერს, აფეთქება საფრანგეთის საელჩოსთან ახლოს მოხდა.

თვითმფრინავი

27 ივნისი 2019, 15:27

მსოფლიო

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონში განგაშის გამო დაეშვა

მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა. რეისი AI191 მუმბაიდან (ინდოეთი) ნიუარკში (აშშ) მიფრინავდა. მომხდარის შესახებ ინდოეთის ავიახაზებმა მიკრობლოგ Twitter-ზეც დაწერა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 15:19

ძალოვნები

ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებად უდგებიან

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადვოკატმა განაცხადა, პარლამენტარები მას თავდებში უდგებიან. ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

პარლამენტი

27 ივნისი 2019, 15:16

საქართველო

ვის და როდის შეუჩერა პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არც ისე ხშირად ხდება, თუმცა ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის მოყვანა მაინც არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ უახლოესი 13 წლის განმავლობაში მომხდარ ასეთ შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

27 ივნისი 2019, 15:03

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილი და მასტერა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და "მასტერა" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან. სასამართლოში მთავარ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე, პირველ ივლისს დაიკითხებიან. პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა.

უეინ რუნი

27 ივნისი 2019, 14:49

სპორტი

უეინ რუნიმ გოლი საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით გაიტანა

რუნიმ ანგარიში მეათე წუთზე გახსნა და მისი ერთადერთი გოლით „დი სი იუნაიტედმა“ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისელისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში მეცხრე გოლი იყო, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ლევან იზორია

27 ივნისი 2019, 14:46

საქართველო

ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და იეს სტოლტენბერგის მოადგიელს როუზ გოტმოლერს შეხვდება. ლევან იზორია დაესწრება ნატოში დაგეგმილ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას და კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

ტურიზმი

27 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

უწყებებმა დიპკორპუსს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. შშეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.

27 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.