imedi /  25 მარტი 2019, 12:58 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტრო: გაფიცვის გამო ბენეფიციარები არ დაზარალდებიან

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

სოციალური მუშაკების გაფიცვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. 

"ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.

სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალოვადიანი და ხანგრძლივი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში განხორციელდება. ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. 

როგორც ამ გეგმის შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში ჩართულები არიან როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება - სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე, დამატებით შექმნილია მართვის და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობენ სოციალური მუშაკები. 

ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. 

როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

დღეს სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. 

ყველა სიახლე

14 ნოემბერი 2019, 13:30

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

აქცია

14 ნოემბერი 2019, 13:27

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ

შს მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, სამინისტრო დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ამავე დროს თითოეულ კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

რომან გოცირიძე

14 ნოემბერი 2019, 13:04

საქართველო

რომან გოცირიძე: პროპორციულის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ

„ამას გინდათ მუქარა უწოდეთ, გინდათ გაფრთხილება. გაფრთხილების ფორმით ვამბობ. დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. დღეს ქართველი ხალხი არის ერთსულოვანი, სატელიტი პარტიებიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები არიან“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თამარ ხულორდავა

14 ნოემბერი 2019, 12:45

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულზე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის კენჭისყრაზე საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, არის მოლოდინი, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს.

ხანძარი ავსტრალიაში

14 ნოემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ავსტრალიის პოლიციის ვარაუდით ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა

ავსტრალიის სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა. BBC-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ცეცხლი ძალით გააჩინა და ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მოზარდთან დაკავშირებით არსებულ საქმეს შტატის კანონების გათვალისწინებით მიუდგებიან. ასევე გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად უკვე მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა.

შაქარი

14 ნოემბერი 2019, 12:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შაქრის კიდევ ერთი საშიში თვისება დაასახელეს

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარება კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებებს იწვევს. სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თაგვებს ძირითადად შაქრით კვებავდნენ. შედეგად, ცხოველებს ნაწლავის ქსოვილები დაუზიანდათ. როგორც გაირკვა, შაქარმა პათოგენური ბაქტერიების განვითარება გაააქტიურა.

მიხეილ ჩხენკელი

14 ნოემბერი 2019, 12:17

საქართველო

მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს

კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ ახლადდანიშნულმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული დარგია და გამოყოფის შემთხვევაშიც ორივე უწყება ერთად აქტიურად ითანამშრომლებს.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი 2019, 12:15

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით დემოკრატიამ გაიმარჯვა და იქნება "თავისუფალი კენჭისყრა". ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტოჩინოშინი

14 ნოემბერი 2019, 12:14

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო კიუშიუ ბაშოს გამოეთიშა

ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს, ნეკნის ტრავმის გამო, ნაადრევად გამოეთიშა. შეჯიბრის ნაადრევად დასრულების გამო, ტოჩინოშინი სეკივაკეს წოდებასაც დაკარგავს და იანვრის ბაშოზე რიგითი მაეგაშირას რანგში გამოვა. ტრავმის მკურნალობის შემდეგ პირველი სუპერტურნირი, სადაც გორგაძე გამოვა, 2020 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე გაიმართება.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 12:11

საქართველო

ოპოზიციას და დამოუკიდებელ დეპუტატებს „გამბედავი მაჟორიტარების“ არ სჯერათ

საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასაც არ სჯერა. როგორც ის ამბობს, "ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს". ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით კი მას არ სჯერა "მეფის წინააღმდეგ პაიკების ამხედრების".

კარლ ჰარცელი

14 ნოემბერი 2019, 12:08

საქართველო

კარლ ჰარცელი: პროპორციულზე უარის თქმა 2020 წლის არჩევნების წინ პოლარიზაციას გაზრდის

საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არსებულ კონსენსუსზე პარლამენტი უარს არ იტყვის. მისი განცხადებით, „ამ ძალისხმევაზე უარის თქმა აღქმული იქნება, როგორც ნდობის შერყევა პოლიტიკურ პარტიებს შორის“.

ჩილე

14 ნოემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ჩილეში დემონსტრანტებმა სპეცრაზმისთვის ხელის შეშლა ლაზერებით სცადეს

ჩილეს დედაქალაქში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წინააღმდეგ ლაზერები გამოიყენეს. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის ცრემლმდენ გაზს იყენებს. ბოლო მონაცემებით, არეულობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

14 ნოემბერი 2019, 11:56

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკული გუნდი დატოვა

შვედმა ცნობილმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე დაწერა. მან მადლობა ამერიკას და კლუბს გადაუხადა, სადაც იგი თამაშობდა, ასევე, ამერიკელ გულშემატკივარს დაემშვიდობა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად გააგრძელებს იბრაჰიმოვიჩი თამაშს.

რობერტ ლევანდოვსკი

14 ნოემბერი 2019, 11:55

სპორტი

რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

პოლონელი თავდამსხმელი "რეკორდმაისტერის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დასახელდა, რისთვისაც აქამდე "ბაიერნის" არც ერთ მოთამაშეს არ მიუღწევია. გასულ თვეში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ლევანდოვსკიმ შვიდი ბურთი გაიტანა.

ვიქტორია ბექჰემი

14 ნოემბერი 2019, 11:45

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემი პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა

ცნობილი ინგლისელი დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. გამოცემა Mirror-ს ინფორმაციით, ეს ფაქტი 2019 წლის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა. დიზაინერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და რამდენიმე თვის წინ 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ასევე მიმდინარე წელს ვიქტორიამ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და აქტიური ბლოგერობა დაიწყო.

ლელა აქიაშვილი

14 ნოემბერი 2019, 11:44

საქართველო

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

ლელა აქიაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ერთობლივი პროგრამის - გენდერული თანასწორობისთვის პროექტის მენეჯერი; მკვლევარი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლისა და მშვიდობის ინსტიტუტში, Texas A&M უნივერსიტეტში.

ღაზის სექტორი

14 ნოემბერი 2019, 11:37

მსოფლიო

BBC: ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზის სექტორს ორდღიანი ბრძოლების შემდეგ, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ამის შესახებ ეგვიპტისა გაეროს წარმომადგენლები, ასევე „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები აცხადებენ. ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.

კახეთი დაკავება

14 ნოემბერი 2019, 11:36

ძალოვნები

კახეთში ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში სასწორებით მანიპულაციის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნებსა და მარცვლეულის საწარმოებში არსებულ სასწორებზე ფარულად დაამონტაჟეს სპეციალური ელექტრომიკროსქემები და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით სასწორებზე მანიპულირებდნენ. მათ ამ საწარმოებსა და მოქალაქეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.

პედაგოგები

14 ნოემბერი 2019, 11:23

საქართველო

საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპი იწყება

„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.