imedi /  25 მარტი 2019, 15:18 / სანდო წყარო

სტოლტენბერგი ქართველ სამხედროებს: თქვენი დამსახურებით ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი აღარ არის

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იყო მისული. ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას გაეცნო, ადგილზე მას პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დახვდნენ. 

როგორც სტოლტენბერგმა დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რაშიც წვლილი ქართველ სამხედროებსაც მიუძღვით. მან ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ვიცი, რომ ყველა თქვენგანი მსახურობდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ასევე იბრძოდით ალიანსისთვის. თქვენ გასწიეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური როგორც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმისთვის, ასევე ტერორიზმთან ბრძოლაში. ავღანეთში ბრძოლისას ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს უსაფრთხო და თავისუფალი ტერორიზმისგან. მას შემდეგ ჩვენი ძალები ავღანეთში შევიდნენ, ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. იმ დროისთვის "თალიბანი" ბატონობდა და ქვეყანა ტერორიზმის ბუდეს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ავღანეთი აღარ არის "ალ-ქაიდას" თავშესაფარი და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრაზე.

მანამდე იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა. 

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა. ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 23:40

საქართველო

საია: პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებისთვის ბოთლების სროლას არანაირი გამართლება არ აქვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ იყო ერთი მხარე, რომლებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ და რომლებიც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, თუმცა იყო მეორე მხარეც , კერძოდ კი პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:30

საქართველო

პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. ვიდეო

პარლამენტის წინ სიტუაცია ისევ დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისვრიან. ისინი პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, რომელსაც პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა ცოტა ხნის წინაც სცადეს, თუმცა მაშინ სამართალდამცველების დახმარებით სიტუაცია განიმუხტა.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:28

საქართველო

საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა

პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეეცდება, ვითარებაში გაერკვეს.“მთავარია, მშვიდობა და მშვიდობიანად მოგვარდეს ვითარება“,- აღნიშნა ელჩმა. მანამდე მან განცხადება გაავრცელა და ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.

პატრული

20 ივნისი 2019, 23:26

საქართველო

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წყალი დაურიგეს. ვიდეო

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 23:20

საქართველო

თალაკვაძე: სახელმწიფო პარლამენტზე შტურმს არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ოპოზიციას ვაფრთხილებთ, რომ ზღვარს ნუ გადავლენ. პოლიცია ორგანიზებულად მუშაობს თუმცა პოლიტიკოსები აქეზებენ პარლამენტის შტურმისაკენ ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

20 ივნისი 2019, 23:19

საქართველო

გორში წარწერა „რუსეთი ოკუპანტია“ გამოჩნდა

ამ ფაქტს წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართული აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმ კედელთან შეიკრიბნენ, რომელსაც აგვისტოს ომის ნაკვალევი ამჩნევია.

ჰუბერტ ქნირში

20 ივნისი 2019, 23:13

საქართველო

გერმანიის ელჩი: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას

"ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ,"- თქვა ელჩმა.

სპეცრაზმელი

20 ივნისი 2019, 23:11

საქართველო

პარლამენტთან 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში მყოფ ჟურნალიტებს სთხოვენ ტერიტორია დატოვონ. როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უცნობია რატომ ატოვებინებენ მათ პარლამენტს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

პარლამენტში მამუკა ბახტაძე მივიდა

პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. როგორც imedinews-ისთვის გახდა ცნობილი, პრემიერი პარლამენტში გვერდითა შესასვლელიდან შევიდა. საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც მივიდა.

20 ივნისი 2019, 22:59

საქართველო

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობას ატოვებინებენ

როგორც უწყებაში განმარატავენ ამის მიზეზი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფრთხოებაა. ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც მედიას მოუწოდებს არ დატოვონ ტერიტორია.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 22:52

საქართველო

კალაძე: პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებმა ანტიკონსტიტუციური ხასიათი შეიძინა

„ის, რაც ახლა პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების და პროტესტის მშვიდობიან ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:40

ძალოვნები

გახარია: როგორც კი საჭიროება იქნება, გადავდგები

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და თავდასხმა პოლიციაზე შესაბამისი შეფასება მოჰყვება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. გახარია მოუწოდებს, ყველამ პატივი სცეს პოლიციელს, რომელიც ვალდებულია, დიაცვას ყველა მოქალაქის უფლება.

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 22:35

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს!“ - წერს სააკაშვილი.

20 ივნისი 2019, 22:26

საქართველო

პარლამენტთან ოქრუაშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. ვიდეო

პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობს, თვდაცვის ყოფილ მინისტრს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირებაა.

20 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:12

საქართველო

პარლამენტში გიორგი გახარია მივიდა

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. „ყველას მოვუწოდებ დაემორჩილონ კანონს. ის რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. დანარჩენს რომ გამოვალ მერე გეტყვით“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტის შენობაში შესვლამდე.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გავრილოვის ინციდენტი „ნაციონალების“ დაგეგმილი პროვოკაციაა

ჩემი ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან გრიგოლ ვაშაძის ახლო ნაცნობია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამარცხვინო იყო, რომ რუსი დეპუტატი ჩამოვიდა ჩვენს პარლამენტში და პარლამენტის სპიკერის სავარძელში თავხედურად დაჯდა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 21:08

ძალოვნები

ლევან ვასაძე ამ დრომდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

სამმართველოში შესვლამდე ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მზად არის ყველაფერთან, მათ შორის საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, ვინაიდან მას კანონი არ დაურღვევია.

ირმა ინაშვილი

20 ივნისი 2019, 20:33

საქართველო

ინაშვილი გავრილოვის ინციდენტს დადგმულს უწოდებს

„რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! ისევ ვამბობ: მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა“, - დაწერა ინაშვილმა Facebook-ზე.