imedi /  25 მარტი 2019, 15:49 / სანდო წყარო

14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

ტაილანდი

2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს აღარ სჭირდებათ წინასწარი ვიზის აღება. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა. 

ასევე, საყურადღებოა, რომ 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეწვევა ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაცია, ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, სასივატ ვონგსინსავატის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს (Ministry of Agriculture and Cooperatives), ასევე ტაილანდის საერთაშორისო თანამშრომლობის საგენტოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომლის დროს მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

18 აპრილი 2019, 22:33

საქართველო

ლომჯარია: პარლამეტში 12:00 საათზე გამოვცხადდი, მთელი დღე სხდომათა დარბაზში ვიჯექი და ველოდი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო. ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ."ამ დრომდე გაგრძელდა სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და ლოგიკურად ვეღარ მოესწრო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

18 აპრილი 2019, 22:31

ეკონომიკა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნოტრ-დამის აღსადგენად €500 ათასს გამოყოფს

ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა. „2024 წლის თამაშებისთვის რეკონსტრუქციის დასრულება დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის“, - წერს თომას ბახი.

მანქანები

18 აპრილი 2019, 22:22

ეკონომიკა

შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

"თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პეტრო პოროშენკო

18 აპრილი 2019, 21:44

მსოფლიო

წინასაარჩევნოდ პოროშენკო ამომრჩევლებს ტელეფონზე ურეკავს

პრეზიდენტი ამომჩევლებს მისი პროდასავლური კურსის მხარდაჭერასა და მის სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვს. 19 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლებს.

ალოიზ პეტერლე

18 აპრილი 2019, 21:38

მსოფლიო

ევროპარლამენტარმა ჰარმონიკაზე დაუკრა. ვიდეო

ევროპარლამენტარმა სიტყვის დასრულების შემდეგ ჰარმონიკის მეშვეობით შეასრულა ევროკავშირის ჰიმნი, რასაც მისი კოლეგების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს ჩვენი ვალდებულებაა ევროპა ერთიანი იყოს. მოდი აღვადგინოთ როდრ-დამი. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განმარტა ალოიზ პეტერლემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

18 აპრილი 2019, 21:32

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში შეიყვანა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება

18 აპრილი 2019, 21:27

კულტურა

ჯაზის დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება.ჯაზის საერთაშორისო დღე თბილისში „ირაკლი ლუის ამბასადორისა’’ და თბილისის მერიის ბიგბენდის კონცერტით აღინიშნება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 21:09

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. თურნავა აქამდე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა

დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების ანგარიშის სრული ვერსიის წაკითხვა სურთ და არა რედაქტირებულის. დემოკრატებს რობერტ მიულერის კონგრესში დაბარება და მისი გამოკითხვა სურთ.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:01

მსოფლიო

მიულერის ანგარიში: ტრამპმა სპეციალური გამომძიებლის გათავისუფლება სცადა

448-გვერდიანი რედაქტირებულ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქმის სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მიულერმა იმუშავა. მანამდე ტრამპის გუნდმა გამოძიების შედეგები პრეზიდენტის გამარჯვებად შეაფასა. საქმეზე გამოძიება თითქმის 2 წელი გრძელდებოდა.

18 აპრილი 2019, 20:51

ძალოვნები

საუდელი დები შსს-მ უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანა

საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა მიგრაციის დეპარტამენტის შენობა უკვე დატოვეს, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ უკვე დაწერეს უსაფრთხოების შესახებ განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ დების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

18 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე, სადაც ზაზა დავითაია დააკავეს. ვიდეო

დავითაიამ „ევროპელების“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიატორობის კანდიდატს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არის შალვა შავგულიძე მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით. წარსულის შეხსენებამ კი აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება გამოიწვია.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

18 აპრილი 2019, 20:32

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილი შვილს ელოდება

მეუღლის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ქართველმა რეპერმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა.საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

18 აპრილი 2019, 20:31

საქართველო

პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე მთელი დღეა მსჯელობენ

"ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო. ეს არის მთავარი განმასხვავებელი. როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა იცის, რომ ეს პროცესი ტრანსლირდება, ამას უყურებს ხალხი, სხვანაირი დამოკიდებულება და ვალდებულება ექნება ამ კენჭისყრის მიმართ,“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

დინოზავრის ჩონჩხი

18 აპრილი 2019, 20:27

ტექნოლოგიები

არგენტინაში 220 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

ადგილზე, სადაც ნეშტის ფრაგმენტები იპოვეს, სავარაუდოდ წყარო იყო, სადაც რეპტილიები წყლის დასალევად ჩადიოდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეშტი დიცინოდონტის სახეობის დინოზავრს ეკუთვნის, რომელიც გიგანტური ძუძუმწოვრების წინაპრად ითვლება.

მძლეოსანი ქალი

18 აპრილი 2019, 20:10

სპორტი

69 წლის ამერიკელმა ქალმა სიმძიმეების აწევაში რეკორდი მოხსნა

ქალმა, რომელიც 55,8 კილოგრამს იწონის, 138 კილოგრამი სიმძიმე ასწია. იგივე სიმძიმით მან 175 ბუქნი შეასრულა. მოლბიმ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში 60 წლის ასაკში დაიწყო. კვირაში ის 4-ჯერ, 2-2 საათს ვარჯიშობს. არკანზასში მცხოვრებ 69 წლის ქალს 10 შვილიშვილი ჰყავს.

გიორგი ქობულია

18 აპრილი 2019, 19:58

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ჯოი მორისი

18 აპრილი 2019, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ში 29 წლის კაცს ვარდისფერთმიან რობოტზე დაქორწინება სურს

აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ტენითაუნის მკვიდრი სათამაშო რობოტზე დაქორწინებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.29 წლის ჯოი მორისმა სათამაშო eBay-ის აუქციონზე 20 დოლარად 2017 წელს იყიდა. ის რობოტის „აბურძგნილმა ვარდისფერმა თმამ და ღიმილმა“ მოხიბლა.

18 აპრილი 2019, 19:51

ტექნოლოგიები

ბოტსვანაში იშვიათი ლურჯი ალმასი იპოვეს

ბოტსვანაში იშვიათი ლურჯი ალმასი იპოვეს. აღმოჩენის შესახებ ბოტსვანას სახელმწიფო კომპანია Okavango Diamond Company -იმ გააკეთა. ალმასს ოვალის ფორმა აქვს და მისი მასა 20,46 კარატს შეადგენს. თვითნაბად ალმასს „ლურჯი ოკანგო“ ეწოდება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 19:48

ეკონომიკა

თურნავა: მისასალმებელია პანკისში ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.