imedi /  26 მარტი 2019, 11:52 / სანდო წყარო

ბახტაძე: ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობაზე გაუმჯობესება გვაქვს

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, - თქვა პრემიერმა. 

საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2019, 10:39

საქართველო

საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას გავრილოვი პარლამენტის სპიკერის ადგილიდან უძღვება

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და ქართული ოცნების წევრს ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

20 ივნისი 2019, 10:28

საქართველო

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების გაწევრიანება იგეგმება

ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. „მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შეიქმნა და მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს.

20 ივნისი 2019, 10:27

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადადის

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების ფინალურ ეტაპზე ორი კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას. არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდება. შედეგები თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე გახდება ცნობილი.

ნაზი ჯანეზაშვილი

20 ივნისი 2019, 10:11

საქართველო

ნაზი ჯანეზაშვილი ასახელებს მიზეზებს, რატომ არ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეობის კანდიდატი

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს, ამიტომ, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

20 ივნისი 2019, 09:50

ძალოვნები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 41.4 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 41.4 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი პრესრელიზი ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიმ ჩენ ინი
სი ძინპინი

20 ივნისი 2019, 09:29

მსოფლიო

ჩინეთის ლიდერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

სი ძინპინის ვიზიტის ვიზიტი 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავს ეძღვნება.მედიის ცნობით, ჩინეთის ლიდერი კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ფხენიანის ბირთვულ პროგრამასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრებს.

ნიკოლა სარკოზი

20 ივნისი 2019, 09:10

მსოფლიო

კორუფციის საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

პარიზის საკასაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტს ბოლო აპელაციაზე უარი უთხრა, რომელიც სარკოზის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის გაუქმებას შეეხებოდა. ამ საქმეში სარკოზის, მისი ადვოკატის, ტიერი ჰერცოგის და ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის საუბრის ჩანაწერები ფიგურირებს.

მფრინავი ტაქსი

20 ივნისი 2019, 08:45

ტექნოლოგიები

პარიზის ავიასალონზე საჰაერო ტაქსების პროტოტიპები წარადგინეს

პარიზის გარეუბან ლა-ბურჟეში, 53-ე საერთაშორისო ავიასალონზე მომავალი აეროტაქსების პროტოტიპები წარადგინეს. მათ შორის იყო ევროპული გინანტი Airbus-ის შექმნილი მოდელი „ვაანა“, რომელიც ერთ მგზავრზე ან მცირე ზომის ტვირთის გადაზიდვაზეა გათვლილი.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 08:34

საქართველო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, რამდენიმე საათის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფი

20 ივნისი 2019, 08:12

საქართველო

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები. იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ალ ასაფის ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას.

გამოცდები

20 ივნისი 2019, 07:58

საქართველო

20 ივნისიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

20 ივნისი 2019, 01:20

ტექნოლოგიები

ავტომწარმოებელმა Citroën-მა 100 წლის იუბილე იზეიმა

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანია Citroën-მა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარიზში ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყო. Citroën-მა პირველი ავტომობილი 1919-1920 წლებში ააწყო. ყველაზე პოპულარული 2CV მოდელია. კომპანიამ ამ ტიპის 5 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

20 ივნისი 2019, 00:44

ძალოვნები

მეტროში ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

„რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, - ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

კატა

20 ივნისი 2019, 00:35

ტექნოლოგიები

რა უნდა იცოდეთ კატის სტერილიზაციის შესახებ. გზამკვლევი

კატების კასტრაციაზე ბევრი მითი არსებობს. სწორედ ამის გამო შინაური ცხოველების პატრონები ოპერაციისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ კატა სუქდება, პასიური ხდება და შარდკენჭოვანი დაავადებების რისკი მატულობს. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრებები სიმართლეს?

გიორგი მარგველაშვილი

20 ივნისი 2019, 00:32

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: 40 წელი ლევან ვასაძეს არავინ დაუჩაგრავს

„პრაიდზე ჩემი მისვლა ტყუილი იქნებოდა, რადგან არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. ამიტომ, მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც პრაიდს იცავს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობის და ადამიანის უფლებების დაცვას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ემილიანო სალა

20 ივნისი 2019, 00:22

მსოფლიო

ავიაკატასტროფისას დაღუპული ემილიანო სალას საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ინგლისში, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფისას დაღუპული 28 წლის ფეხბურთელის ემილიანო სალას საქმეს იძიებს ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციის ცნობით, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ფეხბურთელის გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

20 ივნისი 2019, 00:06

მსოფლიო

ნორვეგიის კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ. ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.

ბეტმენი

19 ივნისი 2019, 23:48

კულტურა

ამერიკელმა მაყურებელმა საუკეთესო ბეტმენი დაასახელა

ამერიკელმა მაყურებელმა გამოხატა პოზიცია, თუ რომელი მსახიობი შეასრულებს უკეთ ბეტმენი როლს. ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი კომპანია Morning Consult-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯგუფი Kiss

19 ივნისი 2019, 23:31

კულტურა

YouTube-მა და Universal-მა ათასიდან ასი საკულტო ვიდეორგოლის ხარისხი უკვე განაახლა

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ვიდეორგოლი უკვე განახლებულია. დანარჩენს 2020 წლის ბოლომდე აღადგენენ. YouTube-ში აღნიშნავენ, რომ განახლებული ვიდეორგოლები ყოველ კვირას გამოქვეყნდება. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ განახლებული ვიდეორგოლს:

თბილისის საქალაქო სასამართლო

19 ივნისი 2019, 23:07

ძალოვნები

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს

აუდიომასალა, რომელშიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, ასევე ბრალდებულთა და ერთ-ერთი მოწმის ხმები ავთენტიკურია. ეს ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნაა. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ