imedi /  26 მარტი 2019, 13:28 / სანდო წყარო

კობახიძე: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტები მაისში იქნება ინიცირებული

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვაზე დღეს იმსჯელებენ. შეხვედრაში მონაწილეობას ხელისუფლების სამივე შტოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ.

„ვიმსჯელებთ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია მეოთხე ტალღის რეფორმასთან, წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სესიის ბოლომდე შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების  უკვე მიღებას პარლამენტის მიერ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს ფორმატში განაცხადა, რომ სურს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაასრულოს.

“ეს ნიშნავს, რომ მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს უკვე ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტები. თემები  გამოკვეთილია. რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას, თითქმის ბოლომდეა ეს პროცესი მიყვანილი. რაც შეეხება სასამართლოს გადატვირთულობას, აქ შეგვიძლია სწრაფი ტემპით მოვამზადოთ შესაბამისი კანონპროექტი. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას და საბჭოს, ამასთან დაკავშირებითაც შევიმუშავებთ კანონპროექტებს და შეგვიძლია, უკვე მაისის შუა რიცხვებში ფართო ჩართულობით წარვადგინოთ ეს კანონპროექტები და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდება ივნისის ბოლომდე ამ დოკუმენტების მიღება. სწორედ ამ გეგმის წარდგენა გვინდა ჩვენ პარტნიორებისთვის”, - აღნიშნა პარლამენტის  თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სრული კონსენსუსით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც დისციპლინური წარმოების საკითხებს ეხება, თუმცა, ბოლო მომენტში, ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამის წარმომადგენელმა დამატებით დასვა რამდენიმე საკითხი, რომელზეც შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, 15 მაისამდე, დოკუმენტები შემუშავდება და პარლამენტს წარედგინება.

“ჩვენ პროექტი გვაქვს მომზადებული პირველ საკითხთან დაკავშირებით - ეს არის დისციპლინური წარმოება. სრული კონსენსუსით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი. უბრალოდ, ბოლო მომენტში, საერთაშორისო პროგრამის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დასვა დამატებით რამდენიმე საკითხი და ამ რამდენიმე საკითხის განხილვა გვჭირდება შემდეგ შეხვედრაზე. როგორც კი ამას განვიხილავთ, მაშინვე მოვახდენთ დისციპლინური წარმოების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე დამატებით დეტალური მსჯელობა დაგვჭირდება და ამის შემდეგ უკვე იმ დოკუმენტებსაც წარვადგენთ. 15 მაისისთვის ეს დოკუმენტები უნდა იყოს უკვე შემუშავებული, ინიცირებული პარლამენტში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

რობოტი წამყვანი

19 აპრილი 2019, 00:23

ტექნოლოგიები

რუსეთში ახალი ამბების წამყვანი რობოტი შექმნეს

ალექსი - ასე ჰქვია რობოტს, რომლის გამოჩენამაც ტელემაყურებლების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც ტელეარხი რობოტის მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს. 2018 წელს ახალი ამბების წამყვანი რობოტი ჩინეთშიც შექმნეს.

მონტე კარლოს მასტერსი

19 აპრილი 2019, 00:05

სპორტი

მონტე კარლოს მასტერსის მეოთხედფინალური წყვილები დასახელდა

მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 5,585,030 ევროა. ტურნირი სათავეს 1969 წლიდან იღებს. შეჯიბრი 13 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. მონტე კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული.

CNN

18 აპრილი 2019, 23:47

მსოფლიო

CNN-მა ახალი პრომო წარადგინა. ვიდეო

აღსანიშნავია, რომ კომენტარებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გულშემატკივრები CNN-ს დეზინფორმაციის გამავრცელებელს უწოდებენ. თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპიც CNN-ის მიმართ ზოგადად ნეგატიურადაა განწყობილი.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 23:33

მსოფლიო

HBO ტრამპს „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით ტვიტების დადებას უკრძალავს

მანამდე ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა.აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების 448 გვერდიანი რედაქტირებული ანგარიში გამოაქვეყნა.

18 აპრილი 2019, 23:28

თემა

ზელენსკი თუ პოროშენკო? ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მოიპოვა, პეტრე პოროშენკომ კი - 15,95%. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება. პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ პოროშენკოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატები შესთავაზა და თარიღად 19 აპრილი დაასახელა. კანდიდატები თავდაპირველად ამ თარიღზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მოგვიანებით ოპონენტებისშტაბებმა სტადიონის იჯარაზე ხელშეკრულება გააფორმეს. დებატი 19 აპრილს საღამოს გაიმართება. ვლადიმერ ზელენსკიმ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოქალაქეებიპრეზიდენტ პოროშენკოს და მის დებატებზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.

თბილისის მეტრო

18 აპრილი 2019, 23:17

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი დასახელდა

ხარვეზის გამო მეტროპოლიტენის მუშაობა 22:00 საათზე, ნახევარი საათით შეფერხდა. ხარვეზის მიზეზი ძრავის გადახურება იყო, რის გამოც მატარებელი მეტროსადგურში „ისანი“ დაიცალა. ძრავის გადახურების მიზეზი ჯერ უცნობია, მომხდარს სფეროს სპეციალისტები სწავლობენ.

დავით გიორგობიანი და გიორგი ასათიანი

18 აპრილი 2019, 22:49

ტაბლოიდი

„ხარისხის არხი“: Next Level-ზე გადავდივართ

„ხარისხის არხი" სახელწოდებას იცვლის და 25 აპრილიდან „სამეფო არხი“ ეწოდება. „ხარისხის არხი“ 2012 წლიდან მაუწყებლობს. სატელევიზიო არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემაა „დასაბამიდან სასუფევლამდე“. გადაცემა ახალი ფორმატით 27 აპრილს გავა ეთერში.

პოლიცია

18 აპრილი 2019, 22:45

ძალოვნები

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა

არსებული ინფორმაციით სწორედ ბეჟან გვაზავამ ესროლა ალიკა ლაგვილავას. გვაზავა გრიგოლიშის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობას, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ნინო ლომჯარია

18 აპრილი 2019, 22:33

საქართველო

პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო. ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. „ამ დრომდე გაგრძელდა სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და ლოგიკურად ვეღარ მოესწრო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

18 აპრილი 2019, 22:31

ეკონომიკა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნოტრ-დამის აღსადგენად €500 ათასს გამოყოფს

ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილში დაწერა. „2024 წლის თამაშებისთვის რეკონსტრუქციის დასრულება დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის“, - წერს თომას ბახი.

მანქანები

18 აპრილი 2019, 22:22

ეკონომიკა

შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

"თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პეტრო პოროშენკო

18 აპრილი 2019, 21:44

მსოფლიო

წინასაარჩევნოდ პოროშენკო ამომრჩევლებს ტელეფონზე ურეკავს

პრეზიდენტი ამომჩევლებს მისი პროდასავლური კურსის მხარდაჭერასა და მის სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვს. 19 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლებს.

ალოიზ პეტერლე

18 აპრილი 2019, 21:38

მსოფლიო

ევროპარლამენტარმა ჰარმონიკაზე დაუკრა. ვიდეო

ევროპარლამენტარმა სიტყვის დასრულების შემდეგ ჰარმონიკის მეშვეობით შეასრულა ევროკავშირის ჰიმნი, რასაც მისი კოლეგების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. „ეს ჩვენი ვალდებულებაა ევროპა ერთიანი იყოს. მოდი აღვადგინოთ ნოტრ-დამი. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - განმარტა ალოიზ პეტერლემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

18 აპრილი 2019, 21:32

ძალოვნები

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში შეიყვანა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მუცლის არეში აქვს ერთი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება

18 აპრილი 2019, 21:27

კულტურა

ჯაზის დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება.ჯაზის საერთაშორისო დღე თბილისში „ირაკლი ლუის ამბასადორისა’’ და თბილისის მერიის ბიგბენდის კონცერტით აღინიშნება.

ნათია თურნავა

18 აპრილი 2019, 21:09

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი უკვე მოაწერა. თურნავა აქამდე ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპმა დემოკრატებზე გამარჯვება „სამეფო კარის თამაშების“ ბანერით აღნიშნა

დემოკრატები აცხადებენ, რომ მათ ტრამპის „რუსული საქმის“ გამოძიების ანგარიშის სრული ვერსიის წაკითხვა სურთ და არა რედაქტირებულის. დემოკრატებს რობერტ მიულერის კონგრესში დაბარება და მისი გამოკითხვა სურთ.

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2019, 21:01

მსოფლიო

მიულერის ანგარიში: ტრამპმა სპეციალური გამომძიებლის გათავისუფლება სცადა

448-გვერდიანი რედაქტირებულ დოკუმენტზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქმის სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მიულერმა იმუშავა. მანამდე ტრამპის გუნდმა გამოძიების შედეგები პრეზიდენტის გამარჯვებად შეაფასა. საქმეზე გამოძიება თითქმის 2 წელი გრძელდებოდა.

18 აპრილი 2019, 20:51

ძალოვნები

საუდელი დები შსს-მ უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანა

საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა მიგრაციის დეპარტამენტის შენობა უკვე დატოვეს, სადაც თითქმის მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ უკვე დაწერეს უსაფრთხოების შესახებ განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ დების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

18 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე, სადაც ზაზა დავითაია დააკავეს. ვიდეო

დავითაიამ „ევროპელების“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიატორობის კანდიდატს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არის შალვა შავგულიძე მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით. წარსულის შეხსენებამ კი აქციის ორგანიზატორების გაღიზიანება გამოიწვია.