imedi /  26 მარტი 2019, 13:43 / სანდო წყარო

რუსეთმა დეპორტირებულ ქართველებს 2 000-დან 15 000-მდე ევრო უნდა გადაუხადოს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000-მდე ევრო უნდა გადაუხადოს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეებისთვის  კომპენსაციის გადახდის საკითხზე იმსჯელა. საუბარია საქართველოს 7 მოქალაქის ინდივიდუალურ სარჩელზე. ისინი ევროპული კონვენციის დარღვევით მომხდარი დეპორტაციისას დაზარალდენ. 

რუსეთიდან გამოძევების  საქმეში, სახელად - „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთი დარღვევა გამოავლინა.  

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.

ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძევებულ ქართველთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი.

ყველა სიახლე

მაია ცქიტიშვილი

21 აპრილი 2019, 23:18

საქართველო

ვიცეპრემიერი: ჩნდება ეჭები ხომ არ არის ეს პროტესტი ხელოვნურად შექმნილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ ჰესებთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პროტესტის ფაქტები ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ს ეთერში განაცხადა.

21 აპრილი 2019, 23:07

ძალოვნები

შსს-მ პანკისის ხეობაში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიგერია

21 აპრილი 2019, 22:55

მსოფლიო

ნიგერიაში ბრიტანელი ქალი მოკლეს, სამი ადამიანი კი გაიტაცეს

შემთხვევა ნიგერიის ქალაქ კადუნაში მოხდა, სადაც ქალი ტურისტად იყო ჩასული. სააგენტოს ცნობით, მოკლული ქალი ტურისტი იყო და ის მკვლელობამდე ერთ-ერთი წვეულებიდან მოდიოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, არ არიან იდენტიფიცირებულები არც გამტაცებლები.

21 აპრილი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

Facebook-ი სოციალური ქსელების დაბლოკვაზე შრი-ლანკის გადაწყვეტილებას პასუხობს

კომპანიის პრესსპიკერმა თქვა, რომ Facebook-ი ინფორმირებულია შრი-ლანკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და კომპანია მზად არის, ამ ტრაგიკულ წუთებში დაეხმაროს ქვეყანას. შესაბამისი შინაარსის განცხადება Facebook-მა გაავრცელა.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 22:32

მსოფლიო

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ

CNN-ის ცნობით, აფეთქებების სერიას სულ ცოტა 8 ქვეყნის მოქალაქეები ესმხვერპლნენ, მათ შორის: 5 ბრიტანელი, 3 ინდოელი, 3 დანიელი, 2 ჩინელი, 2 თურქი, 1 ჰოლანდიელი და ერთიც პორტუგალიელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მსხვერპლს შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებიც არიან.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

უკრაინის მომავალი პრეზიდენტი შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავს

ვლადიმერ ზელენსკი შტაბში გამარჯვებას ზეიმობს. ზელენსკიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს მიმართა და განაცხადა: "შემოგვხედეთ ჩვენ - ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო. პეტრო პოროშენკოს ხმათა 25.3% აქვს.

პანკისის ხეობა

21 აპრილი 2019, 22:00

ძალოვნები

პანკისში დაპირისპირებისას შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა

პანკისის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა და შსს-ს ბალანსზე არსებული მანქანები დაიწვა, ექსპერტკრიმინალისტები მივიდნენ.შესაბამისი მოწყობილობებით ისინი რამდენიმე საათის განამვლობაში ნივთმტკიცებებს აგროვებენ.

პრინსი

21 აპრილი 2019, 21:58

კულტურა

პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომი დასახელდა

პრინსი 2016 წლის 21 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 57 წლის მომღერლის საცხოვრებელ ადგილას, პოლიციამ სხვადასხვა დანიშნულების, დიდი ოდენობით მედიკამენტები აღმოაჩინა. მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, CNN-მა პრინსის 5 ყველაზე გაყიდვადი ალბომის სია გამოაქვეყნა.

პეტრო პოროშენკო ვლადიმერ ზელენსკი

21 აპრილი 2019, 21:29

მსოფლიო

პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის მოქმედმა პერეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა. "თანამდებობას შემდეგი თვიდან ვტოვებ. ასე გადაწყვიტა უკრაინელების უმრავლესობამ და მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ",- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პანკისი

21 აპრილი 2019, 21:21

საქართველო

პანკისის ხეობაში მომხდარი მოვლენების ფოტოკოლაჟი

დღეს პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რაც საბოლოოდ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს, პანკისელებმა დაზიანებული მანქანები ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

მაიკ პომპეო

21 აპრილი 2019, 21:15

მსოფლიო

პომპეომ დაადასტურა რომ შრი-ლანკაში აფეთქებებს ამერიკის მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ

პომპეოს თქმით, დაღუპულთა შორის ამერიკის რამდენიმე მოქალაქეა. „ამერიკის საელჩო მუშაობს, რომ ყველანაირი დახმარება გაუწიოს ამერიკის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს, რომლებიც შრი-ლანკაში თავდასხმისას დაშავდნენ“, - თქვა პომპეომ. თავის მხრივ, თეთრი სახლი გმობს „შრი-ლანკაში განხორციელებულ სასტიკ ტერაქტს“.

უკრაინა

21 აპრილი 2019, 21:05

მსოფლიო

ეგზიტპოლი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის მოქმედი პირველი პირი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი იბრძოდნენ. ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო.

21 აპრილი 2019, 20:28

ტექნოლოგიები

შრი-ლანკის მთავრობამ სოციალური ქსელები დაბლოკა

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა. Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის დაბლოკვის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებაა. გადაწყვეტილება შრი-ლანკის პრეზიდენტის სამდივნომ მიიღო.

დარენ ტილი

21 აპრილი 2019, 20:11

სპორტი

ბრიტანელი მებრძოლი ესპანეთის პოლიციამ ტაქსის გატაცებისთვის დააკავა

სპორტსმენი და მისი მეგობრები ჯერ ერთი სასტუმროდან გაყარეს, შემდეგ მეორეში მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ ტილმა და მისმა მეგობრებმა ტაქსი გამოიძახეს. როგორც გამოცემები წერენ, მათ ისარგებლეს იმით, რომ მძღოლმა მანქანა ცოტა ხნით დატოვა, რათა ბარგის გადატანაში მიხმარებოდა, და ავტომობილი გაიტაცეს.

შემთხვევის ადგილი

21 აპრილი 2019, 19:56

მსოფლიო

იაპონიაში ავტობუსი ქვეითებს დაეჯახა

იაპონური მედიის ცნობით, პოლიციამ ავტობუსის 64 წლის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა. ამასთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტობუსი ყველა მგზავრმა დატოვა. პოლიციის ცნობით, მძღოლმა დაამუხრუჭა, თუმცა ავტობუსი არ გაჩერდა.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 19:28

ძალოვნები

გიორგი გახარია: პანკისის ხეობის საქმეზე ჯერ დაკავებული არავინაა

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში დღეს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე არავინ დაუკავებიათ. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები უწყება დაპირისპირების ყველა ვიდეოკადრს შეისწავლის.

შრი-ლანკა

21 აპრილი 2019, 19:23

მსოფლიო

გავრცელდა იესო ქრისტეს ქანდაკების ფოტო რომელზეც შრი-ლანკაზე დაღუპულთა სისხლია

აფეთქება მოხდა შრი-ლანკის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე წმინდა სებასტიანის ეკლესიაშიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც იესო ქრისტეს ქანდაკებაა აღბეჭდილი, ქანდაკებას კი ადამიანის სისხლისა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მტვრის კვალი აქვს.

21 აპრილი 2019, 19:15

ვიდეო

შსს პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ვიდეოკადრებს ავრცელებს

ლევან დავითაშვილი

21 აპრილი 2019, 19:12

საქართველო

ლევან დავითაშვილი: პანკისში გაგრძელდება იმ ჰესის მშენებლობა, რომელზეც კითხვები არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანკისში აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კომპანია პანკისის ხეობაში გააგრძელებს იმ პროექტზე მუშაობას, სადაც არ არსებობს კითხვები. დავითაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებზე ხელის აღმართვა მიუღებელია, გადაცდომაზე პასუხი ყველას მოეთხოვება. საკითხს გამოიძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გიორგი გახარია

21 აპრილი 2019, 19:07

საქართველო

შს მინისტრმა პანკისში დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პანკისის ხეობაში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებული პოლიციელები მოინახულეს.