imedi /  28 მარტი 2019, 10:32 / სანდო წყარო

სუსი: ოკუპანტები შექმნილ ვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ

„საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას“, - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 86% (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი დაარეგისტრირეს. სუსში აღნიშნავენ, რომ გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დეფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

„2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - აღნიშნავენ ანგარიშში.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის​ (IPRM) შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა.

„დეფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში ექვსი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა გაიმართა“, - წერია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.

ყველა სიახლე

მიშელ პლატინი

19 ივნისი 2019, 08:08

სპორტი

მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინიმ კორუფციული გარიგებებით, გავლენა მოახდინა FIFA-ს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება.

ბაღები

19 ივნისი 2019, 08:00

საქართველო

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს იწყება

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული ბავშვის მშობელმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს კონკრეტულ საბავშვო ბაღში. ეს დოკუმენტებია: დაბადების მოწმობის ასლი; ორი ფოტოსურათი (ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

ვულკანი

19 ივნისი 2019, 00:57

ტაბლოიდი

თვითმფრინავიდან მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო

თვითმფრინავის მგზავრმა მექსიკაში მოქმედი ვულკანი გადაიღო. ვიდეო ABC News-ის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში პოპოკატეპეტლის ვულკანი ჰაერში ფერფლის მასას ისვრის, წარმოქმნილი კვამლის ფერი კი მზის ჩასვლის გამო ვარდისფერია.

ფრანჩესკო ტოტი

19 ივნისი 2019, 00:48

სპორტი

მედია: „რომა“ ტოტის სასამართლოში უჩივლებს

საფეხბურთო კლუბ „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა უკმაყოფილოა კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელისა და ყოფილი ტექნიკური დირექტორის ფრანჩესკო ტოტის განცხადებებით. იტალიური მედიის ინფორმაციით, პალოტა აპირებს, კლუბის ყოფილ კაპიტანს სასამართლოში უჩივლოს, ვინაიდან თვლის, რომ ტოტის კრიტიკამ გუნდის იმიჯი დააზარალა.

მთვარე

19 ივნისი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

Apollo-ს ასტრონავტებმა მთვარეზე პირველი დაჯდომიდან 50 წლის იუბილე აღნიშნეს

87 წლის უოლტერ კანინგჰემი აპოლო 11 მისიის წევრი იყო, 87 წლის ელ უორდენი აპოლო 15-ის, ხოლო 83 წლის ჩარლი დიუკმა, რომელმაც მთვარეზე აპოლო 16-ის მისიის ფარგლებში გაიარა, ავიაშოუზე საზოგადოებას გამოცდილების შესახებ მოუთხრო.

თვითმფრინავი

19 ივნისი 2019, 00:21

ეკონომიკა

ფილიპინურმა ავიაგადამზიდავმა Airbus-ს 31 თვითმფრინავი შეუკვეთა

შეთანხმების მიხედვით, ფილიპინური კომპანია Airbus-ისგან მცირე ზომის, A321XLR ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებს იყიდის. შეთახნმების ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. შეთანხმებაში ასევე მითითებულია 16 A330neo-ტიპის და 5 A320neo ტიპის ვერტმფრენების შესახებ, რომლებიც ძირითადად საშუალო მანძილზე ფრენისთვის გამოიყენება.

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარი

19 ივნისი 2019, 00:19

მსოფლიო

ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი ვენესუელის სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა, რომელიც კოლუბმიის ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10 ადამიანი.

აშშ

18 ივნისი 2019, 23:58

მსოფლიო

ტრამპი სი ძინპინს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდება, რომელიც 28-29 ივნისს ოსაკაში, იაპონიაში გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაპოსტა. მისი განცხადებით, მხარები სამიტამდე დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.

ესპანეთის პოლიცია

18 ივნისი 2019, 23:43

მსოფლიო

ესპანეთში გემზე 10 ტონა ჰაშიში აღმოაჩინეს

საქმეზე გამოძიება ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც საბაჟო კონტროლის საზღვაო დაზვერვის სამმართველომ გემის ეკიპაჟის უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, რის შემდეგაც გემზე თვალთვალი დაწესდა. გემის დაკავების ოპერაციაში იტალიელი, ფრანგი და თურქი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

თბილისი პრაიდი

18 ივნისი 2019, 23:29

საქართველო

Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

Amnesty International-ი „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატოს „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის შესახებ გეგმები და დაუყოვნებლივ გაატაროს ძალადობის აღსაკვეთად რეალური და ეფექტური ზომები.

18 ივნისი 2019, 23:20

ტექნოლოგიები

როგორ მოვიშორო აქცენტი უცხო ენაზე საუბრისას. რეკომენდაცია

ძლიერმა აქცენტმა, ისევე როგორც ეგზოტიკურმა კილომ, შესაძლოა, თქვენს კარიერას ხელი შეუშალოს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს პრესტიჟული ორგანიზაციები მაღალი რანგის თანამდებობებზე უპირატესობას ანიჭებენ იმ ადამიანების დანიშვნას, რომლებიც სტანდარტული ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ლაპარაკობენ.

BMW E60

18 ივნისი 2019, 23:18

ეკონომიკა

მედია: BMW ევროპიდან 560 000 ავტომობილს გაიწვევს

ავტომობილების გაწვევის მიზეზი აკუმულატორის შემონაკერზე კოროზიის გაჩენის საშიშროება გახდა, რამაც თეორიაში შესაძლოა გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. „ჩვენი გათვლებით, 60% შემთხვევაში რემონტი საჭირო არ გახდება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სკუტერი

18 ივნისი 2019, 23:04

მსოფლიო

ევროპაში ელექტროსკუტერების გამო ავარიების შესამცირებლად რეგულაციები შემოიღეს

გასულ კვირას საფრანგეთში, პარიზში 25 წლის ბიჭი, რომელიც ელექტრონული სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტოავარიაში დაიღუპა. ეს ელექტრონული სკუტერის მძღოლის დაღუპვის პირველი შემთხვევა იყო საფრანგეთში. პარიზში ელექტრონულ სკუტერებთან დაკავშირებით კონტროლი ივნისიდან დაიწყო.

ალექსეი ნავალნი

18 ივნისი 2019, 22:29

მსოფლიო

WSJ: ისრაელური საგამოძიებო კომპანია ნავალნიზე კომპრომატების მოძიებას ცდილობდა

კომპრომატების შეგროვების მცდელობის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმირ აშურკოვმა განაცხადა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, 2017 წელს მათ შეხვდა პირი, რომელიც გაეცნო როგორც პატრიკ დაიანი, რომელმაც აშურკოვს ლონდონში ღონისძიების ორგანიზება შესთავაზა.

ჯო-ვილფრედ ცონგა - ბენუა პერი

18 ივნისი 2019, 22:15

სპორტი

ჩოგბურთელებმა მატჩი შეწყვიტეს და ფეხბურთის თამაში დაიწყეს. ვიდეო

ფრანგმა ჩოგბურთელებმა ჯო-ვილფრედ ცონგამ და ბენუა პერმა, რომლებიც ერთმანეთს გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ხვდებოდნენ, მაყურებლები გაამხიარულეს. საბოლოო ჯამში მატჩში გამარჯვება ცონგამ იზეიმა - 6:4, 7:5.

პრაიდი

18 ივნისი 2019, 22:02

საქართველო

საპატრიარქო: ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია

საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. წერია, შეხვედრაზე ითქვა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

მიწისძვრა ცუნამი

18 ივნისი 2019, 21:46

მსოფლიო

იაპონიაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის ელოდებიან

ივარაუდება, რომ ცუნამი გარდაუვალია იამაგატას, ნიიგატას და იშიკავას სანაპიროებზე. ჯამში ევაკუაციის რეკომენდაცია ოთხი დასახლებული სანაპიროს შესახებ გაიცა. სააგენტოს მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ დაუყოვნებლივ დატოვოს ტერიტორია, არ შევიდეს წყალში იქამდე სანამ ახალი რეკომენდაცია არ გამოიცემა.

მარკ ესპერი

18 ივნისი 2019, 21:40

მსოფლიო

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას მარკ ესპერი შეასრულებს

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობას აშშ-ის არმიის მდივანი მარკ ესპერი შეასრულებს. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა. აქამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2019 წლის 1 იანვარს დაინიშნა.

კიბერთავდასხმა

18 ივნისი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

უკრაინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

ბანკის ძირითადი, მთავარი ინფრასტრუქტურა, მათ შორის გადახდების სისტემა არ დაზიანებულა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. ბანკი იძულებული გახდა ეროვნული ვალუტის, გრივნის 19 ივნისის კურსის შესახებ ცნობა Facebook-ზე გამოექვეყნებინა.

ბორის ჯონსონი

18 ივნისი 2019, 21:26

მსოფლიო

ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში პოზიციები გაიმყარა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში ექსსაგარეო მინისტრმა ბორის ჯონსონმა საკუთარი უპირატესობა გაზარდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც კენჭისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, მეორე ტურში ჯონსონს მხარი კონსერვატიული პარტიის 313 დეპუტატიდან 126-მა დაუჭირა, რაც პირველი ტურის შედეგებს 12 ხმით აღემატება.