imedi /  29 მარტი 2019, 13:23 / სანდო წყარო

ბათუმელი აქტივისტები მთავრობას მიმართავენ

შეწყდეს ბათუმის ქაოსური განაშენიანება - ამ მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ პრემიერმინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქ ბათუმის მერს მიმართავენ.

ისინი ითხოვენ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ისტორიული დაცვის ზონა, „რივიერას“ ტერიტორია კი მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში. აქტივისტები ზღვის პირველ ზოლში ცათამბჯენების აშენებას ეწინააღმდეგებიან. ისინი პრივილეგირებული კომპანიების არსებობას უსვამენ ხაზს. 

„თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ვერ ვუწოდებთ არასწორ ურბანულ პოლიტიკას, ეს სრული ქაოსია. საკმარისია! დასვით წერტილი და ბოლო მოუღეთ ურბანულ ქაოსს, თორემ ამ სფეროში კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას. „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ თითქმის წელიწადია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება“, - წერია აქტივისტების ერთობლივ მიმართვაში.

„გვაქვს კონკრეტული კითხვა ბათუმის მერთან - რა გიშლის ხელს „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“ პროექტი იქცეს დოკუმენტად? ვითხოვთ სასწრაფოდ დამტკიცდეს ზონა! გაიგზავნოს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დასამტკიცებლად.

აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბოლო დროს ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. რა საჭიროა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, თუ ინვესტორის მოთხოვნისთანვე საკრებულო და მერია მუდმივად მზადყოფნაში არიან შეცვლონ დადგენილი ზონის სტატუსი? გვაინტერესებს, ამ შემთხვევაში, რა პასუხი გაქვთ სხვა ინვესტორებისთვის, რომელთაც თქვენი პოლიტიკით არათანაბარ გარემოში აყენებთ? ეს არის სამართლიანი? თუ აშენებს „ალიანსი სითი“, რატომ ვერ ააშენებს სხვა ინვესტორი? სამწუხაროდ, ეს კითხვა უკვე აქტუალურია და გვეკითხებიან აქტივისტებს. რეალურად კი კითხვის ადრესატები თქვენ ხართ.

"ალიანსს სითი“ მერიისგან ითხოვს, "ლუჟკოვის სახლის" ტერიტორიის საცხოვრებელი ზონის სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლდეს. ამ ცვლილებებით კომპანია შეძლებს K2 კოეფიციენტი გაზარდოს და სანაპიროდან 100 მეტრში 44, 45 და 50-სართულიანი შენობები აღმართოს.

ახლად მონიშნულ სამშენებლო მოედნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული კომპანია უკვე ფლობს ერთ აშენებულ ცათამბჯენს, ხოლო მეორეს აშენებს.

ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს „ალიანს სითის“ გრგ-ს დოკუმენტს და მერიაში წარადგინოს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ეს არის ფარსი.

ინვესტორი მიწის ნაკვეთსა და 9-სართულიან სახლში, წინმსწრებად იხდის 29 მილიონ 500 ათას ამერიკულ დოლარს ისე, რომ დაანონსებული ცათამბჯენების აშენების გარანტია მიღებული არ აქვს?! ბატონებო, ჩვენ არ ვართ ასეთი გულუბრყვილოები, რომ დავიჯეროთ ეს, არ ვაპირებთ ფასადური დემოკრატიის მონაწილეები გავხდეთ“, - წერია მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფისა და საზოგადოება „ბათომის“ მიმართვაში.

ბათუმში უკვე რამდენიმე თვეა აქტივისტები ხშირად მართავენ სხვადასხვა აქციას, რომელშიც ქალაქის ქაოსურ მშენებლობას აპროტესტებენ. ახლახანს, ბათუმის თეატრში სპექტაკლის დროს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა  საპროტესტო ფლაერები გადაყარეს. ფლაერებზე ეწერა, რომ ძველი ბათუმი საფრთხეშია.

ყველა სიახლე

ელექტრომობილი

21 აგვისტო 2019, 23:33

ეკონომიკა

ხვალიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

ხვალიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება „აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა“. ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

21 აგვისტო 2019, 22:50

მსოფლიო

ნიდერლანდებში ნიქაბიან ქალს ავტობუსი დაატოვებინეს

ნიდერლანდების ქალაქ სტეინში ავტობუსის მძღოლმა მოძრაობა ნიქაბიანი ქალის გამო შეწყვიტა. კაცმა ქალს 2-ჯერ სთხოვა სახის ჩვენება ან ავტობუსის დატოვება. მას შემდეგ რაც ქალმა ამაზე უარი თქვა, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ქალმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებაყოფლობით დატოვა.

21 აგვისტო 2019, 22:30

მსოფლიო

BBC-ი ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრებს ავრცელებს. ვიდეო

ვესკოვოს განცხადებით, გემის მდგომარეობა მარილის კოროზიისა და "მეტალისმჭამელი" ბაქტერიების გამო გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებს. გემი დღესდღეობით ოკეანის ზედაპირიდან 4,000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

ვიდეოთამაში

21 აგვისტო 2019, 22:07

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ"- წერს ფედერაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) იაპონურმა კომპანია Konami-მ შექმნა.

დიდი შვიდეული

21 აგვისტო 2019, 21:30

მსოფლიო

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთი ამ ფორმატიდან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო გარიცხეს და ეს პრობლემები ამ დრომდე აქტუალურია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო 2019, 21:08

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა.

ბათუმის ბულვარი

21 აგვისტო 2019, 20:14

საქართველო

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ გაიხსნა

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

21 აგვისტო 2019, 20:05

საქართველო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.

დუეინ ჯონსონი

21 აგვისტო 2019, 19:31

კულტურა

Forbes: დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

Forbes-ი რეიტინგის შედგენისას, სამსახიობო ანაზღაურებასთან ერთად ბრენდებთან თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხასაც ითვლის. როკის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა Under Armour-მა, "ფორსაჟსა" და სხვა ფილმებზე მუშაობამ შეასრულა.

სასტუმრო ჰილტონი

21 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ბათუმის „ჰილტონიდან“ სახანძრო სიგნალის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმის „ჰილტონში“ სახანძრო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც გაირკვა, სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ საფრთხე მოიხსნა.

ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი

21 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

ძიუდო

21 აგვისტო 2019, 18:48

სპორტი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. სათავეში ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არიან.

კუბური ნიანგი

21 აგვისტო 2019, 18:46

ტაბლოიდი

ფიდელ კასტროს ნიანგმა კაცი დაკბინა

შვედეთში, სტოქჰოლმის აკვარიუმიდან 70 წლის კაცის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ის ნიანგმა დაკბინა. BBC-ის ცნობით, ნიანგს კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ფლობდა. შემდეგ მან ორი კუბური ნიანგი სახელად კასტრო და ჰილარი კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, რომელმაც ცხოველები სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრევორ მალარდი

21 აგვისტო 2019, 18:21

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა სხდომის დროს დეპუტატის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის ბავშვი გამოკვება. მალარდმა პარლამენტში დეპუტატ ტამატი ქოფის შვილთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

21 აგვისტო 2019, 18:11

მსოფლიო

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად, კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით.

მეტ ფრედერიქსენი

21 აგვისტო 2019, 18:02

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვიზიტის გაუქმება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს."ვიზიტის გაუქმება დანიასა და აშშ-ს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას არ შეცვლის", - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Walmart

21 აგვისტო 2019, 17:55

ეკონომიკა

Walmart-ი Tesla-ს უჩივის

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს დაუდევრობის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 2012-2018 წლებში Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის 7 პანელს ​ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მაღაზიები და მათში შენახული საქონელი, რამაც Walmart-ს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

კონტი ჯგუფი

21 აგვისტო 2019, 17:53

ეკონომიკა

თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი-ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.