imedi /  01 აპრილი 2019, 08:54 / სანდო წყარო

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრებს დღეიდან იწყებენ

ჯანი ბუკიკიო

ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დღეიდან დაიწყება. შეხვედრების თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და ამ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება. კომისიის წევრები პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავენ.

"ვენეციის კომისიას ჩვენ მიერ მომზადებულ პროექტს გავაცნობთ. რაც შეეხება კრიტიკას, ის უსაფუძვლოა, რადგან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ჯერ მზადდება კანონპროექტი, ხდება ინიცირება და შემდეგ ეგზავნება ვენეციის კომისიას. ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე, რათა დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე მეორე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტს. ვენეციის კომისიას გავუზიარებთ ჩვენს პოზიციას და დარწმუნებული ვარ, კომისიის პოზიცია იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდებიან. "ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ მორგებულია იმ კლანის ინტერესებზე, რომელიც დღესაც მართავს სასამართლოს. ვენეციის კომისიას ავუხსნით დეტალებს, თუ როგორ განამტკიცებს აღნიშნული კანონპროექტი ამ კლანის მმართველობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისია დააფიქსირებს ძალიან მკაფიო პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა,

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ „ევროპული საქართველოს“ წევრებთანაც. "ევროპული საქართველო“ ვენეციის კომისიის ექსპერტებს პირველ რიგში აუხსნის იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში. სისტემას მართავს ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი კლანი, რომელმაც დეკემბერში პრაქტიკულად საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა, როდესაც ის ათკაციანი სია გადმოუგდო პარლამენტს. ჩვენ შევთავაზებთ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას და ხედვას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვენეციის კომისიის ექსპერტები პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებსაც შეხვდებიან.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ყველა სიახლე

რასიზმი

25 აპრილი 2019, 16:01

მსოფლიო

ტეხასში რასისტულ ნიადაგზე მკვლელობაში მსჯავრდებული სიკვდილით დასაჯეს

მკვლელობასთან დაკავშირებით სამივე დამნაშავე დააკავეს. 1999 წელს სასამართლომ მიიჩნია, რომ მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე იყო ჩადენილი და სამივე მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 2011 წელს საქმეში მსჯავრდებული ერთი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით, კიდევ ერთი კი ჯერ ისევ სასჯელს იხდის.

25 აპრილი 2019, 15:53

ტაბლოიდი

შიმპანზემ Instagram-ის პოსტები დაათვალიერა

სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელშიც შიმპანზე Instagram-ის პოსტებს ათვალიერებს. ვიდეო ყოფილმა მორაგბე მაიკ ჰოლსტონმა გამოაქვეყნა, რომელიც ბლოგერი და გარეული ცხოველების სპეციალისტი გახდა.

ილია მეორე

25 აპრილი 2019, 15:20

საქართველო

პატრიარქი: ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა

ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შესრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

შუალედური არჩევნები

25 აპრილი 2019, 15:01

საქართველო

ირაკლი კობახიძე: წიწილებს 19 მაისს დავითვლით

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანაა, რომ 19 მაისს, შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაამარცხოს. კობახიძემ კომენტარი გააკეთა აკაკი ბობოხიძის მიერ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირაკლი კობახიძე

25 აპრილი 2019, 14:43

საქართველო

კობახიძე დავით გარეჯის შესახებ: თუ პრობლემა არსებობს, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად მოვაგვარებთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, საქართველო აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად ამ პრობლემას გადაჭრის.

დავით გარეჯი

25 აპრილი 2019, 14:39

საქართველო

დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

25 აპრილი 2019, 14:34

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა წყვილმა განადგურებული ტყე აღადგინა 🌳🌳

ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიან სალგადო ბრაზილიაში, მინას-ჟერაისში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 1994 წელს რუანდის გენოციდზე ფოტორეპორტაჟი გააკეთა. მას სურდა, რომ ისევ ენახა მინდვრებითა და ტყეებით დაფარული მისი მშობლიური მხარე, თუმცა აღმოაჩინა, რომ მიწის მხოლოდ 0,5% დარჩა ხეებით დაფარული.

25 აპრილი 2019, 14:24

საქართველო

პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მესამე სექტორთან განიხილეს

სხვადასხვა პოზიციაა საერთო სასამართლოების ზოგადად შეფასებისას: ერთი ნაწილი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პროექტი მაინც მორგებულია „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ დოკუმენტით უზრუნველყოფილია ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურები, რაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აუმჯობესებს.

ჯო ბაიდენი

25 აპრილი 2019, 14:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია.

ვლადიმერ პუტინი

25 აპრილი 2019, 14:08

მსოფლიო

პუტინი უკრაინის არჩევნებზე: ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის საპრეზიდენო არჩევნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა კენჭისყრის შედეგები პოროშენკოს პოლიტიკას დაუკავშირა. „რა არის აქ შესაფასებელი? ეს არის პოროშენკოს პოლიტიკის სრული კრახი"- განაცხადა პუტინმა.

25 აპრილი 2019, 14:03

ტაბლოიდი

ამერიკელი ასტროლოგიური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდის ისტორია, რომელშიც ის ჰყვება, რომ ოთახის ერთობლივ ქირაზე უარი უთხრეს, რადგან ის ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა იყო. ამ ისტორიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პროფესიონალმა იურისტებმა გამოთქვეს აზრები იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ზოდიაქოს ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

საოკუპაციო ხაზი

25 აპრილი 2019, 13:57

ეკონომიკა

ნიქოზთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივმა კაკლის და ნუშის ნერგები გააშენა

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ ის სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ.

25 აპრილი 2019, 13:56

ტაბლოიდი

იტალიელმა ფერმერმა ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი ტრაქტორით დახატა

იტალიელმა ფერმერმა დარიო გამბარინმა მინდორში ტრაქტორით ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი დახატა. ამისთვის მან 2,5 ჰექტარი ფართობი გამოიყენა. შედევრის შესაქმნელად, განბარინს 8 საათი დასჭირდა.

გლუშკოვები

25 აპრილი 2019, 13:50

ძალოვნები

სასამართლომ ინტერპოლით ძებნილი ძმები გლუშკოვები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გლუშკოვების უფლებადამცველი ლალი აფციაურის ინფორმაციით, ძმებს, რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის, ამის დასაფარად კი ბრალი თაღლითობისა და ქრთამის აღების მუხლით წარუდგინეს. პროკურატურამ აღკვეთის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა საექსტრადაციო ვადების ამოწურვის გამო დააყენა.

ეგვიპტე

25 აპრილი 2019, 13:34

მსოფლიო

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამასთან, სინაის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში, რომელიც ისრაელსა და ღაზის სექტორს ესაზღვრება, კომენდანტის საათი დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი უცნობია. მანამდე მთავრობამ ისლამისტ მებრძოლებთან ბრძოლის ფარგლებში სინაის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კარლოს გონი

25 აპრილი 2019, 13:22

მსოფლიო

Nissan-ის ყოფილი დირექტორი 4.5 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

გონი გასული წლის ნოემბერში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააპატიმრეს, 2019 წლის მარტში კი ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მეორედ გონი აპრილის დასაწყისში დააკავეს და ახალი ბრალი წაუყენეს, საქმე ეხება ავტოკონცერნ Nissan-ის თანხების მითვისებას, რისთვისაც გონი სპეციალურად შემუშავებულ სქემას იყენებდა.

ეკა ბესელია

25 აპრილი 2019, 13:05

საქართველო

ეკა ბესელიამ დეპუტატების და მესამე სექტორის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის საკითხს შეეხებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას მესამე სექტორი და დეპუტატები ესწრებოდნენ.

დემონტაჟი

25 აპრილი 2019, 12:58

საქართველო

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტის დემონტაჟი დაიწყო

ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის დემონტაჟი დაიწყო. პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს და და ვაჟა ფშაველას გამზირზე დაახლოებით 200 მეტრიან მონაკვეთზე ახალი სამანქანო გზა და გამწვანებული ტერიტორია მოეწყობა.

ქურდობა

25 აპრილი 2019, 12:55

ძალოვნები

გავრცელდა ვიდეო თუ როგორ გარბიან არასრულწლოვნები ბათუმში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილური მაღაზიების მეპატრონემ, რომლის დაწესებულებაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაქურდეს, imedinews-ს ვიდეო მიაწოდა. ვიდეოზე აღბეჭდილია სამი ადამიანი. ვიდეოში ჩანს როგორ სხდებიან ისინი ტაქსიში მაღაზიის გაქურდვის შემდეგ.

25 აპრილი 2019, 12:53

კულტურა

HBO-მ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღოს

კომპანია HBO-ს წარმომადგენელმა ჯესიკა კამ-ენგლმა თქვა, რომ შეიძლება „სამეფო კარის თამაშების“ აზიური ვერსია გადაიღონ. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი წერს. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ პროდიუსერების ნაკლებობა, რომლებიც მასშტაბურ პროექტის სათავეში ჩაუდგებიან.