imedi /  01 აპრილი 2019, 16:40 / სანდო წყარო

სამინისტრო: დევნილების განსახლების საკითხი მათ მიერ „დირსის“ დატოვებამდე არ განიხილება

დევნილები

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში დევნილი ოჯახების შეჭრის ფაქტს ეხმიანება. უწყების განცხადებით, დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია დირსის კუთვნილი ბინები, რომლებიც სამინისტროს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადაეცეს. 

სამინისტროს პოზიციაა, რომ დევნილების მიერ, კომპანია „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა წარმოადგენს უკანონო ქმედებას და ამ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ისინი თვითნებურად დაკავებულ საცხოვრებელ ფართებს არ გაათავისუფლებენ.

უწყების ცნობით, სამინისტოო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200-მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.

"უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება.

"თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. 

სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

სამინისტრო თბილისში როგორც „დირსისგან“, ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ადგილზე უსაფრთხოებას და მართლწესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოგეხსენებათ, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ კორპუსების რამდენიმე სადარბაზოში შეჭრილია 150-მდე დევნილი. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე მხარის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა არ მოხდეს მხარეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი ან დაპირისპირება. ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს საკვებიც და სასმელი წყალიც და რაც საპოლიციო დანაყოფებმაც არაერთხელ მიაწოდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ მობილიზებულები ვართ, იმისთვის, რომ ადგილზე დავიცვათ მართლწესრიგი და უსაფრთხოება, ამის გარდა პოლიციას სხვა დავალება არ გააჩნია“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომპანია "დირსის" მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო. დევნილები, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსში 2 დღის წინ უნებართვოდ შეიჭრნენ, ისევ იქ რჩებიან.

ყველა სიახლე

ბლექ აიდ ფის

17 ივნისი 2019, 00:53

კულტურა

Black Eyed Peas-ის წევრებს სცენის წინ პატარა ბიჭის ცეკვა მოეწონათ და სცენაზე აიყვანეს. ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ჯგუფის წევრებმა სცენის წინ მოზარდი ბიჭი შენიშნეს, რომლის ცეკვაც სავარაუდოდ ძალიან მოეწონათ. მათ ბავშვი სცენაზე მიიწვიეს და მასთან ერთად დაახლოებით ორი სიმღერის განმავლობაში ცეკვავდნენ. ემოციურად შეასრულა ჯგუფმა მათი ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love".

17 ივნისი 2019, 00:37

ვიდეო

Black Eyed Peas-ის კონცერტის დროს ბავშვი სცენაზე ავიდა

17 ივნისი 2019, 00:28

მსოფლიო

ინდოეთში მწვავე ენცეფალიტის სინდრომს 83 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში სავარაუდოდ ენცეფალიტის სინდრომით 83 ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობისგან დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი ზომების გატარების დირექტივა მიიღო.

დავით ზალკალიანი

17 ივნისი 2019, 00:20

საქართველო

ზალკალიანი დავით გარეჯზე: კულუარებს მიღმა მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროცესების განახლება დაიწყო ხელისუფლებამ, პირველი რაც გაკეთდა იყო ის რომ კომისია სრულად განახლდა. "მნიშვნელოვანია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

ირმა ინაშვილი

16 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

ინაშვილი: ხშირად ლგბტ ჯგუფები ჩაგრავენ უმრავლესობას

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება შეაფასა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ“.

კლაუს მედსენი

16 ივნისი 2019, 23:37

მსოფლიო

გერმანიის ქალაქის მერი უცხოელი პირველად გახდა

ბიზნესმენმა 57 პროცენტით დაამარცხა მეტოქე. კოპენჰაგენში დაბადებული კლაუს მედსენი გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობდა, რის შემდეგაც როსტოკში დასახლდა, თუმცა გერმანიის მოქალაქეობა არ მიუღია. ამ ქალაქს უცხოელი მერი პირველად ეყოლება.

პრაიდი

16 ივნისი 2019, 23:32

საქართველო

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

თბილისში, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით "თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივნისი 2019, 23:19

სპორტი

პრეზიდენტმა უშუისტებს ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გარმართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ახალგაზრდები ჩვენი მომავალია.

ფეხსაცმელი

16 ივნისი 2019, 23:10

ტაბლოიდი

9 საინტერესო ისტორიული ფაქტი ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ

საიდან იღებს სათავეს და როგორ ვითარდებოდა ელეგანტური, ზოგჯერ კი მტკივნეული - ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია? BBC Rado 4-მა მოამზადა სტატია, რომელშიც ქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორიის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

16 ივნისი 2019, 22:34

მსოფლიო

ლიონში ფრანგმა ჯარისკაცებმა შეიარაღებულ კაცს ესროლეს

Euronews-ის ცნობით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძებიება, თუმცა თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა და მისი მოტივი უცნობია. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

უამინდობა

16 ივნისი 2019, 22:23

მსოფლიო

ევროპაში უამინდობამ მსხვერპლი გამოიწვია

ევროპის ნაწილში უამინდობამ წყალდიდობა და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. euronews-ის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიონში დაახლოებით ჩოგბურთის ზომის სეტყვამ ავტომობილები დააზიანა. დაიტბორა სამანქანო გზები და დაზიანდა სახლები. უამინდობამ პრობლემები შექმნა პოლონეთშიც.

გლობალური დათბობა

16 ივნისი 2019, 21:59

ტექნოლოგიები

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება

თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება.

16 ივნისი 2019, 21:54

ვიდეო

ლევან ვასაძე ლეგიონის შექმნით იმუქრება

16 ივნისი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ფინალში კუბის ნაკრები 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 31:21 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე იყო.

16 ივნისი 2019, 21:38

ვიდეო

ადა მარშანია: ჩვენს ჯიშზე დგას ეს ქვეყანა

16 ივნისი 2019, 21:36

საქართველო

„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს

ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ამ შინარსის განცხადებით „ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს.

16 ივნისი 2019, 21:36

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი: მე ყველას პრეზიდენტი ვარ

16 ივნისი 2019, 21:34

ვიდეო

ტოჩინოშინი საქართველოშია

16 ივნისი 2019, 21:31

ვიდეო

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ სიწმინდე და ტრადიციები

ბენქსი

16 ივნისი 2019, 21:27

კულტურა

ლისაბონში ბენქსის გამოფენა „გენიოსი თუ ვანდალი“ გაიხსნა

პორტუგალიაში, ლისაბონში ბრიტანელი იდუმალი ქუჩის მხატვრის, ბენქსის 70-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ასეთივე გამოფენა გაიმართა მადრიდსა და მოსკოვში, სადაც ნამუშევრებმა 600 000-ზე მეტმა მნახველმა მიიზიდა. გამოფენის სახელწოდებაა "გენიოსი თუ ვანდალი". გამოფენა მოიცავს ვიდეოებს, გრაფიტებს, სკულპტურებსა და ფოტოებს.