imedi /  03 აპრილი 2019, 12:43 / სანდო წყარო

აშშ-ში მიაჩნიათ რომ ნატომ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის დახმარება უნდა გააძლიეროს

აშშ მხარდაჭერა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მსვლელობისას კონგრესმენებმა და მომხსენებლებმა საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს.

მოსმენისას აღინიშნა, რომ საჭიროა, ნატომ თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააძლიეროს საქართველოსა და უკრაინის დახმარება.

მოსმენისას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი) შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნატოს მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ნატო ყველაზე უფრო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიოში, რომელიც იცავს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, მათ შორი დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.

სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ინვესტირებისათვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.

„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მიისწრაფიან გაწევრიანდნენ ნატოში, არა მხოლოდ რუსეთისაგან თავდაცვის, არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მიზნით. რუსეთი ხელახლა გახდა ნატო-ს საფრთხე. თუ კვლავაც არსებობს რაიმე სახის ეჭვი ამის თაობაზე, შეგიძლიათ გაესაუბროთ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას, დღეს რუსეთიდან მომდინარე საშიშროების გასაცნობიერებლად", - განაცხადა სენატორმა.

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევრის, იან ბრზეჟინსკის თქმით, ნატოს ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა დღევანდელი მზარდი უსაფრთხოების გარემოში:

"მოსკოვის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, მისი სამხედრო პროვოკაციები, მკვლელობები, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა წარმოადგენს მაგალითების მხოლოდ ერთ ნაწილს, თუ როგორი საფრთხის წინაშე იმყოფება საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი, რომელიც გლობალური მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ავანგარდში იდგა", - აღნიშნა იან ბრზეჟინსკიმ და ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ  მიმართულებად საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დასახელა. 

"ალიანსის უახლესი წევრები ევროპის ყველაზე უფრო მტკიცე ტრანსატლანტისტები არიან და აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მათ შორის ევროპის მიღმა, მონაწილეობის ყველაზე უფრო მეტი სურვილი გააჩნიათ. ნატო-ში მონტენეგროს ბოლოდროინდელი გაწევრიანება და ამ გზაზე მყოფი მაკედონიის ორგანიზაციაში მოსალოდნელი ინტეგრირება ერთიანი ევროპის ხედვის განხორციელებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს. ამასთანავე, ალიანსმა უნდა განსაზღვროს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას დაჭირდება დრო შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა ბრზეჟინსკიმ.

მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორ ბობ მენენდესის (დემოკრატი, ნიუ-იორკი) მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, ბრზეჟინსკიმ განაცხადა, „რუსეთის რევანშიზმისა და აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიდგომა ფუნდამენტური სახის შეცდომაა. 15 წელი გავიდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან. ჩვენი სტრატეგია, საპასუხო ქმედებების ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის (ინკრიმენტალიზმის) სტრატეგიაა. რუსეთი არღვევს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერების სუვერენიტეტს; იტაცებს ტერიტორიებს და ჩვენი პასუხი სამშვიდობო შეთანხმებაა.“ 

ბრზეჟინსკის განმარტებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ საჭიროა დასავლეთმა ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში გააძლიეროს სამხედრო ყოფნა; გაზარდოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკური დასუსტების მიზნით მიმართული უნდა იყოს რუსეთის საბანკო სისტემაზე; ამას გარდა, საჭიროა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ განახორციელოს ხელის შეშლის სტრატეგია.  

ყველა სიახლე

მუმია

25 აპრილი 2019, 01:13

ტექნოლოგიები

ეგვიპტეში ძველ სამარხში არქეოლოგებმა 30 მუმია იპოვეს

არქეოლოგების ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით იპოვა ძველი სამარხი, რომელიც ბერძნულ-რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 332-395 წლები). სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება. ერთ-ერთში აღმოაჩინეს 30 კაცის მუმია.

25 აპრილი 2019, 00:26

მსოფლიო

შრი-ლანკაზე კაცმა ტერორისტი ეკლესიაში არ შეუშვა და 450 ადამიანი გადაარჩინა

შრი-ლანკაზე ტერორისტული აქტების დღეს 40 წლის მოქალაქე რამეშ რაჯუმ მკვლელი ტერორისტი ამოიცნო და წირვის დროს ეკლესიაში არ შეუშვა. ამ ქმედებით მან ასეულობით მორწმუნე გადაარჩინა. BBC-ის ცნობით, კაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 00:20

მსოფლიო

ტრამპმა Twitter-ზე მიმდევრების დაკარგვის მიზეზი კომპანიის დირექტორს გამოჰკითხა

დორსიმ აუხსნა ტრამპს, რომ კომპანია თაღლითური ანგარიშების წასაშლელად მუშაობდა და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაკარგად მიმდევრები Twitter-ზე. მათ რიცხვში როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ასევე იყო Twitter-ის გენერალური დირექტორი. შეხვედრის შესახებ დღეს დონალდ ტრამპმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეხვედრა თეთრი სახლის ორგანიზებით გასულ კვირას გაიმართა.

24 აპრილი 2019, 23:32

კულტურა

ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ფანებს მიმართა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა instagram-ზე საკუთარ ფანებს ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ პირველად მიმართა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა და თავისი ფანები დაამშვიდა. პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, დაუჯერონ ყველაფერს, რასაც მასზე ლაპარაკობენ ან წერენ. ბრიტნი სპირსს ფსიქიატრიულ კლინიკაში ერთთვიანი სამკურნალო კურსი უნდა გაევლო.

24 აპრილი 2019, 23:19

საქართველო

ბახტაძემ სერბეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გააცნეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ .

24 აპრილი 2019, 22:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მეტყველების განვითარებისთვის ტვინის იმპლანტი შექმნეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯგუფის თქმით, ახალი დასკვნები დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც დაავადება ლაპარაკის შესაძლებლობას ართმევს. აზრების წაკითხვის ტექნოლოგია ორ ეტაპად მუშაობს. პირველ რიგში, ტვინში იმპლანტირებული ელექტროიდი ელექტროსიგნალების საშუალებით, ტუჩების, ენის, ხმის და ყბის მანევრს ახორციელებს.

24 აპრილი 2019, 22:40

თემა

მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს ირჩევენ. კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე ხდებიან. მორიგი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23-26 მაისს იმართება.სანამ ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ, განსხვავებული პროგნოზები და ვარაუდები გამოითქმის. რატომ არის ეს არჩევნებიამდენად აქტუალური და როგორ აისახება ისსაერთო ევროპულ პოლიტიკაზე?

24 აპრილი 2019, 22:37

სპორტი

FIFA-მ შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, შვიდ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.

24 აპრილი 2019, 22:14

ეკონომიკა

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

ავტოკონცერნი Ford-ი კომპანია Tesla-ს კონკურენტის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების ( Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

24 აპრილი 2019, 21:42

საქართველო

ევროპის საბჭომ ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. ეს ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას“.

24 აპრილი 2019, 21:39

კულტურა

ბარნოვის ხელოვნების სახლში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა

„ბარნოვის ხელოვნების სახლი“, ანუ ახალი სივრცე თბილისში გურამ წიბახაშვილის გამოფენით „ზამთარი გადატანილია“ გაიხსნა. ამავე სახელწოდებით ფოტოგრაფის წიგნიც გამოიცა.

24 აპრილი 2019, 21:26

საქართველო

ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩავიდნენ

ქართველი პილიგრიმები უკვე იერუსალიმში არიან. 120 კაციანი ჯგუფი ვნების შვიდეულს იერუსალიმში გაატარებს. სწორედ მათ უნდა ჩამოიტანონ საქართველოში „წმინდა ცეცხლი“. პილიგრიმებმა უკვე მოილოცეს მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და მდინარე იორდანეში განიბანნენ.

24 აპრილი 2019, 21:19

საქართველო

თბილისში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დედაქალაქს სამი საბაგირო ხაზი დაემატება. კერძოდ, ახმეტელი-თემქა, სამგორი-ვაზისუბანი და სამება-მახათას მთა. ჯერჯერობით უცნობია, სამი საბაგიროდან პირველი რომელი აშენდება. ამისთვის სპეციალური კვლევის ჩატარება იგეგმება.

ლაშა იორდანიშვილი

24 აპრილი 2019, 20:47

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა

პანკისის მოვლენებიდან მეოთხე დღეს კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი ადგილობრივებთან 13-თვიანი მოლაპარაკებების დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ორ სოფელში გამოკითხვაც ჩატარდა და გამოკითხულთა 70% მომხრეა, რომ „ხადორი3" აშენდეს. ჰესის მშენებელ კომპანიაში მომხდარი არეულობის უკან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

24 აპრილი 2019, 20:45

საქართველო

თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობას, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

24 აპრილი 2019, 20:31

ეკონომიკა

საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ხილის და თხილის ექსპორტმა $16,7 მილიონი შეადგინა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22%-ით შემცირდა. გასული წლის სამ თვეში ქვეყნიდან $21,4 მილიონის ღირებულების ხილი და თხილი გავიდა.

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები ბულვარში მუშაობის უფლებას ითხოვენ

ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის ბულვარში მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. ამბობენ რომ დღეიდან შიმშილობას დაიწყებენ. ასევე მოითხოვენ, რომ ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვოს. ამ წუთებში აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს შეძახილებით "გადადექი"

24 აპრილი 2019, 20:20

საქართველო

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენის დაწვის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო და მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობდა. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:39

საქართველო

მეტროპოლიტენის მუშაობა ელექტროსადენის დაზიანების გამო შეფერხებულია

მეტროსადგურ გოცირიძის მონაკვეთზე ელექტროსადენი დაიწვა. ამის გამო მეტროს მუშაობა შეფერხებულია. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

24 აპრილი 2019, 19:30

კულტურა

Marvel-ის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ვებგვერდმა Wrap-მა კინოსტუდია Marvel-ის საუკეთესო ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელიც სულ 22 კინოს აერთიანებს. სიის ლიდერი 2012 წლის „შურისმაძიებლები“ გახდა. მეორე ადგილზეა „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“, ხოლო მესამე ადგილს „გალაქტიკის მცველები“ იკავებს.