imedi /  05 აპრილი 2019, 13:38 / სანდო წყარო

პარლამენტში აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კანონპროექტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.  ინიციატივა ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის და მან მხოლოდ 42 კოლეგის მხარდაჭერა მიიღო.

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. კანონპროექტის ძირითად იდეას, როგორც ირკვევა, უმრავლესობა იზიარებს, რამდენიმე ნორმა სადავო აღმოჩნდა, მათ შორის ის, რომლის მიხედვით,  აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.    

ყველა სიახლე

Apple

25 ივნისი 2019, 11:29

ეკონომიკა

Apple-ი სამუშაო ადგილებს ზრდის

საუბარია 2,000 ადამიანზე, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაასაქმებს. Apple-ის ოფისი სიეტლში Amazon-თან რამდენიმე მეტრში იქნება განთავსებული. გადაწყვეტილება 2018 წელს დაანონსებული გეგმას გააორმაგებს.

კუს ტბა

25 ივნისი 2019, 10:59

საქართველო

თბილისის ზღვისა და კუს ტბის წყლის ხარისხი ცნობილია

პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა. ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.

25 ივნისი 2019, 10:47

მსოფლიო

Bloomberg-ი: აშშ-მა იაპონიასთან შესაძლოა „უსაფრთხოების შეთანხმება“ დაარღვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიასთან დადებული „უსაფრთხოების შეთანხმებიდან“ გამოსვლის საკითხს განიხილავს, წერს Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის თანახმადაც იაპონიაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-მა სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს.

25 ივნისი 2019, 10:45

ვიდეო

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები აქციას მართავენ

25 ივნისი 2019, 10:27

საქართველო

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

ევროსაბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეის წევრებს არ უნდა შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ კენჭისყრის,სიტყვით გამოსვლის, ასამბლეასა და მის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლების ყოლის უფლება.

25 ივნისი 2019, 09:59

კულტურა

ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

დღეს საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას.ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ"- წერენ ორგანიზატორები.

გურამ კაშია

25 ივნისი 2019, 09:16

სპორტი

გურამ კაშია თავის გულშემატკივრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია და ჰოლანდიური „ვიტესის“ ექს კაპიტანი Insagram-ზე თავის გამომწერებს მიმართავს და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ქართველი ფეხბურთელი ამ ფორმით ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

25 ივნისი 2019, 08:39

მსოფლიო

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება დაუბრუნდება

რუსეთის დელეგაცია სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეიდან საპარლამენტო ასამბლეას უბრუნდება. 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ყირიმის ანექსიის გამო შეჩერებულ ხმის უფლებას უბრუნებს.

25 ივნისი 2019, 08:25

საქართველო

გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა: დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები. ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ტერიტორიაზე ასობით ადამიანი კონკრეტული პირების ორგანიზებით შეიჭრა, რომლებსაც ფესტივალის ჩატარება არ სურდათ და ორგანიზატორებს მანამდეც ემუქრებოდნენ.

25 ივნისი 2019, 08:14

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 ადამიანი გაათავისუფლა

20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და 41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

25 ივნისი 2019, 07:59

საქართველო

დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

დღეს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. უმრაველესობამ არჩილ თალაკვაძის კანიდატურა შეარჩია. პროცედურის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი პარლამენტის წინაშე 20-წუთიანი სიტყვით წარდგება, ამის შემდეგ დეპუტატებს მას კითხვებს დაუსვამენ, რასაც თალაკვაძის მხრიდან პასუხები, შემდეგ კი პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

სალომე ზურაბიშვილი
ანჯეი დუდა

25 ივნისი 2019, 00:59

საქართველო

პოლონეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში საქართველოს დახმარება აღუთქვა

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს საქართელოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება. სატელეფონო საუბარი ანდჯეი დუდას ინიციატივით გაიმართა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 ივნისი 2019, 00:44

მსოფლიო

აშშ-ის ახალ სანქციებს თეირანში გამოეხმაურნენ

მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ომი მეტად სწყურია, ვიდრე დიპლომატია. 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

25 ივნისი 2019, 00:29

საქართველო

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ წრე შეკრეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

რუსთველის გამზირზე აქცია დასრულდა. მანამდე მისმა მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე შემოარტყეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება, სანამ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის ღამეს დაკავებული აქციის მონაწილეები.

სათამაშოების ისტორია 4

24 ივნისი 2019, 23:49

კულტურა

ანიმაციამ „სათამაშოების ისტორია 4“ კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

ანიმაციურმა ფილმმა ლათინურ ამერიკასა და ევროპაში მხოლოდ შაბათ-კვირას $238 მილიონი გამოიმუშავა. „სათამაშოების ისტორია 4“-მა მოლოდინები ვერ გაამართლა ჩინეთში. იმედი გაუცრუვდათ აშშ-შიც. სათამაშოების ისტორია პირველად 24 წლის წინ, 1995 წელს გამოვიდა.

ვლადიმერ ჭინჭარაული

24 ივნისი 2019, 23:35

სპორტი

აშშ-ში ჩემპიონატზე ქართველმა პარამსროლელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ულიანა სუპრუნი

24 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

უკრაინელი მინისტრი საქართველოში მიმდინარე აქციებს ქართულ ენაზე გამოეხმაურა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი თბილისში მიმდინარე აქციებს ქართულ და უკრაინულ ენაზე გამოეხმაურა. "რუსეთი - ოკუპანტი" და "პუტინი - ხ*უილო" -- ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება, - წერს ულიანა სუპრუნი მიკრობლოგ Twitter-ზე.

ბერა ივანიშვილი

24 ივნისი 2019, 23:15

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილი თავის სიყვარულს და ტკივილს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ შესრულებით გამოხატავს

ბერა ივანიშვილმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის გია ყანჩელის მუსიკას ასრულებს. „ჩემს ტკივილსა და სიყვარულს ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკით „ყვითელი ფოთლები“ გამოვხატავ“ - ასეთი ვიდეოს აღწერა.

კახა კალაძე

24 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

კალაძე: ყველა დაშავებულს ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება სახელმწიფო დააფინანსებს

„დღეს გამოწერეს დაზარალებული გოგონა კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას. როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

24 ივნისი 2019, 22:42

საქართველო

პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს

ეს ის ხმოვანი ბიუსტია, რომელიც 12 მაისს პარლამენტთან მიიტანეს. მასზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით... ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით მაშინ ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.